ია აბულაშვილი 10.02.2016
"მეფესა დავითს ამისთვის ეწოდა აღმაშენებლი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო ქუეყანა ესე სრულიად ოხერ, ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ არღარა ეტეოდა ამით, რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღვთისა, გლახაკთა, ქურივთა და ობოლთა მოწყალე, სნეულთა თვითმსახური, ეკლესიათა ქსენონთა მაშენებელი..." (ვახუშტი ბატონიშვილი "აღწერა სამეფოსა საქართველოსა").
|
მარი მგალობლიშვილი 10.02.2016
ფიფამ "რეალს" სანქციები დაუწესა, რომლებიც ეხება იმ დროს, როდესაც ფრანგი მადრიდში, როგორც მოთამაშე გადავიდა - მიზეზი კი ის არის, რომ ზიდანს არ ჰქონია ესპანეთში ცხოვრების და მითუმეტეს თამაშის უფლება.
|
თაკო მათეშვილი 09.02.2016
უფრო მეტი სწორი ნაბიჯი, ვიდრე შეცდომა - ასე აფასებენ ექსპერტები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სტარტს და ამბობენ, რომ მისი მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ვნებათაღელვამ იკლო. მართალია, პრობლემების გადაჭრამდე ჯერ შორია, მაგრამ კვირიკაშვილისგან, მისი გაწონასწორებული ხასიათის გამო, უკეთესის მოლოდინი აქვთ.
|
ელზა წიკლაური 09.02.2016
ქართველებს უცხოეთშიც გაუჭირდათ, ემიგრანტების ნაწილი, რომლებიც თურქეთში, რუსეთში, უკრაინაში და აზერბაიჯანში მუშაობენ, ამბობენ, რომ ამ ქვეყნების ვალუტების დევალვაციამ მათზეც ნეგატიური გავლენა მოახდინა. ლირის, რუბლის, გრივნას თუ მანათის გაუფასურების გამო, ცხოვრება გართულდა და საქართველოში იმ რაოდენობით თანხის გადმორიცხვას, რასაც ადრე აგზავნიდნენ, ვეღარ ახერხებენ. მიუხედავად ამისა, ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას ჯერჯერობით მაინც არ აპირებენ.
|
ეკატერინე ბასილაია 09.02.2016
"საქართველო ნატოს წევრი გახდება მაშინ, როდესაც ამის დრო იქნება. და ამას არანაირად არ შეუშლის ხელს, მაპ-ი როდის მივიღეთ", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, თუმცა იქვე დასძენს, რომ ვარშავის სამიტის ჩანაწერებში შეიძლება "კონკრეტული შედეგი არ აისახოს".
|
თიკო ოსმანოვა 09.02.2016
"მაესტრო" ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ტელეკომპანიის 25%-იანი წილის მფლობელ მაკა ასათიანის "მაესტრო 24"-ში გადასვლის შეთავაზების მიუხედავად, შემოქმედებითი ჯგუფი არხზე რჩება და სამართლებრივი დავის დასრულებამდე საქმიანობას გააგრძელებს.
|
სალომე სარიშვილი 09.02.2016
"ჩვენ ხელისუფლებისგან ცალსახა პოზიციას ვითხოვთ, რადგან მათ ბოლო პერიოდში ბევრ სხვადასხვა მოლაპარაკებასთან დაკავშირებით არათანმიმდევრული და განსხვავებული პოზიციების გამოვლენა დასჩემდათ", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის რუსული კომპანია "ვიმპელკომისთვის" შესაძლო მიყიდვის თემაზე კომენტირებისას.
|
მარი მგალობლიშვილი 09.02.2016
ძიუდოში დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. სპორტსმენების პრეტენზიები პარლამენტარმა ზურაბ ზვიადაურმა გაახმოვანა და პარლამენტის სპორტის კომიტეტში განაცხადა, რომ ძიუდოისტებს არასათანადო პირობებში უწევთ ვარჯიში.
|
მაკა ხარაზიშვილი 09.02.2016
ქვეყნის საგარეო ვალმა 35,5 მილიარდ ლარს (14,354 მილიარდ დოლარს) გადააჭარბა. აქედან 2 მილიარდ დოლაზე მეტი მოკლევადიანი ძვირადღირებული სესხია. ამ ვალის მომსახურებას უმოკლეს დროში ასეულობით მილიონი დოლარი სჭირდება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკასა და ეროვნულ ვალუტას არასახარბიელო პერსპექტივას უქმნის. ფაქტობრივად, კომპანიები მოგების უდიდესი ნაწილით ვალს ისტუმრებენ, ხოლო ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა ვალის მომსახურებას ხმარდება.
|
რეზონანსი 09.02.2016
დღეიდან, 8 თებერვლიდან PSP-ში 97 მედიკამენტი მნიშვნელოვნად გაიაფდა.
მომწოდებლებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, „World Medicine” და “Rotapharm”-ის მედიკამენტების უდიდესი ნაწილის გაიაფებაზე შეთანხმება მოხდა, მათ შორის როტაცეფი (30%), ვენოდიოლი (25%), რეიტოილი (42%) და ა.შ.
|
ელზა წიკლაური 09.02.2016
კანონი, რომელიც მაყურებელს მომაბეზრებელი სარეკლამო-საანონსო "ჭრისგან" დაიცავდა, რეალურად მხოლოდ რეკლამის შემთხვევაში სრულდება. ზოგიერთი გადაცემის მსვლელობისას ე.წ. "ჭრა" ხშირ შემთხვევაში 15 წუთს გრძელდება, რა დროსაც, ძირითადად, თურქულ-ინდურ-რუსული სერიალების ანონსები გადის. მართალია, ამით ტელევიზიები კანონს არ არღვევენ, თუმცა რიგით მაყურებელს ეს დიდ დისკომფორტს უქმნის.
|
ელზა წიკლაური 09.02.2016
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განახორციელებს. საქართველოს მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული პორტის მშენებლობას ეკონომიკის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება.
|
|