მარიამ აფციაური 09.03.2016
უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ევროპის ქვეყნებში გადაადგილების მოყვარული ქართველების გააქტიურება მოჰყვება. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ შანსის გამოყენებას ყველა სხვადასხვაგვარად გეგმავს. მოგზაურობა, სწავლა, ნათესავების მონახულება - ეს სამი ძირითადი მიზეზია, რომელთა მოშველიებასაც რესპონდენტების უმეტესობა უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდგომ აპირებს.
|
ელზა წიკლაური 09.03.2016
ლარის დევალვაციისა და გაძვირებული ცხოვრების გამო, ხალხის მსყიდველუნარიანობა ყოველდღიურად მცირდება. 1,5 წელში 45%-ით გაუფასურებულმა ლარმა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფში მსყიდველობითი უნარი 30%-ით შეამცირა. ანალიტიკოსების პროგნოზით, წლეულს საქართველოში სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რისი ერთ-ერთი მათავრი მიზეზი გარე ფაქტორები, კერძოდ კი, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის კიდევ უფრო შენელება გახდება.
|
მარი ჩიტაია 09.03.2016
დიდი ალბათობით ერთ კვირაში საქართველოში საწვავი გაძვირდება. ცვლილება, სავარაუდოდ, 5-10 თეთრის ფარგლებშია მოსალოდნელი. როგორც იმპორტიორები განმარტავენ, გაძვირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მათ საერთაშორისო ფასების გამო მოუწევთ. კომპანიები ამჟამინდელი ფასის დაჭერას ჯერჯერობით ძველი მარაგის საშუალებით ახერხებენ.
|
მამუკა ნაცვალაძე 09.03.2016
შაბათს, 12 მარტს, სოჭში, "სლავა მეტრეველზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის მიმდინარე გათამაშების მეოთხე ტურის შეხვედრას გამართავს რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან. მატჩი საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.
|
ეკატერინე ბასილაია 08.03.2016
კოალიციური ერთიანობა შენარჩუნდა, არჩევენებამდე მაინც და ამას საბლოო წერტილი ექსპრემიერი ივანიშვილის უსუფაშვილთან ზარმა დაუსვა. ის, პარლამენტის თავმჯდომარეს რომ ექსპრემიერმა დაურეკა, ამას თავად უსუფაშვილიც ადასტურებს, ხოლო ის, რომ კოალიციაში დაპირისპირება ამოიწურა და პოლიტსაბჭოს შეკრებაზე ეს თემა აღარ განიხილება, ამაზე ხმამაღლა და გადაჭრით საუბარი გუშინ კოალიციის ლიდერებაც დაიწყეს, თუმცა ისინი "გაუგებრობის" დასრულების მიზეზად არა ივანიშვილს, არამედ პრემიერი კვირიკაშვილის მკაცრ, გამაფრთხილებელ განცხადებას მიიჩნევდნენ.
|
მაკა ხარაზიშვილი 08.03.2016
საქართველოში სეისმომედეგობაზე არც ერთი სამშენებლო ობიექტი არ მოწმდება. მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია რა სიძლიერის მიწისძვრას გაუძლებს მისი სახლი და რამდენია ექსპლოატაციის ვადა. არ არსებობს არც ერთი სამსახური, რომელიც საცხოვრებელი კორპუსების ხარისხზეა პასუხისმგებელია. ჩვენთან ყველაფერი მშენებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, ხოლო რამდენად სუფთაა ეს სინდისი, 2004 წელს რამდენიმე კორპუსის შემოწმებამ აჩვენა.
|
ელზა წიკლაური 08.03.2016
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, შესაძლოა, ფული წელსაც დააკლდეს. იანვარ-თებერვლის მონაცემებით, პროგრამა კვლავ დეფიციტურია და ყოველთვიური გადახარჯვა 7 მლნ ლარზე მეტია. თუ ასე გაგრძელდა, მთავრობას წლის ბოლოს საყოველთაო ჯანდაცვისთვის სავარაუდოდ, ისევ 100 მილიონის დამატება მოუწევს.
|
ელზა წიკლაური 08.03.2016
კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების საერთო ოდენობა 164 მლნ ლარს აჭარბებს. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგების მიხედვით, 2015 წლისთვის ბანკებმა 154,8 მლნ ლარის ქონება დაისაკუთრეს, მიკროსაფინანსოებმა კი 9,4 მლნ ლარის ქონება მიითვისებს. სპეციალისტების ამბობენ, რომ ეს რიცხვი არარეალურია და სინამდვილეში კომერციული სტრუქტურების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობა, შესაძლოა, ერთ მილიარდსაც კი აჭარბებდეს.
|
მარიკა გოგოხია 08.03.2016
ზედიზედ რამდენიმე წელია, საქართველოში ზამთრის ტურიზმს, უამინდობის თუ სახელმწიფო სტრუქტურების დაუდევრობის გამო, პრობლემა აქვს. მართალია, ოფიციალურად სეზონი ჯერაც გრძელდება, მაგრამ შედეგზე საუბარი უკვე შეიძლება, რადგან აქტიურმა პერიოდმა უკვე ჩაიარა. სასტუმროების უმეტესობა წლევანდელი სეზონსაც დანაკარგით ამთავრებს.
|
მარი ჩიტაია 08.03.2016
სანერგე მეურნეობებს გამოცოცხლება დაეტყო. რეალიზაციამ, წინა წლებთან შედარებით, 10-15%-ით მოიმატა. ხალხმრავალ ადგილებში, ღია ცის ქვეშ გამოტანილი ნერგებისა და მცენარეების მიმართ მოთხოვნა 30%-ითაა გაზრდილი.
|
მაკა ხარაზიშვილი 08.03.2016
ნავთობის გაძვირების პარალელურად, საერთაშორისო ბირჟებზე სურსათიც ძვირდება. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში იაფი პროდუქტის ხანა დასრულდა. ეს პროცესი ძალიან ცუდად იმოქმედებს იმ ქვეყნებზე, სადაც ადგილობრივი ვალუტის მკვეთრი დევალვაცია მოხდა. მათ რიცხვშია საქართველოც. თუ ლარის გამყარების ტემპი არ დაჩქარდა, ქვეყანა დიდი ინფლაციის წინაშე დადგება. საარჩევნო წელს მმართველი პარტიის მიმართ მოსახლეობის განწყობაზე ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
|
მარი ჩიტაია 08.03.2016
სავალდებულო ეტიკეტირების წესი მომავალი წლიდან ხორცსა და ხორცპროდუქტებზეც ამოქმედდება. სასაკლაოდან დაწყებული, სამომხარებლო დახლამდე, ხარისხთან და პროდუქტის უვნობლობასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტო უხელმძღვანელებს.
|
|