ია აბულაშვილი 14.03.2016
ძველი ქართული კულტურული ძეგლების შესახებ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საცავებში და კერძო კოლექციებში ინახება, კარგად არის ცნობილი ქართულ სამეცნიერო წრეებში. დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა რამდენიმე მათგანის შესახებ საინტერესო მასალა მივაწოდოთ, თუ როგორ აღმოჩნდა ეს უნიკალური ძეგლი თუ ნივთი საქართველოს საზღვრებს გარეთ.
|
მამუკა ნაცვალაძე 14.03.2016
შაბათს სოჭში, რაგბი ევროპის მიმდინარე გათამაშების მეოთხე ტურის მატჩში, რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა "ბორჯღალოსნებს" უმასპინძლა. ყოფილ "სლავა მეტრეველის" სახელობის სტადიონზე, რომელსაც დღეს "იუგ სპორტი" ეწოდება მილტონ ჰეიგის რაზმმა რუსეთთან მე-20 საიუბილეო მატჩში მე-18 გამარჯვება მიითვალა 24:7. ეს იყო "დათვებთან" ჩვენი ეროვნული ნაკრების ზედიზედ მეთხუთმეტე მოგება.
|
ლიკა ამირაშვილი 12.03.2016
ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება, თუმცა რა ფორმით და როდის გამოჩნდება იგი საპარლამენტო უმრავლესობაში ჯერ არ იციან. "ქართული ოცნების" ყრილობა, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება, მის გამოჩენას კი სწორედ ამ დროისთვის ვარაუდობენ.
|
ვახტანგ შამუგია 12.03.2016
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი სტუდენტთა ნაწილის აქტიური პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია - თსუ-ს კანცლერის არჩევნებიდან გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა.
|
თაკო მათეშვილი 12.03.2016
ამაზრზენი, სამარცხვინო, საზიზღარი, უზნეო, ამორალური, გადაგვარებული, სახელმწიფოს დამანგრეველი - ამგვარი ეპითეტებით ამკობენ ხელისუფლებაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამავრცელებლებს და აცხადებენ, რომ წარმოდგენაც კი არ აქვთ იმის შესახებ, თუ ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ეს ყველაფერი.
|
თიკო ოსმანოვა 12.03.2016
უშიშროების საკითხებში ოფიცრები, ანუ იგივე "ოდეერები" ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები არიან, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში არიან მივლენილი სახელმწიფო უსაფრთხოების დასაცავად. ანონიმურობის მიზნით, ისინი სხვადასხვა თანამდებობაზე არიან გაფორმებული, ხშირად მრჩევლის პოზიციაზე და მათი რეალური მისია გასაიდუმლოებულია.
|
ელზა პაპოშვილი 12.03.2016
"მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე არასაპარლამენტო პარტიებს საპარლამენტო პარტიებთან შედარებით შანსი არ აქვთ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გაერთიანებას მოახერხებენ.
|
ეკატერინე ბასილაია 12.03.2016
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მიზეზი კი ისაა, რომ ე.წ. მილიციამ გაბედა და "აფხაზეთის გმირს", დრანდის ციხის ყოფილ უფროსს რუსლან ჯელიას ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა, დაუმორჩილებლობის შემდეგ კი გაფრთხილების ნიშნად ჰაერში გაისროლა.
|
ნათია ლომიძე 12.03.2016
ლარის კურსის ბოლოდროინდელმა გამყარებამ და ეროვნულ ბანკში განხორციელებულმა ცვლილებებმა ხალხს იმედი ჩაუსახა. მცირე ბიზნესის წარმომადგენლები თვლიან, რომ კიდევ ერთხელ მიეცათ შანსი ფინანსური კრიზისისგან თავი დაიძვრინონ. ვალებით დამძიმებულ ადამიანებს კი იმედი გაუჩნდათ, რომ მალე კურსი გამყარდება და ცოტათი შვება იგრძნობენ.
|
მარი ჩიტაია 12.03.2016
მომავალი კვირიდან რეგიონებში მიწის სამუშაოები დაიწყება. დასავლეთში ხალხი ბოსტნეულისა და კარტოფილის თესვას უკვე შეუდგა, თუმცა აღმოსავლეთში ჯერ არ ჩქარობენ. ხალხს იმედი აქვს, რომ ამინდის გავლენა განსაკუთრებით საადრეო კულტურებზე აისახება და მოსავლის დაბინავებას დადგეგმილზე ადრე შეძლებენ.
|
მაკა ხარაზიშვილი 12.03.2016
თითქმის ორი კვირა ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს. სავალუტო ბაზრის დამშვიდება ახალი პროექტების განხორციელების შეუწყობს ხელს. შარშან "რეზონანსთან" საუბარში ბიზნესმენები აღნიშნავდნენ, რომ მათ დევალვაციის გამო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეაჩერეს.
|
მარიამ ხიდაშელი 12.03.2016
ფოთის პორტის გაფართოებისთვის "ეიფიემ ტერმინალსი" ეკონომკის სამინისტროს ნებართვას ელოდება. ფოთის "მეგა პორტის" წლიური ტვირთბრუნვა 50 მილიონი ტონა იქნება. ასევე იგეგმება "ანაკლიის" პორტის მშენებლობა, რომელის წლიური ტვირთბრუნვა 100 მილიონი ტონა უნდა იყოს. სპეციალისტებს ამ პროექტების რეალური განხორციელება დღემდე აეჭვებთ, ვინაიდან ასეთი დიდი პორტების ამოქმედების თეორიული შანსიც კი ძალიან მცირეა. საქართველოში 2 პორტია, რომელიც სრული დატვირთვით დღემდე ვერ მუშაობს.
|