ლიკა ამირაშვილი
27.02.2016

 ევროკავშირის საემიგრაციო კრიზისისა და ბრიტანეთის შესაძლო გასვლის თაობაზე უამრავი მსოფლიო ლიდერი შეშფოთებას გამოთქვამს. ერთადერთი ლიდერი, ვინც ამ თემაზე არაფერს ამბობს, რუსეთის პრეზიდენტია. როგორც ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტი ანდერს ასლუნდი წერს, პუტინის ინტერესში ევროკავშირის დაშლა შედის, რადგანაც ოფიციალური მოსკოვი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად განიმტკიცებს ზესახელმწიფოს სტატუსს და ნაკლები ძალისხმევა დასჭირდება პოსტსაბჭოთა სივრცის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოსაქცევად.

ნათია ლომიძე
27.02.2016

საქართველოს ბაზარზე არსებული ბრენდული მაღაზიების უმრავლესობას ახალი შეთავაზება აქვს თავიანთი კლიენტიებისათვის, ბოლო რამდენიმე თვეა, მომხმარებელოს შეუძლია სუსურველი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის განვადებით შეძენა. ბევრი აღნიშნული შეთავაზებით კმაყოფილია, რადგან მათთვის მაღაზიებში არსებული ძვირადღირებული ნივთები უკვე ხელმისაწვდომია.

მაკა ხარაზიშვილი
27.02.2016

 "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ტყიბულელი მაღაროელების მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნახშირის გაიაფების გამო, ხელფასის 40%-ით გაზრდა არ შეუძლიათ. მაღაროელები კი გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ. გუშინ მათ თბილისიდან სტუდენტებიც შეუერთდნენ.

მარი ჩიტაია
27.02.2016

 თხილის ნერგი გაძვირდა და ამჟამად ლამის პროდუქტის ფასს გაუტოლდეს. სანერგე მეურნეობებში თითო ნერგი 3 ლარად იყიდება, ხოლო 1 კგ თხილის ღირებულება 4,5 ლარის ფარგლებშია. სულ ცოტა ხნის წინ თხილი ერთბაშად 6 ლარამდე გაძვირდა, მაგრამ ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.

ელზა წიკლაური
27.02.2016

რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის თუ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების შემდეგ საბჭოური ანაბრების გაცემას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაც აპირებს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამისათვის "რესპუბლიკის" ბიუჯეტში 30 მლნ რუბლი (დაახლოებით 90 ათასი ლარი) უკვე გამოყოფილია. ამ დროს კი, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე საბჭოური ანაბრების საკითხი არც კი განიხილება. არც წინა და არც მოქმედ ხელისუფლებას საბჭოური ანაბრების კომპენსირებაზე მუშაობა არ დაუწყია.

ლიკა გურაბანიძე
27.02.2016

 მეცნიერული კვლევები ამტკიცებენ, რომ გარეთ ნაცვამი ფეხსაცმლით სახლში შესვლა მავნებელია, რადგან ფეხსაცმელს ქუჩიდან უამრავი ბაქტერია შეაქვს.

მამუკა ნაცვალაძე
27.02.2016

 დღეს "მიხეილ მესხზე", 17:00 საათზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. დასავლეთ და აღმოსავლეთ იბერიელთა სარაგბო დერბი ყოველთვის სასიამოვნო საცქერია. მიუხედავად იმისა, რომ აშკარა უპირატესობა "ბორჯღალოსნებს" აქვთ, ესპანელთა სწრაფი, ტექნიკური თამაში განსაკუთრებულ სანახაობრივ ესთეტიკას სძენს თამაშს.

თაკო მათეშვილი
26.02.2016

 საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, ილიას უნივერსიტეტის უკვე ყოფილი ლექტორი არჩილ გამზარდია ამტკიცებს, რომ ილიაუნიში პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას აქვს ადგილი. დარწმუნებულია, რომ სამსახური, რომელშიც 9 წლის განმავლობაში მუშაობდა, ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის გამო დაკარგა. ამბობს, რომ ილიაუნის ადმინისტრაცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული და ყველაფერს ზურაბ ჭიაბერაშვილი მართავს.

თაკო მათეშვილი
26.02.2016

 საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა ნავარუდევზე უფრო ადრე შეეძლებათ. როგორც ოთხშაბათს გახდა ცნობილი, პროცესი დაჩქარდა და ის, რასაც რამდენიმე თვეში ველოდით, რამდენიმე დღეში მოხდება - საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს, უკრაინისგან განსხვავებით, მსვლელობა მომდევნო კვირიდან მიეცემა.

მაკა ხარაზიშვილი
26.02.2016

 მაღაროელების 12-დღიანი გაფიცვის შემდეგ მთავრობამ უკან დაიხია - გაუქმებული შეღავათები ისევ აღდგება. სავარაუდოდ, დადებითად გადაწყდება სოციალური საკითხებთან დაკავშირებული მოთხოვნები, თუმცა ხელფასების გაზრდაზე "ინდუსტრიული ჯგუფის" დაყოლიება ვერ ხერხდება. არადა ტყიბულში პროტესტი უკვე პიკს აღწევს. გუშინ ლამის მთელი ქალაქი გაიფიცა.

ეკატერინე ბასილაია
26.02.2016

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია - მინიმუმ, ორი კვლევა მარტში უკვე მზად იქნება. მათგან ერთის შემკვეთი კოალიცია "ქართული ოცნებაა" და ხელისუფლებაში დიდი მოლოდინია, რომ მათი რეიტინგი ისე კატასტროფულად შემცირებული არ იქნება, როგორც ეს გასული წლის განმავლობაში რამდენიმე გასაჯაროებულმა კვლევამ აჩვენა.

ლიკა ამირაშვილი
26.02.2016

 ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საველე მეთაურთან, თარხან ბათირაშვილთან, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანისთან კომენიკაციას აღიარებს, თუმცა არასრულწლოვნების საქართველოდან გაყვანას კატეგორიულად უარყოფს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×