ლიკა გურაბანიძე 20.02.2016
ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა "ეკონომისტმა" საქართველო, გამომცემელი წიგნების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე წიგნიერი ქვეყნების ხუთეულში დაასახელა. რეიტინგში, რომელიც 2013 წლის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველოს მხოლოდ დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი, ტაივანი და ესპანეთი უსწრებენ.
|
ნინო ქეთელაური 20.02.2016
საქართველოს განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა მაქსიმუმ 2-3 წელიწადში იგეგმება. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ეს მოდელი იძლევა გარანტიას, რომ კურსდამთავრებული სტუდენტი დასაქმდება.
|
ნათია ლომიძე 20.02.2016
საქართველოში საბანკო სესხის გამოტანის უმთავრესი მიზანი რომ მხოლოდ ბიზნესის წამოწყება არაა, ნათლად ჩანს იმ ხალხის პრობლემებიდან, რომლებმაც კრედიტი არამიზნობრივად გამოიტანეს. ისინი კარგა ხანია, გადახდის მხრივ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ბოლო პერიოდში, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, მომხმარებლები ისეთი არასაჭირო სესხის აღებისაგან თავს იკავებენ, როგორიცაა სახლის რემონტი, დასვენება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ქორწილი და სხვა. გადახდისუნარიანი მსესხებელთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო.
|
მაკა ხარაზიშვილი 20.02.2016
იანვარში საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი გახდა. წინა წლის ლიდერი - აზერბაიჯანი - ათეულშიც კი აღარ იმყოფება. ამასთანავე, ევროკავშირში ექსპორტი 38%-ით შემცირდა, ხოლო დსთ-ს ქვეყნებში - 46%-ით. იანვრის სტატისტიკამ აჩვენა, რომ საქართველოში ავტომობილების ბიზნესს სერიოზული პრობლემა აქვს. როგორც "რეზონანსი" ვარაუდობდა, ნედლი ნავთობის ექსპორტმა ღვინის ექსპორტს გაუსწრო.
|
მარი ჩიტაია 20.02.2016
ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომანქანების იმპორტზე გადასახადი, შესაძლოა, განულდეს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, განბაჟების წესების შეცვლა ამ კატეგორიის ავტომობილების ბიზნესს მნიშვნელოვნად წაახალისებს. ელექტრომობილების წილი იმპორტში 0,001%-ს ძლივს აღწევს. ჰიბრიდული ძრავის მქონე მანქანების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 2-3%-ს არ აღემატება. შეღავათის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი მინიმუმ გაორმაგდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 20.02.2016
თურქეთსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, საქართველო რუსი ტურისტების მოზიდვას ცდილობს. რამდენად გაამართლდება მთავრობის მოლოდინი, ეს ცალკე საკითხია, ვინაიდან თურქეთს ჩამოცილებული ტურისტების დიდი ნაკადის წაყვანა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დიდი სურვილიცაა. საქართველოს საკურორტო ზონებში (განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთში) არსებული მაღალი ფასი და დაბალი ხარისხი კი ტურისტებისთვის არც ისე მომხიბვლელია.
|
ლიკა გურაბანიძე 20.02.2016
ექიმები დიდ ყურადღებას უთმობენ ჰელოტოლოგიას (ბერძ. "ჰელოტოს" - სიცილი, "ლოგია" - მეცნიერება), ანუ სიცილის თერაპიას. სიცილის თერაპიის ფუძემდებელია ამერიკელი ჟურნალისტი ნორმან კოზისი. კოზისი ისტორიაში შევიდა როგორც "ადამიანი, რომელმაც სიკვდილიც კი გააცინა". მან 70-იანი წლების დასაწყისში ექსპერიმენტი ჩაატარა საკუთარ თავზე - იგი რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმებს უყურებდა. როგორც კოზისი ირწმუნება, სიცილის თერაპიის სეანსების შემდეგ მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, კერძოდ, გათავისუფლდა სახსრების ტკივილისგან.
|
მარი მგალობლიშვილი 20.02.2016
სასტუმრო "ქორთიად მარიოტში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე, ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებს გააცნო.
|
თიკო ოსმანოვა 19.02.2016
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარტიის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება: "ქართველებს გვითქვამს, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, ამდენია ხანია, ამაზე მიდის საუბარი და შეიძლება მართლაც რაღაცას გეგმავს".
|
ეკატერინე ბასილაია 19.02.2016
"რომელიმე დეპუტატს, "ქართული ოცნების" რომელიმე მხარდამჭერს მოსწონს თუ არ მოსწონს რესპუბლიკური პარტია, პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ "რესპუბლიკელები" კოალიციაში საჭირო და სანდო პარტნიორები ვართ.
|
თაკო მათეშვილი 19.02.2016
თავდაცვის მინისტრის პოსტზე პროდასავლური აზროვნებისა და მისწრაფებების მქონე პოლიტიკოსები მავანთ განსაკუთრებულად აღიზიანებთ - ამ დასკვნამდე მიდიან პოლიტიკოსები ბოლო პერიოდის განმავლობაში თინა ხიდაშელისადმი გაძლიერებული კრიტიკის შეფასებისას.
|
ელზა პაპოშვილი 19.02.2016
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ "რესპუბლიკური" პარტია კოალიციაში საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენს, რაც "ოცნების" წევრების გაღიზიანებას იწვევს. იგი გოგი თოფაძესა და თინა ხიდაშელს შორის მიმდინარე დაპირისპირებას ბუნებრივ მოვლენას უწოდებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|