გვანცა ღვედაშვილი 28.01.2016
"დემოკრატიული ინსტიტუტი" ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბაღის შენარჩუნების მიზნით აქციას მართავს. როგორც ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ამ ადგილას მშნებლობის გაგრძელება და თბილისის ერთ-ერთი უდიდესი ბაღის განადგურება მძიმე ეკოლოგიურ შედეგსა და სატრანსპორტო კოლაფსის განვითარებას გამოიწვევს.
|
ლიკა ამირაშვილი 28.01.2016
თბილისის საბავშვო ბაღებში სწავლა პირველ თებერვლამდე შეწყდა. ამის მიზეზი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაცია გახდა, რომლის თანახმადაც, თუ გაცდენების მაჩვენებელი 20%-ს აჭარბებს, სწავლა მინიმუმ რამდენიმე დღით უნდა შეწყდეს.
|
მარიამ აფციაური 28.01.2016
მომხმარებლები ბანკებისგან უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების გადახედვას ითხოვენ. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ისინიც დააზარალა, ვისაც სესხი ლარში აქვს გამოტანილი. სავალუტო კრიზისის ფონზე ხალხი კერძო სექტორისგან ტვირთის შემსუბუქებას ითხოვს, თუმცა შარშანდელი ინიციატივის განმეორებას, ანუ სესხის ვადის გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან. რესპონდენტების თქმით, ამ ცვლილებამ ისინი კიდევ უფრო აზარალა, რადგან მათი ხარჯი გაიზარდა.
|
მარი ჩიტაია 28.01.2016
დიდთოვლობამ რეგიონებში მოსახლეობას პრობლემა შეუქმნა. თითქმის ყველგან ხალხი წუხს, რომ საკვების მომარაგება ვერ მოასწრეს. უჭირთ პირუტყვის გამოკვებაც, რადგან გაძვირდა თივა და დამატებითი საკვების დეფიციტსაც განიცდიან. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გურიასა და სამეგრელოს მთიან სოფლებში.
|
ელზა პაპოშვილი 28.01.2016
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას რამდენიმე დღის წინ დნმ-ის ნიმუშების აღება მოსთხოვა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.
|
მამუკა ნაცვალაძე 28.01.2016
გაირკვა საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების მეტოქეები საკვალიფიკაციო ეტაპზე. "ჯვაროსნები" ევრო-2017-ის ფინალური საგზურის მოსაპოვებლად მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში ორ წრედ დაუპირისპირდებიან მონტენეგროს, ალბანეთსა და სლოვაკეთს. ჩვენი ნაკრები წინა ევრობასკეტის მაჩვენებლების მიხედვით პირველ კალათაში იყო განთესილი და ა ჯგუფში მოხვდა.
|
თაკო მათეშვილი 27.01.2016
რუსეთსა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრამდე, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ჯერ ის უნდა გაირკვეს, თუ რას ელის ამ შეხვედრისგან რუსეთი და რა იმალება რეალურად მისი შეთავაზებების მიღმა. მისი თქმით, თუკი პუტინს ქართულ მხარესთან შეხვედრა მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ დასავლეთი დაარწმუნოს, თითქოს ორ ქვეყანას შორის ჰარმონიული ურთიერთობაა, მაშინ შეთავაზებას არ უნდა დავთანხმდეთ.
|
ეკატერინე ბასილაია 27.01.2016
მოსკოვი თბილისს რამდენიმე ორაზროვან და შანტაჟის ფორმის მესიჯს უგზავნის და სერგეი ლავროვის პირით აცხადებს, რომ მათ აქვთ ცნობა, როგორ იწვრთნებიან პანკისში ტერორისტები, მიუხედავად ამისა უვიზო რეჟიმის აღდგენისათვის მზად არიან ერთი პირობით - საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა წინაპირობების გარეშე უნდა აღადგინოს. რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, მისი მესიჯები მხოლოდ "კეთილმეზობლური" ურთიერთობის შეთავაზებითაა მოტივირებული, თუმცა მისი ამ გზავნილებიდან ერთგვარი შანტაჟი რუსეთის მიმართ ლოიალურობაში დადანაშაულებულმა "ქართული ოცნების" წევრებმაც აღიარეს.
|
ია აბულაშვილი 27.01.2016
მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე, ამჟამინდელი წევრებიდან რომელი სუბიექტი შემორჩება კოალიციას და რამდენი პოლიტიკური სუბიექტი შევა მომავალ პარლამენტში, "რეზონანსი" ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
|
სალომე სარიშვილი 27.01.2016
ლგბტ პირების უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი ვაჭარაძეს ორგანიზაციის კუთვნილი თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ. "იდენტობის" ყოფილი იურისტის, ნინო ბოლქვაძის განცხადებით, ვაჭარაძის წინააღმდეგ ლგბტ თემის წარმომადგენლებმა პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანეს. თავად ბოლქვაძემ კი "იდენტობასთან" თანამშრომლობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ვაჭარაძემ იგი საბუთების ქურდობაში დაადანაშაულა.
|
ელზა პაპოშვილი 27.01.2016
კიდევ ერთი თვითმკვლელობა - ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში 18 წლის მერაბ ქ. ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც გარდაცვლილი ბიჭის მეზობლები ყვებიან, სახლის აივანზე თოკით ჩამომხვრჩვალი ახალგაზრდა დედამ დილით აღმოაჩინა. ოჯახის წევრებსა და მეზობლებს თვითმკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ.
|
ელზა პაპოშვილი 27.01.2016
საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დიდთოვლობა და უამინდობაა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აჭარაში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში. უხვი ნალექის გამო ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აღნიშნულ რეგიონებში გართულდა.
|