ია აბულაშვილი
24.02.2016

 "არჩევნების პერიოდში, საინფორმაციო ნაკადის დიდი ნაწილი პოლიტიკაზე მოდის, და იმ პერსონებზე, რომლებიც პოლიტიკით სულდგმულობენ. საინფორმაციო ინსტრუმენტები რა იარაღია, მათ დიდებულად იციან, ამიტომ ამ ინსტრუმენტების ფლობაზე "ომი" მძაფრდება საარჩევნო პერიოდში. ეს ახლაც აშკარაა," - აცხადებს კულტუროლოგი ლელა იაკობიშვილი.

ეკატერინე ბასილაია
24.02.2016

 მარტში სამთავრობო კარუსელის მოლოდინია - საგარეო საქმეთა მინისტრად- დავით ზალკალიანი, ეკონომიკის მინისტრად - მიხეილ ჯანელიძე და ფინანსთა მინისტრად - დიმიტრი ქუმსიშვილი. ასევე შესაძლოა, შს მინისტრად ანზორ ჩუბინიძე დაინიშნოს, რომელიც ახლა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსია. გუშინ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია "რეზონანსს" საკუთარმა წყარომაც დაუდასტურა. მმართველი კოალიციიდან ამ საკითხზე კომენტარი მხოლოდ "ფორუმის" წევრმა, ანი მიროტაძემ გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. ამბობს, რომ მალე უცხოეთიდან პრემიერი დაბრუნდება და თუ ასეთი რამ ხდება, შეიძლება, ეს თემა კოალიციის ფორმატში იყოს განხილული. კითხვაზე, წინა ცვლილებები თუ ყოფილა კოალიციის წევრებთან შეთანხმებული, მიროტაძე ამბობს, რომ "მინისტრთა ცვლილებებისას კონსულტაციები ზოგჯერ გამართულა, ზოგჯერ - არა. მაგალითად, ძალიან მოულოდნელი იყო ყველასთვის ყოფილი პრემიერის ირაკლ ღარიბაშვილის გადადგომა".

თიკო ოსმანოვა
24.02.2016

 "ნეპოტიზმი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმეთა არასწორი გადანაწილება და კომუნიკაციის ნაკლებობა" - ეს იმ "მენეჯმენტური პრობლემების" არასრული ჩამონათვალია, რისთვისაც თბილისის საქალაქო სასამა-რთლოს მოსამართლეები ყველაზე დიდი სასამართლოს აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს ღიად აკრიტიკებენ და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მათი ხელმძღვანელის გათავისუფლებისთვის მადლობას უხდიან.

ელზა პაპოშვილი
24.02.2016

 ორშაბათს ზემო ფონიჭალაში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. 35 წლის ნონა რომანაძე და მის სამი წლის გოგონა სახლში მეზობლებმა დღის პირველ საათზე გარდაცვლილები იპოვეს. დედა-შვილი გაუგონარი სისასტიკით იყვნენ დახოცილები.

გვანცა ღვედაშვილი
24.02.2016

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა 2015 წლის 21 დეკემბერს განსახილველად მიიღო, გულისხმობს იმ მიწების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებას, რომელზეც, საჯარო რეესტრის მონაცემებით, სხვა პირის უფლება არ დგინდება.

მარი მგალობლიშვილი
24.02.2016

 "ბარსელონას" ბაზას "ლივერპულის" ლეგენდა ჯეიმს კარაგენი ჟურნალისტის ამპლუაში ესტუმრა, რომელმაც კარიერის დასრულების შემდეგ სპორტულ ჟურნალისტობას მიჰყო ხელი. ინგლისელმა ექს-ფეხბურთელმა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა კატალონიელთა მეგოლესა და მის ყოფილ თანაგუნდელ, ლუის სუარესს. საერთოდ ურუგვაელი ფეხბურთელი პრესას არ სწყალობს, ამიტომ მისი ინტერვიუები პრესაში იშვიათად იბეჭდება. ამჟამად კარაგენმა სუარესი აალაპარაკა და ბევრ საინტერესო თემებზეც ასაუბრა.

თაკო მათეშვილი
23.02.2016

 იმ შემთხვევაში, თუკი "მრეწველებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის გაჩაღებული დავა "ოცნებიდან" "რესპუბლიკელების" გასვლით დასრულდება, ეს კოალიციას, პოლიტოლოგთა ნაწილის აზრით, ორმაგად დააზარალებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მას საკმაოდ სერიოზული ძალა გამოაკლდება და მეორეც - საერთაშორისო მხარდაჭერასა და პროდასავლურის იმიჯს დაკარგავს.

ეკატერინე ბასილაია
23.02.2016

 პარტია "ქართულ ოცნებაში" რამე სახის დაპირისპირებას, მითუფრო პიროვნულს და კა-გე-ბეს ინსტრუქტორების ყოფნას კოალიციაში კატეგორიულად გამორიცხავს უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი.

თიკო ოსმანოვა
23.02.2016

 "რუსულ სახელმწიფოსთან ერთად საქართველოს საფრთხე "ისლამური ხალიფატისაგანაც" ელოდება. სირიის ერთობის შენარჩუნება წარმოუდგენელია, ეს სახელმწიფო დაიშლება, ისლამური რადიკალიზაცია კი გაიზრდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ლიდერთა სკოლის" ხელმძღვანელი გია მაისაშვილი.

სალომე სარიშვილი
23.02.2016

გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცველები თბილისის ისტორიულ ნაწილში პროექტ "პანორამა თბილისის" განხორციელებას დაუშვებლად მიიჩნევენ და საამისოდ აქვთ არგუმენტები, თუმცა, არსებობს მეორე მხარეც - არქიტექტორთა ნაწილი, რომელიც ამტკიცებს, რომ პროექტის რეალიზაცია დედაქალაქის ამ ნაწილისთვის მომგებიანი იქნება.

ელზა წიკლაური
23.02.2016

 "კავკასუს-ონლაინის" დამფუძნებელი კომპანიის საბითუმო სეგმენტის, მათ შორის, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას "კავკასუსის" მოქმედ ხელმძღვანელობასთან მართავს. მამია სანადირაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხელისუფლებამ მისი საქმე "თაროზე" შემოდო და სამართლიანობის აღდგენაზე, პრაქტიკულად, უარი თქვა. "კავკასუს-ონლაინის" საცალო სეგმენტს კი, როგორც ცნობილია, რუსული "ვიმპელკომი" უმიზნებს. მოლაპარაკება დასრულებულია და ოფიციალურ გარიგებასაც ხელი მალე მოეწერება.

მაკა ხარაზიშვილი
23.02.2016

 კობა გვენეტაძის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დამტკიცების საკითხი სასწორზე დაიდო. "ბიზნეს-რეზონანსის" ინფორმაციით, "ქართული ოცნება" მის საკითხს კვირას განიხილავს. უმრავლესობის დეპუტატებში დაბნეულობა გამოიწვია გვენეტაძის პოზიციამ საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენასთან დაკავშირებით. თუკი რამდენიმე დღის წინ პოლიტიკურ-ეკონომიკური ელიტა გვენეტაძის უშუალოდ სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას წინასწარმეტყველებდა, ახლა მისი საბჭოს წევრად დამტკიცებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×