ნინო ქეთელაური
19.02.2016

 გამოძიების ამ ეტაპზე არ არსებობენ კონკრეტული ეჭვმიტანილები, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისის სახელით იურისდიქციის, კომპლემენტარობის და თანამშრომლობის სამსახურის უფროსმა ფაქისო მოჩოჩოკომ განაცხადა. საქმე ეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებას.

ნინო ქეთელაური
19.02.2016

"მე და საზოგადოება," - ეს იმ სახელმძღვანელოს სახელწოდებაა, რომლის სასწავლო გეგმა ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, თუმცა მის გარშემო აჟიოტაჟი არ წყდება. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, ეს იქნება სახელმძღვანელო, რომლის მიზანი მოსწავლის პიროვნული და ღირებულებათა სისტემის განვითარებაა.

მაკა ხარაზიშვილი
19.02.2016

 "ქართული ოცნების" დეპუტატები კობა გვენეტაძის პოზიციამ საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკში დარჩენასთან დაკავშირებით დააბნია. მართალია, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით იყო მიღებული და გიორგი ქადაგიძის წასვლის შემდეგ უმრავლესობისთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ ექნება როგორი სტატუსით იმუშავებს აღნიშნული უწყება, მაგრამ ცხადი გახდა, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატებს, გვენეტაძის მხარდაჭერის შემთხვევაში, ახალი არგუმენტების მოძიება დასჭირდებათ.

მაკა ხარაზიშვილი
19.02.2016

 სამინისტროების არაეფექტური მუშაობის გამო განუხორციელებელი ან გაწელილი პროექტების სიმრავლემ მთავრობა მათი მაკონტროლებელი სამსახურის შექმნაზე დააფიქრა. სპეციალისტები კი ქვეყნის პრემიერს მოუწოდებენ, რომ ახალი ველოსიპედის შექმნა საჭირო არ არის, ვინაიდან მისი ადმინისტრაციის მთავარი მოვალეობა სწორედ სამინისტროებთან კოორდინაცია და მათი საქმიანობის ანალიზია.

მარი ჩიტაია
19.02.2016

დაფნის ფასი 1 ლარით შემცირდა. დასავლეთ საქართველოში 1 კგ დაფნის ფოთოლს 3,30-3,50 ლარად იბარებენ. რამდენიმე თვის წინ მისი ღირებულება ლამის 5 ლარს აღწევდა. მაღალი ფასი დიდხანს არ შენარჩუნებულა და მოულოდნელად გეზი კლებისკენ აიღო.

ნათია ლომიძე
19.02.2016

მცირე და საშუალო ბიზნესის უმთავრესი მიზანი ხალხის დასაქმებაა, მიუხედავად ამისა, საქართველოში სწორედ ეს სეგმენტი ვითარდება ნელი ტემპით. ადრე ისინი კრედიტებზე ხელმისაწვდომობას უჩიოდნენ, ახლა კი თვითონ იკავებენ თავს სესხის აღებისგან. სავალუტო ბაზარზე არსებულმა არასტაბილურობამ მცირე მეწარმეებს შიში გაუძლიერა.

ია აბულაშვილი
19.02.2016

 გასული საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს მეცნიერული პოტენციალი საკმაოდ გაიზარდა და ახალი მეცნიერული კერებიც გაჩნდა, თუმცა მათი დაარსება უდიდეს სიძნელეებთან იყო დაკავშირებული.

მარი მგალობლიშვილი
19.02.2016

 მადრიდის "რეალის" ახალმა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა თანაშემწედ, თავის ყოფილი თანაგუნდელი რობერტო კარლოსი წაიყვანა.

ია აბულაშვილი
18.02.2016

 "კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დიდი ხალისით მოირგო და შეირგო სააკაშვილის მიერ შექმნილი მართვის მანკიერი სისტემა, შიდა ვალსაც კი იღებდნენ თავისი ხელფასებისა და პრემიების გაზრდისთვის. აი, ასეთი სისტემა გვაქვს "ოცნების" გამარჯვებიდან სამი წლისა და 4 თვის თავზე," - აცხადებს სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყნის მართვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე გაესაუბრა.

თაკო მათეშვილი
18.02.2016

 "დასავლეთი რუსეთთან ძალიან კარგად თანამშრომლობს ყველა იმ საკითხზე, რაც მის ინტერესებში შედის. საქართველოსა და უკრაინის პრობლემები ამაში ხელს არ უშლის. ასე რომ, სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ჩვენი პრობლემები თავადვე მოვაგვაროთ," - ამბობს "გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას და დასძენს, რომ "მხოლოდ ბრიყვს შეუძლია ჰქონდეს იმედი, თითქოს დასავლეთი საქართველოს გამო რუსეთს დაუპირისპირდება."

ეკატერინე ბასილაია
18.02.2016

"ოპოზიციური პარტიის ლიდერები ბედნიერები იქნებიან, თუკი "ქართული ოცნება" ქადაგიძეს დაუჯერებს და სახელმწიფო მოხელეების შემცირებას დაიწყებს. ასეთი პრიმიტიული ოცნების გაჟღერება არ ეკადრება ისე ნიჭიერ გუნდს, რომელსაც ძალუძს, წლების განმავლობაში საკუთარი სურვილებით მართოს ეროვნული ბანკი," - ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გიორგი ქადაგიძის მიერ სამშაბათს გაჟღერებულ ინიციატივას და ამაზე მმართველი გუნდის კომენტარებს, რომ ბიუროკრატიული აპარატის ოპტიმიზაციას ისინიც განიხილავდნენ.

ელზა პაპოშვილი
18.02.2016

16 თებერვალს აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი გახსნილია, აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო - ბენზინგასამართ სადურზე დაპირისპირებისა და შედეგად მკვლელობის მიზეზი ძველი ვალი გახდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×