მარი ჩიტაია 02.02.2016
სამომხმარებლო ბაზარზე იმპორტული ხილ-ბოსტნეულის სიჭარბეა. ქართული პროდუქტი დახლებიდან იმაზე ადრე გაქრა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. აგრარული სექტორის წარმომადგენლები მიზეზად ექსპორტის ზრდას მიიჩნევენ, განსაკუთრებით რუსეთის მიმართულებით, რაც თურქეთის მიმართ დაწესებულ ემბარგოს უკავშირდება.
|
მარიამ ხიდაშელი 02.02.2016
თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის შემდეგ სამარშრუტო ავტობუსების მძღოლები ამჯერად ზუგდიდში გაიფიცნენ. მიზეზი ავტოსადგურში კომპანია "მეტროს" გამოჩენაა. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ აქციის მონაწილეები კვერცხების სროლაზე გადავიდნენ, რასაც 10 პირის დაკავება მოჰყვა.
|
მაკა ხარაზიშვილი 02.02.2016
მთავრობა ბიუჯეტის შეკვეცას ლარის გაუფასურების გამო აპირებს. ხელისუფლება ამის აღიარებას ერიდება და ოფიციალურ მიზეზად საგადასახადო ცვლილებებს ასახელებს. ეკონომისტების განცხადებით, თუკი 2015 წელს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა დიდწილად ეროვნულ ბანკზე იყო დამოკიდებული, ამჯერად ტვირთი ფისკალურ პოლიტიკაზე გადადის. ეს პრობლემა კი მთავრობის 40-კაციან საბჭოს შარშან ბიუჯეტზე მუშაობისას გაეთვალისწინებინა.
|
მარი ჩიტაია 02.02.2016
განვადების სერვისის მრავალფეროვნებას უცნაური სიახლეც შეემატა - რეალიზაციის გააქტიურების მიზნით, კომპანიები მომხმარებელს ტექნიკის განვადებით ყიდვას უკვე ბინაზე მისვლითაც სთავაზობენ. სავაჭრო სფეროს აგენტები მოქალაქეებს სახლში აკითხავენ და სპეციალურ კატალოგს სთავაზობენ, სადაც მათ სასურველი ნივთის განვადებით შეძენა სახლიდან გაუსვლელადაც შეუძლიათ.
|
ელზა წიკლაური 02.02.2016
საყოველთაო ჯანდაცვა, მიუხედავად ეროვნული ვალუტის დევალვაციისა, 2016 წელს არ გაძვირებულა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კლინიკებს ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურებაზე კალკულაციის კორექტირების თხოვნით ამ დრომდე არ მიუმართავთ. 2015 წელს ინფლაციის მაჩვენებელმა ჯანდაცვაში 10%-საც კი გადააჭარბა.
|
სალომე სარიშვილი 02.02.2016
მომატებული გრიპის ვირუსების ფონზე მოსახლეობა პანიკის ზღვარზეა. ეს განსაკუთრებით დედაქალაქში იგრძნობა - თბილისის ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მრავლად შეამჩნევთ რესპირატორიან (დამცავი ნიღაბი) ხალხს, ბევრი კი ცდილობს ვირუსი არ გაავრცელოს, ამიტომ სახლიდან გასვლისგან თავს მაქსიმალურად იკავებს.
|
ლიკა გურაბანიძე 01.02.2016
2011 წელს კოლუმბიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების სტუდენტებში კვლევა ჩაატარეს. მკვლევართა ჯგუფმა ტენდენციას, დავივიწყოთ ისეთი ინფორმაცია, რაც ადვილად შეგვიძლია ვიპოვოთ ინტერნეტში "გუგლის" (Google - საძიებო სისტემა) ან სხვა საძიებო სისტემების მეშვეობით, "გუგლის ეფექტი" უწოდა. კვლევის მიხედვით, ადამიანები ნაკლებად იმახსოვრებენ ისეთ დეტალებს, რისი პოვნაც ინტერნეტის მეშვეობით შეუძლიათ.
|
მარი მგალობლიშვილი 01.02.2016
დიმიტარ ბერბატოვის სახელი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს პრესის ფურცლებზე ხშირად ჩნდებოდა. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ბოლო წლებია საჯაროდ აღარ ჩანს.
|
თიკო ოსმანოვა 01.02.2016
"აპსნი გორ", "ვეჩერ ვ გაგრა", "დარი ლიხნი", "ლიხნი გორ" და "ტაინა რიცი" - ეს იმ აფხაზური ღვინოების დასახელებაა, რომლებიც რუსეთში იყიდება. სოხუმში აცხადებენ, რომ ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა კომპანიები ქართულ ღვინოებს აფხაზურად ასაღებენ, ეს კი აფხაზეთში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. დე ფაქტო ხელისუფლება ამ საქმიანობით დაკავებული ქართული და რუსული კომპანიებისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოსკოვის სასამართლოში ჩივილით იმუქრება.
|
ნინო ქეთელაური 01.02.2016
წლევანდელი ზამთრის უხვი ნალექი ზვავების, წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების რისკებს ზრდის. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, გაზაფხულზე სტიქიური მოვლენები საგრძნობლად მოიმატებს. ამ მხრივ კი რისკის ზონებად დასავლეთ საქართველო და აღმოსავლეთის მთიანი რეგიონები ითვლება.
|
ეკატერინე ბასილაია 01.02.2016
უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები საუკუნეების შემდეგ პირველად შეიკრიბებიან და წელს 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე "წმინდა და დიდი კრება" ჩატარდება, რომელსაც მართლმადიდებელთა ნაწილი მერვე საეკლესიო კრებასაც უწოდებს. კრების მთავარი მიზანი კი, როგორც გაცხადდა, მსოფლიოსათვის მართლმადიდებელი ეკლესიების ერთიანობის წარმოჩენაა.
|
თაკო მათეშვილი 01.02.2016
კარგი იქნება, თუკი ამ განცხადების შემდეგ ევროკავშირი გაფართოებაზე დაფიქრდება, თუმცა ეს ნაკლებ სავარაუდოა - ასე აფასებენ პოლიტოლოგები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ "აღმოსავლეთის პარტნიორობა" პრაქტიკულად ჩაშლილია, ამის მიზეზი კი გაწევრიანების რეალური პერსპექტივის არარსებობაა.
|