რეზონანსი 17.03.2016
სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ სასწავლო ცენტრში პროექტის "პროფესიული სამყარო" ფარგლებში მორიგი ტრენინგ-კურსი დაიწყო. თბილისის სტუდენტთა უფასო სწავლება 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
|
ელზა პაპოშვილი 16.03.2016
"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ვიღაც ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და გადატრიალებას გეგმავდეს.
|
ვახტანგ შამუგია 16.03.2016
>გიორგი გაფრინდაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა გააპროტესტეს. 15 მარტს მათ გამართეს კონტრაქცია და რექტორ ვლადიმერ პაპავას გადადგომა მოითხოვეს. მათი თქმით, მიმდინარე დესტრუქციული პროცესები პაპავას მიერ იყო მართული და ის, როგორც სუსტი და პირადი ინტერესების მქონე რექტორი, უნდა გადამდგარიყო.
|
თიკო ოსმანოვა 16.03.2016
ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო კვლავ ვნებათაღელვაა - 300 თანამშრომლიდან ძმებ გაჩეჩილაძეებთან დარჩენას 7 ადამიანი გეგმავს. დანარჩენი მუშაობის გაგრძელებას შპს "ტელეკომპანია მაესტროს" დირექტორ ბაჩო კიკაბიძესთან აპირებს, რომელიც ახალი ტელევიზიის გახსნას რამდენიმე დღეში გეგმავს, თუმცა "მაესტროს" სახელისა და ლოგოს გარეშე, რადგან საქალაქო სასამართლომ კიკაბიძეს "მაესტროს" სახელის გამოყენების უფლება შეუზღუდა.
|
ეკატერინე ბასილაია 16.03.2016
ჯერ კიდევ უცნობია, ვინ და საიდან ატვირთა ბოლო დღეებში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერები ინტერნეტში. პროკურატურა გამოძიებაში დასახმარებლად ეფ-ბი-აის და "მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურებს" მიმართავს. სამი თვის წინ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორთან მიტანილი ფარული ჩანაწერების გამო კი თბილისში ორშაბათს შუაღამით ორი პირი დააკავეს. პროკურატურის ცნობით, ამ ფაქტზე სს-ის საქმე ჯამში 5 პირის მიმართ მიმდინარეობს და მათგან 4 დაკავებულია.
|
ელზა პაპოშვილი 16.03.2016
"ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ფარული კადრების გავრცელების უკან გარკვეული პოლიტიკური ძალები დგანან, რომლებიც წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ სივრცეს ისუფთავებენ. ისინი პირველ რიგში დარტყმას ავტორიტეტულ პოლიტიკურ ფიგურებზე აკეთებენ, რომელთა ჩამოშორების შემდეგ გზას გამოითავისუფლებენ.
|
თაკო მათეშვილი 16.03.2016
გაზეთ "ქრონიკა%"-ის რედაქტორი ელისო კილაძე ამბობს, რომ არ იცნობს პროკურატურის მიერ დაკავებულ ზურაბ ჯამალაშვილსა და ირაკლი ფხალაძეს და არ იცის, აქვთ თუ არა შეხება მათ იმ პირთან, რომელმაც რედაქციაში ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები მიუტანა და გავრცელებას სთავაზობდა.
|
მარიამ აფციაური 16.03.2016
ერთ დროს ნაკლებად აქტუალური სპეციალობები წელს უკვე მოთხოვნადი ხდება. მაგალითად, ერთ-ერთი მიმართულებაა აგრარული მეცნიერებები, ისტორია და მშენებლობა. აბიტურიენტებთან საუბარმა ასევე აჩვენა, რომ დაინტერესება გაიზარდა პროფესიულ კოლეჯებში სხვადასხვა სპეციალობაზეც.
|
მარი ჩიტაია 16.03.2016
ყოველი 10 მომხმარებლიდან 7-8 ადვილად შეიძლება მოტყუვდეს. მართალია, სასურსათო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებმა იკლო, სამაგიეროდ სხვა მიმართულებით ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია. შესაბამისი კანონი არ არსებობს და მოსახლეობა საერთოდ დაუცველია. მომხმარებელმა, ელემენტარულად, არ იცის, რისი უფლება აქვს და როგორ დაიცვას თავი მარკეტინგული ხრიკების თუ სხვა სახის დარღვევებისგან, რასაც სავაჭრო სექტორში მუდმივად აწყდება.
|
ნატა გიორგაძე 16.03.2016
ქართული ცემენტი კარგია, საქართველოში წარმოებულ არმატურასთან დაკავშირებით კი ქართველ მშენებლებში აზრთა სხვადასხვაობაა. სამშენებლო კომპანიების ნაწილი უპირატესობას უკრაინულ და თურქულ არმატურას ანიჭებს და კორპუსებსაც იმპორტირებული მასალით აშენებს, ნაწილი კი ქართულ პროდუქტზე აკეთებს არჩევანს.
|
ელზა წიკლაური 16.03.2016
45%-ით გაუფასურებული ლარი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე 5%-ით გამყარდა. ნახტომისებურად გაძლიერებულმა ეროვნულმა ვალუტამ საზოგადოებაში საწინააღმდეგო აჟიოტაჟი გამოიწვია. ხალხი დოლარს მასობრივად უკვე ლარში ახურდავებს. სპეციალისტები კი ლარის კიდევ უფრო გამყარებას არ გამორიცხავენ და ახალ წონასწორულ კურსად 2,20-2,25-ს ასახელებენ.
|
თაკო მათეშვილი 16.03.2016
"გაერთიანებული დემოკრატების" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე დარწმუნებულია, რომ გავრცელებულ კადრებთან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნები უშუალო კავშირში არიან და იმისათვის, რომ ეს პროცესი შეწყდეს, ქვეყნიდან გაქცეული ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურების ხელმძღვანელები უნდა დააკავონ.
|