თაკო მათეშვილი
29.02.2016

 "ამ განცხადებაზე ლაპარაკი ჩვენ ძალიან სერიოზულად მოგვიწევს," - ამბობს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გოგი თოფაძის თინა ხიდაშელისადმი გაკეთებულ განცხადებაზე და დასძენს, რომ მათი დაპირისპირების საკითხი პოლიტსაბჭოს მომავალ სხდომაზე აუცილებლად განიხილება.

თიკო ოსმანოვა
29.02.2016

 "ალექსი პეტრიაშვილმა ვერცერთი თავდამსხმელი ვერ ამოიცნო, რაც იმაზე მოწმობს, რომ ეს იყო შეკვეთილი ტერორისტული აქტი. მოტივებზე და მიზეზებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. ეს არის სპეკულაცია, რომელიც გავლენას მოახდენს გამოძიებაზე", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე.

გვანცა ღვედაშვილი
29.02.2016

 თბილისში ცხოვრების ხარისხის მაჩვენებელი მსოფლიოს ქალაქებს შორის საკმაოდ დაბალია. ამერიკული სააგენტო "მერსერის" 2016 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოს 230 მსხვილ ქალაქს შორის თბილისი ცხოვრების ხარისხის მიხედვით 188-ე ადგილს იკავებს.

ეკატერინე ბასილაია
29.02.2016

წარმოებისთვის მიწა ყველაზე აუცილებელი და ყველაზე შეზღუდული რესურსია და ეკონომიკის განვითარებისთვის მიწის საკუთრების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მიუხედავად ამისა, საქართველოში ეს საკითხი წლების განმავლობაში პრობლემად რჩება. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის პირობებში კი ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარება მიწის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემით მოინდომა.

სალომე სარიშვილი
29.02.2016

 ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მოსამართლე მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება იყო. ხატიაშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან ერთი კონკრეტული ადამიანი, კერძოდ კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეზე დიდი ხანია წნეხს ახორცილებს.

ლიკა ამირაშვილი
29.02.2016

 კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატობა სურს, თუმცა "ქართული ოცნებისგან" შეთავაზება ჯერ არ მიუღია.

თიკო ოსმანოვა
27.02.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ოფიციალური მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ოჯახის წევრები და თანაგუნდელები რაიმე ვერსიაზე საუბრისგან, თავს იკავებენ. კულუარული ინფორმაციით, კი ეს პირად მოტივს უკავშირდება.

ეკატერინე ბასილაია
27.02.2016

 გოგი თოფაძის ორკვირიან, ბრალდებების შემდეგ, რომ საგარეჯოს შუალედური არჩევნები თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააყალბა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და ახლა უკვე გამოძიების დაწყებაზე კეთდება განსხვავებული განცხადებები კოალიციის წევრებს შორის - "რესპუბლიკელების" ნაწილმა ვარშავის სამიტის წინ გამოძიების დაწყება და თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის გაჩენა არასახელმწიფოებრივ ქმედებად შეაფასა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კი პასუხად ამბობს, რომ "ასეთი დრამატიზება საჭირო არ არის".

სალომე სარიშვილი
27.02.2016

 "სახელმწიფოს შრომითი უფლებების კუთხით ერთიანი პოლიტიკა არ აქვს შემუშავებული, რაც ყველაზე დიდი პრობლემა მგონია. სამწუხაროდ, მთავრობის მხრიდან ერთგვარი წაყრუებაცა და თვითდინებაზე მიშვებაც იგრძნობა, თითქოს ეს ყველაფერი თავისით მოგვარდება, რაც ასე ნამდვილად ვერ იქნება," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და დასძენს, რომ ამგვარი დამოკიდებულებით, შესაძლოა, პრობლემა კიდევ უფრო დამძიმდეს.

ვახტანგ შამუგია
27.02.2016

"ტროას ცხენი", "აქილევსის ქუსლი", "შენელებული მოქმედების ნაღმი" - ეს ის ეპითეტებია, რომელსაც აფხაზი პოლიტიკოსები ხშირად იყენებენ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობაზე საუბრისას. სეპარატისტთა განსაკუთრებულ გაღიზიანებას ადგილობრივთა მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთები იწვევს.

თაკო მათეშვილი
27.02.2016

 მმართველი კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც "რესპუბლიკელები" "მრეწველებიდან" გოგი თოფაძის, ან კოალიციიდან "მრეწველების" გაშვებას მოითხოვენ, გაურკვეველი ვადითაა გადადებული. პოლიტსაბჭო აქამდე, როგორც წესი, კვირაში ერთხელ იკრიბებოდა, თუმცა უკვე ორი კვირაა სხდომა არ გამართელა. პოლიტსაბჭოს წევრებმა კი არც ამის მიზეზი იციან და არც ის, თუ როდის გაიმართება შემდეგი შეხვედრა.

ელზა პაპოშვილი
27.02.2016

26 თებერვალს, დილით, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონის მცხოვრებლებს 30-მდე ავტომანქანის საბურავები დაჭრილი დახვდათ. დაზარალებულთა უმრავლესობა ეჭვობს, რომ ეს მათივე ერთ-ერთმა მეზობელმა ჩაიდინა, რომელმაც კორპუსთან საკუთარი ავტომობილის დაყენება ვერ შეძლო და მეზობლებზე ასე იყარა ჯავრი. ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ ყველა დაზიანებული ავტომობილი ერთ ადგილას ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×