ლიკა ამირაშვილი
04.03.2016

სამედიცინო სერვისების გაუმართაობა, პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია, მშობელთა ცნობიერების დაბალი დონე - ამ მიზეზებით საქართველოში ყოველწლიურად ხუთ წლამდე ასაკის 600 ბავშვი იღუპება. განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში ორჯერ მაღალია.

ნინო ქეთელაური
04.03.2016

 იყო შემთხვევა, როდესაც ამოუცნობი საფრენი ობიექტი სვეტიცხოვლის თავზე გაჩერდა, ის ასევე აეროპორტის თავზეც გამოჩენილა და მწყობრიდან გამოუყვანია ყველა ელექტროობა, მისი გამოჩენის შემდეგ, ადამიანიც გამქრალა და უკან დაბრუნებულს მხარზე ოპერაციის კვალი აღმოჩენია - ამ ფაქტების შესახებ "რეზონანსს" პროფესორი გიგლა გობეჩია უყვება.

მარი ჩიტაია
04.03.2016

ბოლო 3 თვეში მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი 70-80%-ით შემცირდა. ეს არ გახლავთ ოფიციალური სტატისტიკა, თუმცა ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც ამ ბიზნესშია. მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენასაჭიანების აკძალვა 2017 წლამდე გადაიდო, ჯერჯერობით იმპორტის მიმართულებით უკეთესობა არ შეიმჩნევა.

მაკა ხარაზიშვილი
04.03.2016

 ეროვნული ბანკი ახალ პრეზიდენტს ელოდება. თითქმის ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ამ თანამდებობას კობა გვენეტაძე დაიკავებს, თუმცა საბჭოს აქვს შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტის არჩევა გაურკვეველი ვადით გადადოს და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი დატოვონ.

ელზა წიკლაური
04.03.2016

საქართველოს სავაჭრო-პარტნიორ ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი დიდი სისწრაფით გაიზარდა. უკრაინასა და რუსეთში ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა, ფასების მატება საკმაოდ შესამჩნევი იყო აზერბაიჯანსა და თურქეთშიც. საქართველოსა და სომხეთში კი წლიურ ინფლაციას 5 პროცენტისთვისაც არ გადაუჭარბებია.

ია აბულაშვილი
04.03.2016

 ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია რუსთაველის უკვდავი პოემის ხელნაწერთა ისტორიაში, არ შეიძლება არ სმენოდეთ "ვეფხისტყაოსნის" ორი უძველესი ხელნაწერის თაობაზე, რომლის შესახებაც ცნობებს იძლევა მე-19 საუკუნის გამოჩენილი ქართველი მეცნიერი პლატონ იოსელიანი.

თაკო მათეშვილი
03.03.2016

 ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე, საკმაოდ ხმურიან პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ კოჰაბიტაცია, რაც ადრე "ქართულ ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის იყო, ახლა თავად კოალიციის სუბიექტებს შორის დაიწყო.

ელზა პაპოშვილი
03.03.2016

 უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს გოგი თოფაძის მიმართ "იმპერატიულ" ტონს უწუნებს. მისი თქმით, არავის აქვს უფლება, რომ პარლამენტის წევრს მანდატის დატოვება მოსთხოვოს, გარდა თავად პარლამენტისა იურიდიულად და მორალურად "ერთი ადამიანისა", რომელმაც თოფაძის პარლამენტში ყოფნა გადაწყვიტა.

ეკატერინე ბასილაია
03.03.2016

თბილისმა ევროპაში უვიზოდ მიმოსვლაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღეების ათვლა დაიწყო. ევროკომისიამ ამ საკითხზე კავშირის საკანონმდებლო ორგანოებს - ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს - კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისთვის უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს იქნება დღეს ან ხვალ, მაგრამ 10 მარტს არ გადასცილდება და ეს დაპირება მათ უშუალოდ ბრიუსელიდან მიიღეს.

ელზა პაპოშვილი
03.03.2016

 პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" დაშლა ქვეყანაში პოლიტიკურად არასტაბილურ გარემოს შექმნის. მისი აზრით, "მრეწველებმა" და "რესპუბლიკელებმა" პირადი დაპირისპირება გვერდზე უნდა გადადონ და, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, როგორმე ერთად მუშაობა გააგრძელონ.

სალომე სარიშვილი
03.03.2016

პარლამენტმა "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან (და არა გმო-პროდუქტისგან) თავისუფალ ზონად გამოცხადდება, ამას კი ხელს სწორედ ის ცვლილებები შეუწყობს, რომელიც მოქმედ კანონმდებლობაში შედის.

თიკო ოსმანოვა
03.03.2016

 "თინა ხიდაშელი თავისი რიტორიკით საქართველოს პროდასავლურ არჩევანს ბევრად უფრო დიდ ზიანს აყენებს, ვიდრე გოგი თოფაძე, რომელზეც ის აპელირებს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ექსპრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი "რესპუბლიკურ პარტიასა" და "მრეწველებს" შორის არსებულ დაპირისპირებაზე. მისივე თქმით, კოალიაციას არც ერთი მათგანი არ დატოვებს, რადგან იციან, რომ ივანიშვილის გარეშე არჩევნებზე წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×