მარი ჩიტაია
25.02.2016

 მთავრობას სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის შესახებ პროექტზე მუშაობა თავიდან მოუწევს. სპეციალისტების შეფასებით, იგი ხალხსა და მთავრობას შორის სერიოზული დაპირისპირების მიზეზიც შეიძლება გამხდარიყო, რადგან პროექტი შორს დგას ქვეყნის დღევანდელი საჭიროებებისგან.

მარიამ აფციაური
25.02.2016

 მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტს, მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების საკითხს გლეხების დიდი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს. "რეზონანსმა" მცირე სახის გამოკითხვის ჩატარების შედეგად გაარკვია, რომ ძალიან ბევრს მიწის ნაკვეთი გაფორმებული არ აქვს. რაიონში მცხოვრებთაგან თითქმის ყველას აქვს შიში, რომ ამ პროცესის შედეგად კუთვნილი ნაკვეთები დაეკარგებათ.

მაკა ხარაზიშვილი
25.02.2016

 ენერგეტიკის სამინისტრო აფხაზეთისთვის 100 მლნ კვტ/სთ-ის მოცულობის ელექტროენერგიას იყიდის. ფასი გაასაიდუმლოებულია, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადამხდელს ამ ინფორმაციის მიღების უფლება აქვს. ჯერჯერობით, აფხაზეთი ისევ ენგურჰესის ელექტროენერგიით მარაგდება, თუმცა სადგურის გენერალური დირექტორი ლევან მებონია "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ენგურჰესში წყლის 7-10 დღის მარაგია.

ია აბულაშვილი
25.02.2016

 1888 წელს ლონდონში გამოიცა წიგნი "საქართველოს სამფო", რომლის ავტორიც იყო ცნობილი ინგლისელი მწერალი ოლივერ უორდროპი. წიგნს ისეთი დიდი ინტერესი და აღტაცება გამოუწვევია ინგლისელ მკითხველში, რომ ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეულა.

მარი მგალობლიშვილი
25.02.2016

 დანი ალვეშმა ბავშვობიდან იცოდა, რომ დადგებოდა დღე როდესაც თავის სახელს მსოფლიო გაიგებდა. დღეს, 32 წლის ფეხბურთელი შეიძლება იყოს კმაყოფილი, რადგან ბავშობის ოცნება აიხდინა - ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ მაინც. ცნობილი ბრაზილიელი მოთამაშე, თამაშობს ეროვნულ ნაკრებში და "ბარსელონაში". ვიპ პოპულარობას უმკლავდება.

თაკო მათეიშვილი
24.02.2016

 პოლიტოლოგი, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ევროკავშირში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ, მიუხედავად არაერთი სერიოზული გამოწვევისა, ჯერ-ჯერობით მას დაშლის საფრთხე არ ემუქრება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ივნისის რეფერენდუმის შედეგად გაირკვევა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის რიგებს ტოვებს.

სალომე სარიშვილი
24.02.2016

 დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძის განცხადებით, საფრანგეთში ლევილის მამულის ("ლევილის ქართული სავანე") საქართველოსთვის გადმოცემის საკითხზე მხარეებს შორის მოლაპარაკება მნიშვნელოვან ფაზაშია გადასული. საბოლოო გადაწყვეტილებას ქართული მხარე წლის ბოლომდე ელოდება, რისი წინაპირობაც, მისი აზრით, უკვე არსებობს. ამბობს, რომ პირველი რესპუბლიკის მეთაურთა ანდერძის თანახმად, მამული საქართველოს უსასყიდლოდ უნდა გადმოეცეს, საამისოდ კი ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს.

მარი ჩიტაია
24.02.2016

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ჩვენი ფერმერებისთვის დროებით ქუვეითის ბაზარიც დაიხურა. წელს ეს რიგით მეორე აკრძალვაა, რომელიც ქართული პირუტყვის იმპორტს დაუწესდა. მანამდე თავი აზერბაიჯანმა გამოიდო.

ვახტანგ შამუგია
24.02.2016

1944 წლის 23 თებერვლის სუსხიან დილას, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიის მცხოვრებთა სახლების კარებზე კაკუნის ხმა და რუსულ ენაზე მკაცრი ტონით გაცემული ბრძანება, "ყველანი გარეთ"! გაისმა. სულ მალე კი შუა აზიის ცივი და უკაცრიელი სტეპებისაკენ, ხალხით სავსე ასობით სატვირთო ვაგონი დაიძრა. მათში 500 000-მდე რეპრესირებული ვაინახი (ჩეჩენი და ინგუში), ყოველგვარი ელემენტარული პირობების გარეშე, ყაზახეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის დაუსახლებელი ტერიტორიებისაკენ თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიდიოდა. გზაში სიცივის, შიმშილის, ინფექციური დაავადებებითა თუ სხვა მიზეზებით მრავალი მათგანი, ძირითადად ბავშვები და მოხუცები, დაიღუპა.

მარიამ აფციაური
24.02.2016

 ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება. რესპონდენტები ამის მიზეზად ეკონომიურობასა და ეკოლოგიურობას ასახელებენ. მძღოლებმა, მათ შორის "ტაქსისტებმა", "რეზონანსთან" საუბრისას მთავრობის ინიციატივა, ავტომობილებზე შეღავათების დაწესებაც შეაფასეს. მათი თქმით, ჰიბრიდი ძვირად ღირებული ავტომობილია და განბაჟების წესის შეცვლა მანქანის გაიაფებას და მყიდველების კიდევ უფრო დაინტერესებას გამოიწვევს.

მარი ჩიტაია
24.02.2016

საქართველოში 1 ვაკანტურ სამუშაო ადგილზე 16 პოტენციური უმუშევარი მოდის. სპეციალისტების შეფასებით, ყოველწლიურად სამუშაო ადგილების რაოდენობა 40 000-ით მატულობს, ხოლო 15 000-მდე უქმდება. ეს ყოველივე იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს, რაც ქვეყანაშია.

მაკა ხარაზიშვილი
24.02.2016

 "თბილისი განწირული ქალაქია, სადაც აშენებული კორპუსები შეიძლება, მალე ჩამოინგრეს", - ასეთ დასკვნას აკეთებენ სპეციალისტები, რომლებმაც წლების წინ მშენებარე სახლების ბეტონის სიმტკიცე შეამოწმეს და სავალალო შედეგი მიიღეს. მაშინ, როდესაც კორპუსის მშენებლობისას ბეტონის სიმტკიცე 300 მარკას უნდა შეესაბამებოდეს, ყველა შემოწმებული ობიექტში ეს მაჩვენებელი 150-ის დონემდე იყო. უფრო მეტიც, ქობულეთის ქუჩაზე მდებარე სახლის ბეტონის სიმტკიცე 100 მარკაზე ქვევით აღმოჩნდა. ასეთი სახლები 20-25 წლის შემდეგ დაშლას დაიწყებს. ამ ვადის ნახევარზე მეტი კი უკვე გასულია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×