მარი ჩიტაია 05.02.2016
ქართული აგრარული პროდუქტიდან თითქმის აღარაფერია დარჩენილი, რაც რუსეთში არ გადის. არაოფიციალური მონაცემებით, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის 90% რუსეთზე მოდის. მოთხოვნის ზრდა თურქეთის მიმართ გამოცხადებულ ემბარგოს უკავშირდება. ჩრდილოეთისკენ ეზიდებიან ისეთ პროდუქციასაც, რომლის ექსპორტიც რუსეთის მიმართულებით აქამდე არ განხორციელებულა.
|
მაკა ხარაზიშვილი 05.02.2016
საქართველოში აზარტული თამაშების ბრუნვამ 2 მილიარდ ლარს მიაღწია. ამასთანავე ონლაინ თამაშების პოპულარობა დღითი დღე იზრდება. იგი იქცა სენად, რომელიც მომავალი თაობის ზომბირებას ახდენს. პარალელურად კიდევ უფრო მძიმდება სოციალური მდგომარეობა. ხალხი კარგავს შემოსავალს და ამ მიზეზით არაერთი თვითმკვლელობაც მომხდარა.
|
ია აბულაშვილი 05.02.2016
ამბობენ, დალხენილ ქვეყანაში მეფობა კეთილდღეობას და დიდებას უკვავშირდება, მაგრამ საქართველო არასდროს ყოფილა დალხენილი და ურთულეს საგარეო თუ საშინაო წინააღმდეგობებში მოქცეულ, დიდი და მცირე ომებით გატანჯულ ქვეყანაში მეფობაც მძიმე ხვედრი იყო.
|
ელზა პაპოშვილი 04.02.2016
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა საკმაოდ კორექტული და მოზომილი იყო, მარგველაშვილმა ისაუბრა ყველა იმ საჭირო თემაზე, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აწუხებს.
|
თაკო მათეშვილი 04.02.2016
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე წინასაარჩევნო გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ პარტიამ მზადება უკვე დაიწყო, თუმცა კოალიციურ რეჟიმში ჯერ მოლაპარაკების მაგიდას არ მისხდომიან. შესაბამისად, ჯერჯერობით არც სიის შემადგენლობაა ცნობილი და არც კვოტები.
|
ეკატერინე ბასილაია 04.02.2016
პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ორი რამით იყო თვალში საცემი - პირველი და დადებითი იყო ის, რომ "ოცნების" მმართველობის 4-წლიანი ვადის ბოლოს ტრადიცია დაირღვა და ქვეყნის პირველი პირის მოხსენებას მინისტრთა კაბინეტი პირველად დაესწრო; ხოლო მეორე და საკმაოდ სკანდალური გამოდგა ის, რომ "მრეწველმა" გოგი თოფაძემ თქვა, რომ პრეზიდენტი "ხათრით" არის არჩეული და საკმაოდ უხერხული განცხადება გააკეთა, გიორგი მარგველაშვილს ქართველი ხალხი "დაუნები ჰგონიაო".
|
თიკო ოსმანოვა 04.02.2016
ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო კვლავ ვნებათაღელვაა - დღეს დაგეგმილ პარტნიორთა კრებაზე ტელეკომპანიის მიერ დაგროვილ ვალებსა და გენერალური დირექტორის გადაყენებაზე იმსჯელებენ, რაც სავარაუდოდ, ხმაურის ფონზე ჩაივლის, რადგან ვალებთან დაკავშირებით აუდიტის 2 სხვადასხვა დასკვნა არსებობს, რომელიც ტელევიზიის მეწილეებს შორის დაპირისპირებას ნათლად წარმოაჩენს.
|
ია აბულაშვილი 04.02.2016
"ბიძინა ივანიშვილს შემონახული ექნება სვლები, არჩევნების წინ ამომრჩევლის გული რომ მოიგოს. ერთ-ერთი ალბათ იქნება საკადრო ცვლილებები მთავრობაში და ახალი სახეები საპარლამენტო სიაში" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ესაუბრა.
|
ლიკა ამირაშვილი 04.02.2016
მიგრაციის ცენტრის დირექტორი გიორგი გოგიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ემიგრაციის ჩვეული ტენდენცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა იკლო საბერძნეთში წამსვლელთა რაოდენობამ და იმატა იტალიასა და ესპანეთში გამგზავრების მსურეველთა რიცხვმა. ამავე დროს, იმატა იმიგრაციამაც. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამ მომენტში 2000-მდე სირიელი ლტოლვილია ჩამოსული.
|
ელზა პაპოშვილი 04.02.2016
პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა წარმატებული იყო. მარგველაშვილმა, მართალია, ზოგადად ისაუბრა, თუმცა აქცენტები იმ თემებზე გააკეთა, რაც სახელმწიფოს განვითარებისთვის აუცილებელია.
|
მაკა ხარაზიშვილი 04.02.2016
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ 2,50-ის ნიშნულამდე გაუფასურდა. მიუხედავად ამისა, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა არ გაამკაცრა. ამის მოტივი გახდა ის, რომ სებ-ის პროგნოზით, მომავალ თვეებში ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის დონეზე იქნება. რა ბედი ელის ეროვნულ ვალუტას და საერთოდ კეთდება თუ არა რამე მორიგი დიდი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად, ამ კითხვებზე მხოლოდ ზოგადი პასუხი არსებობს.
|
მარი ჩიტაია 04.02.2016
"ზუგდიდის ავტოსადგურის" მძღოლების აქცია შეწყდა. თბილისის და სხვა ქალაქების მიმართულებით საქალაქთაშორისო რეისები გუშინვე განახლდა, როგორც კი ავტოსადგურის ადმინისტრაციამ კომპანია "მეტრო პლუსს" იჯარის ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა. მძღოლებმა დაპირისპირების პირველი რაუნდი მოიგეს.
|