ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
21.03.2016

 გასულ კვირას, ევროპარლამენტში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხილვისას ცალსახად აღინიშნა მიღწეული პროგრესი. მომავლ არჩევნებთან მიმართებაში ევროკავშირი მოელის, რომ მთავრობა უზრუნველყოფს ურთიერთპატივისცემის ინკლუზიურ ატმოსფეროს და წარმოაჩენს პოლიტიკური სისტემის სიმწიფეს.

თაკო მათეშვილი
21.03.2016

 პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებაში, რაც პირველ რიგში ხელისუფლების იმიჯს აზიანებს, თავად ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ გარეული. მისი აზრით, პრემიერის დასუსტება და დაკნინება ხელისუფლების გარეთაც და შიგნითაც ბევრს უნდა და ამისთვის ამგვარ მეთოდებსაც იყენებენ.

თიკო ოსმანოვა
21.03.2016

 "ფარული ჩანაწერების საქმის გახსნასთან დაკავშირებით არ მაქვს არავითარი საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესი ხელმძღვანელი პირების მართლაც მტკიცე პოლიტიკურ ნებაში, რომ საქმე გამოძიებული იყოს. მაგრამ ხელისუფლება არ არის ერთსახოვანი და არ ვარ დარწმუნებული, რომ კომპეტენტური ორგანოები სრულად ემორჩილებოდნენ ხელისუფლების უმაღლესი პირების ნებას და პრინციპულ პოზიციას", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი.

ლიკა ამირაშვილი
21.03.2016

 პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა მზადდება. როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, ახალ კანონპროექტში სხვადასხვა ტიპის თვალთვალი ერთმანეთისგან გაიმიჯნება.

თიკო ოსმანოვა
21.03.2016

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთი ციხელაშვილის თქმით, ქართული მხარე აფხაზეთისთვის კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების გადაცემას არ აპირებს. მისივე თქმით, მხოლოდ საარქივო მასალა გადასცეს და გრძელდება მოლაპარაკებები.

ლიკა ამირაშვილი
21.03.2016

 საარჩევნო საკითხებზე შექნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 23 მარტს იუსტიციის სამინისტროში გაიმართება. როგორც "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ "მთელ კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა, არასაპარლამენტო ოპოზიციას წინადადება აქვს მომზადებული, სადაც კონკრეტულად აქვთ გაწერილი, სად რა ცვლილება სურთ.

ია აბულაშვილი
21.03.2016

მსოფლიოს დიდ ბიბლიოთეკებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უკავია ბოდლის, ევროპის ერთ-ერთ უძველეს ეროვნულ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას, რომელიც მისი დამაარსებლის თომას ბოდლის სახელობისაა. იგი დაარსდა 1598-1602 წლებში ინგლისში და დღემდე მასში დაცულია მსოფლიოს უნიკალური ხელნაწერები და ნაბეჭდი წიგნები, მათ შორის ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების მდიდარი კოლექცია; "ვეფხისტყაოსნის" ორი საუკეთესო ხელნაწერი, ასევე მრავალი ძველი ქართული ხელნაწერი; გამოჩენილ ქართველ მწერლებთან, მეცნიერებთან და საზოგადო მოღვაწეებთან მიმოწერით დაგროვილი ძვირფასი ეპისტოლარული მემკვიდრეობა, უნიკალური წიგნები, ფოტოდოკუმენტები და პრესის მასალები.

თიკო ოსმანოვა
21.03.2016

გვანცა ღვედაშვილი

საქართველო მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით კვლავ სავალალო მდგომარეობაშია. სპეციალისტების განცხადებით, არსებული კანონმდებლობა ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი არ არის. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული საკვები პრუდუქციის სრულყოფილი გამოკვლევა არ ხორციელდება. ეს კი ფალსიფიცირებული საკვები პროდუქტების შემოტანის რისკებს ზრდის, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

ვახტანგ შამუგია
21.03.2016

 19 მარტს თურქეთში, სტამბულის ცენტრალურ უბანში განხორციელებულ ტერაქტს ხუთი ადამიანი შეეწირა, ოცი კი დაშავდა. საქართველოს საკონსულოს ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ჩვენი თანამოქალაქეები არ არიან.

მამუკა ნაცვალაძე
21.03.2016

 შაბათს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა "დინამო არენაზე" დამაჯერებლად დაამარცხა ევროპა რაგბის გათამაშებაში ყველაზე პრინციპული მეტოქე რუმინეთის ნაკრები 38:9 და ერთა თასი მეცხრედ, დიდი სლემი კი მეექვსედ მოიგო. ამას გარდა, მეათედ დატოვა საქართველოში რუმინეთიის ნაკრებთან საცილო "ანთიმოზ ივერიელის თასი".

ნათია ლომიძე
19.03.2016

 ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ თითქმის ყველა სახის საქონელი გააძვირა, მათ შორის წიგნების ღირებულებაც. ქვეყანაში როგორც მხატვრული ლიტერატურის, ასევე სასკოლო წიგნის ფასი იმდენად მაღალია, რომ მკითხველთა დიდ უკმაყოფილებას იწვევს. მის შეძენაზე უმრავლესობას უარის თქმა უწევს.

მაკა ხარაზიშვილი
19.03.2016

ეროვნული ვალუტის გამყარებამ პირველი პროდუქტი უკვე გააიაფა. კომპანია "ლუკოილში" განმარტავენ, რომ მის ქსელში ბენზინზე ფასის დაწევა ლარის გამყარებას უკავშირდება. თუკი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულება მკვეთრად არ გაიზარდა, საქართველოში საწვავი კიდევ უნდა გაიაფდეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×