გვანცა ღვედაშვილი 23.01.2016
ბოლო დღეებში გრიპის შეთხვევების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. როგორც დავაადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, წინა კვირას 100 000 მოსახლეზე დაავადებულთა მაჩვენებელი 245-250-ს შეადგენდა, ახლა კი 273 გახდა. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, სიტუაცია საგანგაშო არ არის.
|
სალომე სარიშვილი 23.01.2016
სამთავრობო გუნდში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მედიასა და ექსპერტულ წრეებში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მინისტრთა კაბინეტში სიახლეები არ არის, კულუარებში რამდენიმე უწყების ხელმძღვანელის ცვლილებაზე კვლავ აქტიურად საუბრობენ.
|
ეკატერინე ბასილაია 23.01.2016
ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის 65 ათასზე მეტი მცხოვრები რუს ამომრჩევლად ციმბირში დარეგისტრირდა. ამ ინფორმაციას იმიერბაიკალის მხარის საარჩევნო კიმისიაზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.
|
თაკო მათეშვილი 23.01.2016
სასიამოვნო, მაგრამ არა აღსაფრთოვანებელი - ასე აფასებენ სპეციალისტები ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც მოხვდა ჩანაწერი ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეუძლია ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს.
|
ნინო ქეთელაური 23.01.2016
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ხმაურისთვის ადმინიტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითხოვს. აღნიშნული წინადადებით მან საქართველოს პარლამენტს მიმართა, რომ შეიმუშაონ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რათა ხმაურის დარეგულირება საკანონმდებლო დონეზე მოხდეს.
|
მარი ჩიტაია 23.01.2016
"კარის მეზობლები", "ჩემი ასავალ-დასავალი" - წიგნებს ამ სახელწოდებით ქართველი ხალხი კარგად იცნობს. ოტია იოსელიანის ცნობილი ნაწარმოებების ახალი გამოცემით მკითხველს საშუალება აქვს, კიდევ ერთხელ მიადევნოს თვალყური მწერლის შემოქმედებას და მის განვლილ გზას, რომელიც არასდროს ყოფილა ადვილი.
|
ელზა პაპოშვილი 23.01.2016
დავოსის ეკონომიკური ფორუმიდან მთავრობის მოლოდინი წელსაც ოპტიმისტურია. ქართულმა დელეგაციამ, პრემიერის ხელმძღვანელობით, ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში არსებული ბიზნესგარემო რამდენიმე უცხოურ კომპანიას უკვე გააცნო.
|
ნათია ლომიძე 23.01.2016
საქართველოში ყოველ მეოთხე აბიტურიენტს კერძო რეპეტიტორი ამზადებს. საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების უმეტესობა იმიტომ არ დადის სკოლაში, რომ ისინი ემზადებიან უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვის. მოსწავლეები მასობრივად დადიან რეპეტიტორებთან, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისინი და მათი მშობლები უკმაყოფილო არიან სასკოლო განათლებით. ხშირად გაიგებთ, რომ სკოლა არ აძლევს ბავშვს მაღალი ხარისხის განათლებას და რეპეტიტორთან ნაკლის შევსება ხდება.
|
ლიკა გურაბანიძე 23.01.2016
ზამთარში დღის ხანგრძლივობისა და მზის სინათლის ინტენსივობის კლებას ორგანიზმის ბიოლოგიური საათი ახალ სისტემაში გადაჰყავს. ექიმების თქმით, ზამთარში იმატებს მადა, კვების რეჟიმთან ერთად იცვლება ცხოვრების წესი, იკლებს ფიზიკური აქტივობა, იცვლება საკვები.
|
მარი მგალობლიშვილი 23.01.2016
ქართულ ფეხბურთში დაძაბულობამ იმატა. საქმე ეხება ეროვნული ნაკრების თავკაცს, კახა ცხადაძეს და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის დაპირისპირებას. დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ცხადაძისთვის ხელფასის შემცირებას გეგმავენ და მას ბონუსურ სისტემაზე გადაყვანას სთავაზობენ. იმ შემთხვაში, თუ ნაკრებს შედეგი ექნება, ცხადაძე პრემიას მიიღებს, რაც "ჯვაროსანთა" თავკაცს არ მოსწონს.
|
თაკო მათეშვილი 22.01.2016
სამუშაო ადგილების შექმნა, ლარის კურსის დასტაბილურება, წამლებისა და პროდუქტების გაიაფება, დასაქმებულთა უფლებებზე ზრუნვა - საარჩევნოდ საზოგადოების მოლოდინი უცვლელია - მათი მოთხოვნები კვლავ სოციალური პრობლემების მოგვარებას ეხება. თუმცა, ხალხში პოლიტიკოსების საარჩევნო დაპირებებისადმი სკეპტიკური განწყობაა.
|
სალომე სარიშვილი 22.01.2016
"თავისუფალი დემოკრატების" მიზანია, არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მივიღოთ. ამისათვის კი ჩვენი ძალების მობილიზებას ვახდენთ და აქტიურად ვმუშაობთ", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე და დასძენს, რომ პარტიის კვლავ კოალიციის რიგებში ხილვა აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი თემაა.
|