მაკა ხარაზიშვილი 17.02.2016
საქართველოს ენერგოსექტორში ახალი ექსპერიმენტებისთვის ემზადებიან. ელექტროენერგიის ტარიფს დერეგულირებისთვის ამზადებენ, გაზის ტარიფი კი ისევ რეგულირებადი გახდება. ეს ნიშნავს, რომ დენის ფასს ყველა თავის ნებაზე დაადგენს, ხოლო ბუნებრივი აირის ტარიფს ისევ სემეკი მიხედავს.
|
მარიამ აფციაური 17.02.2016
თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ინფორმაციით, დედაქალაქში დაახლოებით 1500 სალონია. შემოწმების პროცესში როდის ან სად შევლენ პირობების გასაცნობად, კერძო სექტორის არც ერთი წარმომადგენლისთვის არ იქნება ცნობილი. მომხმარებელი კონტროლის გამკაცრებას დადებითად აფასებს. ისინი ამბობენ, რომ შემოწმების შემდეგ თავს მეტად დაცულად გრძნობენ.
|
მარი ჩიტაია 17.02.2016
ხე-ტყის ლიცენზიანტების დაუდევრობით თბილისში სასმელი წყალი ბინძურდება. ღია გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ტსელის (სუტტ) ინფორმაციით, საფრთხე მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადის, კისხევის სათავეებთან მიმდინარე ჭრის გამო შეიქმნა. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ლიცენზიანტები სატყეო გზად მდინარის კალაპოტს იყენებენ და მძიმე ტექნიკა დადის იმ მდინარეში, რომელიც თბილისს სასმელი წყლით ამარაგებს.
|
მარი ჩიტაია 17.02.2016
მედიკამენტების გაიაფების პროცესი დაიწყო. ცვლილება, პირველ რიგში, კარდიოლოგიურ წამლებს შეეხება. ამ ჯგუფის მედიკამენტები 30%-ით გაიაფდება. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ფასების კლება ბაზარზე ავსტრიული კომპანია "ჰუმანითი ჯორჯიას" შემოსვლას უკავშირდება.
|
ია აბულაშვილი 17.02.2016
იუნესკომ 2016 შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. როგორც ქართველი მეცნიერები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საზოგადოება კარგად იცნობს რუსათველის პოემას, რომელიც მსოფლიოს 47 ენაზეა თარგმნილი, "ვეფხისტყაოსნის" პოპულარიზაციის მიზნით, როგორც საქართველოში ისე მის გარეთ მრავალი ღონისძიების ჩატარებას გეგმავენ.
|
ეკატერინე ბასილაია 16.02.2016
მოსკოვის კრიტიკაში ევროპა ისეთი სოლიდარული არასდროს ყოფილა, როგორც ეს იყო მიუნხენში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც დასრულდა და უკვე შეფასდა, როგორც ყველაზე მწვავე და კონფრონტაციული შეკრება ბოლო 5 წლის განმავლობაში, სადაც გაისმა კიდეც ფრაზები - "ცივი ომის დაწყება", "მესამე მსოფლიო ომი", "ბირთვული წვრთნები", თუ "მტკიცე პასუხი რუსეთს".
|
თაკო მათეშვილი 16.02.2016
კოალიციის იმიჯის შესანარჩუნებლად და არჩევნებზე მხარდაჭერის მისაღებად, ბიძინა ივანიშვილს გუნდის გადახალისებას დაბეჯითებით ურჩევენ. ყველა თანხმდება იმაზე, რომ "ქართული ოცნების" წევრებს შორის არათუ უბრალო დაპირისპირებაა, არამედ ერთმანეთს უკვე თავს ესხმიან და საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებენ.
|
თიკო ოსმანოვა 16.02.2016
"მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთმა მკაფიოდ თქვა, რომ გლობალური კონფლიქტების გადაჭრაში მას უნდა, ითამაშოს წამყვანი როლი. შესაბამისად, უფრო მეტად გაუწევენ ანგარიშს დასავლეთში.
|
აკაკი გვიმრაძე 16.02.2016
"თურქეთისა და საქართველოს თანამშრომლობა არის საუკეთესო მაგალითი და პრეცედენტი, თუ როგორი ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს დიდ და პატარა, განსხვავებული რელიგიური მრწამსის ქვეყნებს.
|
მარი მგალობლიშვილი 16.02.2016
ყაზანის "რუბინის" ქართველმა ფეხბურთელმა სოლომონ კვირკველიამ გასულ სეზონში საუკეთესო მცველის სტატუსი მოიპოვა.
|
მაკა ხარაზიშვილი 16.02.2016
მოკლე პერიოდში საქართველოს საფინანსო ბაზარზე სერიოზულ ცვლილებებია მოსალოდნელი. წლის მეორე ნახევრიდან მეწარმეები განახლებული საგადასახადო კოდექსით იმუშავებენ, ბიუჯეტი 300-400 მილიონი ლარით შემცირდება და რაც ყველაზე მთავარია ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ ლარი სერიოზულად უნდა გამყარდეს. ცოტა ხანში ვნახავთ, ამჯერად მაინც თუ გამართლდება მთავრობის პროგნოზი, განსაკუთრებით ლართან დაკავშირებით. მანამდე ამ ყველაფერზე "ბიზნეს-რეზონანსი" ფინანსთა მინისტრთან ინტერვიუს გთავაზობთ.
|
მაკა ხარაზიშვილი 16.02.2016
ქონებაჩამორთმეულ ბიზნესმენებს სამართლიანობის აღდგენაში ვერც პროკურატურაში შექმნილმა სპეციალურმა სამსახურმა უშველა. ბიზნესმენები ამბობენ, რომ მათი საქმეები ამ უწყებაში ისევ თაროზეა შემოდებული და სასამართლო პროცესებიც ჭიანურდება. ამასობაში კი მეოთხე წელიც გადის.
|