თაკო მათეშვილი 19.01.2016
ევროკომისია ევროსაბჭოს საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე წინადადებით აპრილამდე მიმართავს. ამის შემდეგ გასავლელი პროცედურების გათვალისწინებით, სპეციალისტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღებას და მის საბოლოო ამოქმედებას რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდება.
|
სალომე სარიშვილი 19.01.2016
"გაზპრომთან" მოლაპარაკებისას მაღალი კვალიფიკაცია, კომპეტენტურობა და ენერგეტიკის სფეროში კარგი გამოცდილების ქონაა საჭირო, რათა საქართველომ გარიგების უკეთესი მხარე მიიღოს, სხვა შემთხვევაში ეს ურთიერთობა სიკეთის მომტანი ვერ იქნება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ლიდერთა სკოლის ხელმძღვანელი და ეკონომისტი გია მაისაშვილი.
|
ელზა წიკლაური 19.01.2016
ლარმა დაგროვებითი ფუნქცია თითქმის დაკარგა, ქვეყანაში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი უკვე 70%-ს მიუახლოვდა. მიუხედავად ლარში განთავსებულ ანაბრებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთისა, მოსახლეობა ფულს მაინც დოლარში ინახავს, ნდობადაკარგულ ეროვნულ ვალუტას კი მხოლოდ წვრილი ოპერაციებისთვის იყენებენ. დოლარიზაციის გაზრდილ მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებენ სპეციალისტები და ეროვნულ ბანკს სასწრაფოდ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
|
მაკა ხარაზიშვილი 19.01.2016
ნედლი ნავთობის ექსპორტი თითქმის 500%-ით გაიზარდა და იგი საექსპორტო პროდუქციის ათეულში უკვე მე-8 ადგილზეა. შარშან საქართველოდან ნავთობის გადაზიდვა დაიწყო ბულგარეთსა და რუმინეთში. ამ პროდუქტის ექსპორტის ზრდაში დიდი წვლილი სწორედ ამ ქვეყნებს მიუძღვით. გარდა ამისა, პირველად საქართველოდან ნედლი ნავთობი პანამაშიც კი შევიდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 19.01.2016
საქართველოს მთავრობა ბიზნესის განვითარების "საფრონტო" რეჟიმზე გადადის. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი კანონპროექტი იწერება, მსხვილი ბიზნესისთვის კი შეღავათი რეინვესტირებისას მოგების გადასახადისგან გათავისუფლება იქნება. ახლა მთავარია, მთავრობის ინიციატივა თაროზე არ შემოიდოს და საქმეში სწრაფად გადაიზარდოს.
|
მაკა ხარაზიშვილი 19.01.2016
საქართველოში, ინფლაცია ნავთობპროდუქტების კომპონენტის გარეშე 7,7%-ია, ხოლო თუ მეთოდოლოგიაში საბანკო რედიტების მომსახურებასაც გავითვალისწინებთ, მაშინ ინფლაცია 10%-ის ფარგლებში იქნება. ეკონომისტთა ნაწილი ამბობს, რომ ეს არის რეალური ინფლაცია, ხოლო ოფიციალური 4,9% მხოლოდ ილუზიაა.
|
ელზა წიკლაური 19.01.2016
ირანისთვის სანქციების მოხსნამ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულება კიდევ უფრო შეამცირა. გუშინ ერთი ბარელი შავი ოქროს ფასი 27-28 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. მიუხედავად ჭარბი ოდენობისა, თეირანი უახლოეს პერიოდში ბაზრისთვის დღიურად დამატებით 500 ათასი ბარელის მიწოდებას გეგმავს, რაც ანალიტიკოსების ვარაუდით, ნავთობს კიდევ უფრო გააუფასურებს. მისი ფასი, შესაძლოა, გასული საუკუნის 90-იანი წლების მინიმუმს - 17-18 დოლარსაც კი მიუახლოვდეს.
|
მარი ჩიტაია 19.01.2016
მთის რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობის დიდი ნაწილი უკან დაბრუნებისთვის მზადაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიტოვებულ სახლებში დაბრუნება არ გაუჭირდებათ თუ ამისთვის ხელშემწყობი პირობები ექნებათ. ასე ფიქრობენ სპეციალისტებიც, რომელთა აზრითაც, მთის კანონის ამოქმედება ხალხს მშობლიურ გარემოში დაბრუნების სტიმულს შეუქმნის.
|
მარი ჩიტაია 19.01.2016
ფხვიერ სამშენებლო მასალაზე აფხაზეთში დიდი მოთხოვნაა. ადგილობრივი ქვიშა-ღორღით დაინტერესდნენ ყირიმშიც, თუმცა დაგეგმილი ექსპორტის მხოლოდ მცირე ნაწილი შესრულდა. უცნობია, რა რაოდენობის ქვა-ღორღი გაიგზავნა ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე არ ასაჯაროებს.
|
ელზა წიკლაური 19.01.2016
2016 წელი რამდენიმე ათასი ადამიანისთვის სამსახურის დაკარგვით დაიწყო. ჯერ იყო და თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო-სამშენებლო ბაზიდან 400 თანამშრომელი გაუშვეს, ახლა კი ჭიათურის მაღაროში დასაქმებული 3700 ადამიანი კარგავს სამსახურს. მართალია, ჭიათურის შემთხვევაში დამსაქმებელი კომპანია პირობას დებს, რომ მუშაობას მაისიდან განაახლებს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ პირობაა. 2015-ის მიწურულს სამსახური თბილისის სოცსააგენტოს 10 რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც დაკარგა.
|
მამუკა ნაცვალაძე 19.01.2016
იშვიათად თუ რგებია რომელიმე ფეხბურთელს ისეთი საყოველთაო აღიარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორიც ლიონელ მესის. იმას რასაც არგენტინელი ვარსკვლავი მოედანზე აკეთებს, უფრო ხელოვნებასთან აქვს კავშირი, ვიდრე სპორტთან.
|
ეკატერინე ბასილაია 18.01.2016
ისტორიული შეთანხმება მიღწეულია - ირანი ევროპის ბაზარზე ბრუნდება. 4-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სულ მალე, თეირანი ევროპაში ნავთობის გატანას დაიწყებს და ნავთობის ბაზარზე "შავი დღეების" მოლოდინია. პროგნოზები კეთდება, რომ ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის 29 დოლარამდე ჩამოქცეულ ფასებს კიდევ უფრო გაუფასურება ელის და ის შესაძლოა გასული საუკუნის 90-იანი წლების მინიმუმს - 17-18 დოლარსაც კი მიუახლოვდეს.
|