თიკო ოსმანოვა
18.02.2016

 განხეთქილება უმრავლესობის ორ ფრაქციას შორის - "რესპუბლიკელები" "მრეწველებს" ღიად დაუპირისპირდნენ, რაშიც პარტია "ქართული ოცნებაც" ჩაერია. "რესპუბლიკელები" პოლიტიკური მოკავშირეებისგან საჯაროდ ითხოვენ გოგი თოფაძის განცხადებებთან და, სავარაუდოდ, პირადად მისგანაც გამიჯვნას. ნომერი მეორე "მრეწველი" ზურაბ ტყემალაძე კი ამბობს, რომ თოფაძე მისი მეგობარია, თავდაცვის მინისტრის მიმართ მისი დამოკიდებულება კი მისი სუბიექტური აზრია.

მაკა ხარაზიშვილი
18.02.2016

 საქართველოს მთავრობა აფხაზეთს რუსეთისგან ელექტროენერგიას შეუძენს და უფასოდ გადასცემს. აფხაზები ენგურჰესიდან გამომუშავებული დენით მარაგდებიან და ზამთრის თვეებში ჰესი მთლიანად მათ განკარგულებაშია. ახლა ვინაიდან ენგურში წყლის დონე შემცირდა, აფხაზეთს დეფიციტი რომ არ შეექმნას, მთავრობამ გადაწყვიტა, ეს რეგიონი რუსული დენით მოამარაგოს. სპეციალისტების განცხადებით, სეპარატისტებს წელიწადში 35 მლნ ლარის ღირებულების დენს ისედაც ვჩუქნით. დამატებით საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის ხარჯზე, ძვირად ღირებული (6,5-ცენტიანი) ელექტროენერგიის ყიდვა მცდარი გადაწყვეტილებაა.

მარი ჩიტაია
18.02.2016

დედაქალაქის განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილება შედის. ერთ-ერთი მთავარი საკითხი სამშენებლო კ2 კოეფიციენტის მომატებასთან დაკავშირებით დროებით შეზღუდვას შეეხება. მოსალოდნელია ცვლილება კ3-ზეც, რომლის მასშტაბი 10%-ის ნაცვლად, 20%-ით განისაზღვრება.

მაკა ხარაზიშვილი
18.02.2016

 რამდენიმე დღეა, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დოლარი ეროვნული ბანკის ოფიციალურ კურსსა და "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში დაფიქსირებულ ღირებულებაზე იაფად იყიდება. როგორც წესი, სავალუტო ჯიხურები ელექტრონული სისტემის სავაჭრო ტენდენციას მიჰყვებიან, თუმცა ახლა ეს კონიუნქტურა დაირღვა. სპეცალისტების შეფასებით, საქმე გვაქვს ხელოვნურად აწეულ კურსთან, რეალურად კი ბაზაზე სულ სხვა ვითარებაა.

მამუკა ნაცვალაძე
18.02.2016

 განახლდა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება, გაიმართა ორი მატჩი. პარიზში, პარკ დე ფრანსზე ადგილობრივმა პსჟ-მ ლონდონის "ჩელსი" მიიღო და დაამარცხა 2:1. ლისაბონში კი ესტადიუ დუ ბენფიკაზე პორტუგალიურმა "ბენფიკამ" მატჩის ბოლო წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით შეძლო სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" ძლევა 1:0.

თაკო მათეშვილი
17.02.2016

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე პარლამენტში განსახილველად მომავალშიც შეიტანოს. მისი თქმით, ამ ეტაპზე კანონპროექტის უკან გათხოვა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მას დიდი აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა მოჰყვა.

ელზა პაპოშვილი
17.02.2016

  დიღმის მასივში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბენზინგასამართ სადგურზე სისხლიანი გარჩევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ძმებ ზურა და გია ბერიშვილებს 5-მა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ერთი ძმა ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მეორე მსუბუქად დაიჭრა.

ეკატერინე ბასილაია
17.02.2016

იმ შემთხვევისთვის, თუკი საქართველოს თავშესაფრის მაძიებელი უცხოელი დევნილები მასობრივად მოაწყდებიან, მათთვის სპეციალურად ახალი სტატუსის - დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შემოღება იგეგმება, რომლის მიხედვითაც, მინიმუმ 1 წელი ასეთი პირები საქართველოში იცხოვრებენ, მაქსიმუმ კი იმ დრომდე, სანამ საკუთარ ქვეყანაში ვითარება არ დასტაბილურდება. კანონპროექტი უკვე არსებობს და მას მალე პარლამენტშიც შეიტანენ.

ელზა პაპოშვილი
17.02.2016

 12 წლის შემდეგ, პროკურატურამ ტელეკომპანია "იბერიის" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე გახსნა. პროკურატურის განცახდებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული.

რეზონანსი
17.02.2016

მაგთიკომი თავის ოფიციალურ ინფორმაციასა თუ მიმართვას სოციალურ ქსელებში ანთავსებს კომპანიის ოფიციალურ Facebook გვერდზე, რომლის მისამართია https://www.facebook.com/MagtiFun

თაკო მათეშვილი
17.02.2016

 პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ხელისუფლებაში მოხშირებულ და გამწვავებულ დაპირისპირებებზე საუბრობს და ამბობს, რომ არჩევნების მოახლოებამ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა.

მამუკა ნაცვალაძე
17.02.2016

 საქართველოს 20 წლამდელ მორაგბეთა ნაკრებს უახლოეს დღეებში საკმაოდ საინტერესო სამხრეთამერიკული ტურნე ელის. ილია მაისურაძის შეგირდები უკვე გაემგზავრნენ არგენტინაში, სადაც 20 და 24 თებერვალს ამ ქვეყნის 20 წლამდელებთან სპარინგებია დაგეგმილი. 28 თებერვალსა და 4 მარტს კი ჩვენი ბიჭები ურუგვაელ თანატოლებს შეერკინებიან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×