ლიკა ამირაშვილი
21.01.2016

2014 წელს ქორწინების რაოდენობა 3 ათასით შემცირდა, საშუალო ასაკი კი გაიზარდა, აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას დემოგრაფი ავთო სულაბერიძე.

თაკო მათეშვილი
21.01.2016

 საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ხელისუფლების შემცირებულ რეიტინგზე საუბრობს და ამბობს, რომ, სავარაუდოდ, მმართველ გუნდში ამის გამოსწორება უკვე დაიწყეს და პრემიერის შეცვლაც სწორედ ამის მანიშნებელია.

ელზა პაპოშვილი
21.01.2016

 პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის, ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ კუჭავაც მოკლულია და ორივე მკვლელობა "წინასწარ დაწერილი სცენარი" იყო.

თიკო ოსმანოვა
21.01.2016

 მოსკოვის სასამართლომ 25 წლის მოსკოველი ანასტასია გონჩაროვა კახა ბენდუქიძის ბიოლოგიურ შვილად და მემკვიდრედ აღიარა. ასე დასრულდა 9-თვიანი სასამართლო პროცესი ანასტასია გონჩაროვასა და კახა ბენდუქიძის მეუღლეს, ასევე რუსეთის მოქალაქე ნატალია ზოლოტოვას შორის.

ლიკა გურაბანიძე
21.01.2016

ბავშვებში, რომლებიც თვეში 12 ცალ სოსისზე მეტს მიირთმევენ, სისხლის ავთვისებიანი დაავადების - ლეიკემიის - განვითარების რისკი 9-ჯერ მეტია, ასკვნიან აშშ-ის სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები.

მარი ჩიტაია
21.01.2016

სამომხმარებლო ბაზარზე თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი გაძვირდა. მიზეზი ამჯერადაც ლარის გაუფასურებაა, თუმცა ფასებს ზრდისკენ საერთაშორისო ფაქტორმაც უბიძგა. ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად მოიმატა ზეთის, შაქრის, თამბაქოს და სხვა პროდუქტის ღირებულებამ, რაც მომხმარებისთვის აშკარად თვალშისაცემი გახდა.

მაკა ხარაზიშვილი
21.01.2016

 დღეს ავსტრიიდან კახა კალაძე ისევ ხელცარიელი დაბრუნდება. მხარეები სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის ანგარიშსწორების პირობებზე ისევ ვერ შეთანხმდნენ. რუსეთიდან დამატებითი გაზის მოლოდინში საქართველომ შეიძლება ის მოცულობაც დაკარგოს, რასაც ამ ქვეყნიდან იღებს.

სალომე სარიშვილი
21.01.2016

 "ჩემი შთაბეჭდილებით, ქართული მხარე ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართულ ისტორიულ ძეგლებზე მიმდინარე პროცესებს საერთოდ ვერ აკონტროლებს. როგორც ჩანს, ეს პროცესი ზოგჯერ არცთუ ისე სახარბიელო შედეგს იძლევა, რადგან ჩემი ინფორმაციით, იქ ფრესკების არაჯეროვან კონსერვაციაზეა საუბარი," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

მამუკა ნაცვალაძე
21.01.2016

 კვირას, 24 იანვარს, 13:00 საათზე თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ჩატარდება საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები, ქართული რაგბის თავკაცს რაგბის კავშირის საერთო კრება დაასახელებს. პრეზიდენტობის კანდიდატები არიან გოჩა სვანიძე და ილია ზედგინიძე. არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მენეჯერი გია ნიჟარაძე, რომლის ხელშიც წინა რვა წლის განმავლობაში ქართულმა რაგბიმ არნახულ წარმატებას მიაღწია.

ეკატერინე ბასილაია
20.01.2016

 როგორი იქნება "ქართული ოცნების" სია მომავალი არჩევნებისათვის, ეს სავარაუდოდ მარტისთვის იქნება ცნობილი, თუმცა ახალი წლის დადგომის შემდეგ "ქართული ოცნების" საპარლამენტო რიგებში 2016 წლის პარტიულ სიაში მოხვედრა-არმოხვედრის გამო ნერვიულობამ პიკს მიაღწია.

ია აბულაშვილი
20.01.2016

 ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე, როგორი იქნება კოალიცია "ქართული ოცნების" სიის საბოლოო სახე, "რეზონანსი" პეტრე მამრაძეს ესაუბრა.

სალომე სარიშვილი
20.01.2016

  დაზიანებული წყლის მილები, უზარმაზარი ორმოები, ჭუჭყიანი გუბეები და ავარიების საფრთხე - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა უჩივის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×