ლიკა გურაბანიძე
13.02.2016

 მეცნიერების თქმით, ბოლო პერიოდში ბავშვთა და მოზარდთა ნერვულ-ფსიქიკურმა მძიმე მდგომარეობამ მაღალ დონეს მიაღწია. ფსიქოლოგთა უმრავლესობა ბავშვების ნევროტულ რეაქციას არასწორ აღზრდას მიაწერს.

ეკატერინე ბასილაია
13.02.2016

 ბრიტანული მედია წერს, რომ საქართველოს მკვიდრი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, სირიიდან ახლა უკვე ლიბიაში იმყოფება. ბრიტანული გამოცემა "ექსპრესი" ბათირაშვილზე ინფორმაციას იმით იწყებს, რომ ლიდერი, რომელიც ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა რამდენჯერმე გამოაცხადა მოკლულად, ცოცხალია და ლიბიის ქალაქ სირტში "ისის"-ის ერთ-ერთ დანაყოფს მეთაურობს.

თაკო მათეშვილი
12.02.2016

 პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბუნებრივად მიიჩნევს კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მუდმივად არსებულ დაპირისპირებას და აღნიშნავს, რომ ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან "ოცნება" ერთი იდეის გარშემო არ შექმნილა. მათი მთავარი მიზანი "ნაცმოძრაობის" დამარცხება იყო და ამის მეტს ვეღარაფერს ახერხებენ, რადგან ვერაფერზე თანმდებიან. თუმცა, "საკუთარი უსუსურობის განცდის" გამო კოალიციიას ვერ შლიან.

ია აბულაშვილი
12.02.2016

 "დღეს "ოცნების" ყველაზე დიდი პრობლემა არის სიღარიბე, უმუშევრობა, მიგრაცია, ფულის ხელმიუწვდომლობა, მახინჯი საბანკო სისტემა, იმპორტიორი მონოპოლისტები, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ცხადია, ოპონენტები ამას ყველაფერს არჩევნების წინ მმართველი გუნდის წინააღმდეგ გამოიყენებენ," - აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, რომელსაც "რეზონანსი" არჩევნების წინ მოსალოდნელ ცვლილებებზე ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
12.02.2016

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ვერ შეთანხმდა.

თიკო ოსმანოვა
12.02.2016

 ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მის გათავისუფლებას სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი თქმით, გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოდ, მისი ოჯახური მდგომარეობის გამო მოხდა. მისივე თქმით, ეს არის იმ ერთიანი ჯაჭვის გაგრძელება, რომელიც გასულ წელს "იმედზე" "რეაქციის" დახურვით დაიწყო.

თიკო ოსმანოვა
12.02.2016

 ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირების პროცესის შეჩერების თაობაზე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება "ქალბატონი იუსტიციის მინისტრის" და მისი "მეგობრის" - პრემიერ-მინისტრის გარეშე არ იქნებოდა მიღებული.

სალომე სარიშვილი
12.02.2016

 ისტორიკოსისა და ხელნაწერთა ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის, ბუბა კუდავას თქმით, თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ნაწილში ათეულობით გამორჩეული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც სასწრაფო, გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებს. ამბობს, რომ საამისოდ თურქეთის მხრიდან შესაბამისი მზაობა არსებობს, თუმცა ორ მხარეს შორის ჩიხში შესული ურთიერთობის გამო, მოლაპარაკების აღდგენა კვლავ კითხვის ქვეშაა.

მარი ჩიტაია
12.02.2016

 არაოფიციალური სტატისტიკით, დედაქალაქში ყოველ 14 მგზავრზე 1 ტაქსი მოდის. ეს საკმაოდ უცნაური მაჩვენებელია. ამგვარი კონკურენციის გამო "ტაქსისტების" შემოსავალი თვალსა და ხელს შუა მცირდება.

მაკა ხარაზიშვილი
12.02.2016

 "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში უნდა გადაეგზავნოს და ზაფხულიდან შემოსვლების სამსახური უკვე ახალი კოდექსით შეუდგება ბიზნესმენთა გაკონტროლებას. მთავრობაში აღნიშნავენ, რომ გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ბიზნესის მაქსიმალურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. ბიზნესმენებს ჯერჯერობით მთავრობის ინიციატივა მოსწონთ და კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს ელოდებიან.

მარიამ აფციაური
12.02.2016

შეჩერებული მშენებლობების პროცესის დარეგულირების სწრაფი მეთოდი არ არსებობს. სპეციალისტების შეფასებით, სამშენებლო სექტორში რთული ვითარების გამოსწორებას მხოლოდ კანონში ცვლილების შეტანა ვერაფერს უშველის. პარალელურად უნდა მოხდეს ზედამხედველობის სამსახურის გააქტიურება და მშენებლობის დაზღვევის შემოღება. დაზღვევის ამოქმედებისას აქცენტი მშენებლობის დასრულების, ჩაბარებისა და ექსპლოატაციაში შესვლის ვადებზე უნდა გაკეთდეს.

ეკატერინე ბასილაია
12.02.2016

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლშევიკური რუსეთის მიერ თურქეთთან 1921 წელს მოსკოვში დადებული "მეგობრობისა და ძმობის შეთანხმების" გაუქმების საკითხს სწავლობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×