თაკო მათეშვილი
26.02.2016

 მედიაქსპერტი ია ანთაძე უარყოფითად აფასებს ინიციატივას ცილისწამების კრიმინალიზებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იქნება. იმ კანონის წინააღმდეგი, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე საამაყოა. მიიჩნევს, რომ არსებული კანონმდებლობით ყველაფერი სათანადოდაა დარეგულირებული, მათ შორის ცილისწამებაც.

ელზა პაპოშვილი
26.02.2016

 მკლავჭიდელები პარლამენტის დეპუტატს და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს კვლავ უპირისპირდებიან და მისი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას ითხოვენ. მათი თქმით, ჯაჭვლიანი სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის არაფერს აკეთებს და ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს ითვისებს.

გვანცა ღვედაშვილი
26.02.2016

ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით დასრულების მიუხედავად, საქართველოს რეგიონში ევროკავშირისა და შენგენის ზონაში ვიზაზე უარის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს - ამის შესახებ ფონდმა "ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი" გუშინ გამართულ ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მარი ჩიტაია
26.02.2016

გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმების ვალდებულება 2017 წლამდე გადაიდო. როგორც სპეციალისტები ამბობენ, აირბალონიანი მანქანების შემოწმებისთვის ქვეყანა ვერც მომავალი წლიდან იქნება მზად, რადგან ამ პროცესისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელია. ელემენტარულად არ არსებობს სპეციალური დაწესებულება, სადაც ავტომობილების ტექნიკური შემოწმება უნდა მოხდეს. მძღოლებისთვის უცნობია ისიც, სად უნდა გაიარონ შემოწმება და სად უნდა მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი, რაც სულ მცირე 80-100 ლარი დაუჯდებათ.

ია აბულაშვილი
26.02.2016

"რამდენჯელ თქმულა ჩვენ ჟურნალ-გაზეთებში, რომ საზღვარ-გარედ საქართველოს ნაკლებ იცნობენ და ბევრგან წარმოდგენაც არა აქვთ ჩვენს მხარეზედ. ამ უვიცობის მიზეზნი ჩვენ თითონ ვართ. ვერ მოვაქცევინეთ უცხოელებს ჩვენკენ ყურადღება და ვერ შევიძინეთ საკმარისი ძალა, რომ ჩვენ თითონ უწინამძღვროთ პატიოსან აზრს საქართველოს ევროპასთან დაახლოვებისას.

ლიკა გურაბანიძე
26.02.2016

 გრიპის ვირუსი იშვიათად იწვევს ავადმყოფის დაღუპვას და ლეტალური შედეგი ძირითადად მისი თანმდევი გართულებების გამო დგება. ყველაზე ხშირია პნევნომია, ანუ ფილტვების ანთება.

მამუკა ნაცვალაძე
26.02.2016

 ხვალ, 27 თებერვალს, 17:00 საათზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "მიხეილ მესხის" სტადიონზე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს შეერკინება. ეს იქნება ამ გუნდებს შორის გამართული მე-17 რკენა. ურთიერთშეხვედრების ისტორია 2000 წლიდან იღებს სათავეს. 16 შეხვედრაში 12-ჯერ "ბორჯღალოსნებმა" იმარჯვეს, 3-ჯერ ესპანელებმა მოგვიგეს და ერთხელაც მატჩი ფრედ დასრულდა.

აკაკი გვიმრაძე
25.02.2016

 "ჩემზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ქართველი ხალხი ახდენს, საქართველოს მთავარი უპირატესობა სწორედ მისი საზოგადოებაა. საქართველოში პირველად 40 წლის წინ, სტუდენტობის პერიოდში ჩამოვედი ლენინგრადიდან და გაოცებული ვიყავი კონტრასტებით - აქ, ქუჩებში უაღრესად ღია, ლაღ და ტოლერანტ ადამიანებს შევხვდი.

ეკატერინე ბასილაია
25.02.2016

 არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტია "ქართულ ოცნებაში" საპარლამენტო სიის გამო ურთიერთბრალდებების ომი მწიფდება.

თიკო ოსმანოვა
25.02.2016

 "მთავარი პრობლემა დღეს საქართველოს აქვს რუსეთთან და ხელისუფლება უნდა ცდილობდეს ურთიერთობების დარეგულირებას მოსკოვთან და არა სინგაპურთან", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი.

ნინო ქეთელაური
25.02.2016

 ჭიათურის სოფელ მანდაეთში უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს, რომლის ჯამური სიგრძე ნახევარი კილომეტრია, აქვს სამი სართული და რამოდენიმე დარბაზი.

მაკა ხარაზიშვილი
25.02.2016

ქართულ ბაზარზე რუსული საწვავის წილი დიდი სისწრაფით იზრდება. თუ ამ ქვეყნიდან იმპორტირებულ ბენზინსა და დიზელს, დაახლოებით, 10% ეკავა, იანვარში ეს მაჩვენებელი ერთბაშად 43%-მდე გაიზარდა. სპეციალისტები ამ ფაქტს რუსული საწვავის სიიაფით ხსნიან. პარალელურად აღნიშნავენ, რომ, წინა წლებისგან განსხვავებით, ბაზარი ახლა მეტად თავისუფალია, გაიზარდა იმპორტიორთა რიცხვი და შესაბამისად კონკურენცია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×