ელზა წიკლაური
14.01.2016

 მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის თარიღმა, შესაძლოა, 2017 წლამდე გადაიწიოს. მასთან ერთად კი მოხდება ყველა იმ ცვლილების გადავადება, რომელსაც მთავრობა საგზაო უსაფრთხოების გამკაცრების მხრივ გეგმავდა. არჩევნების წელს ხელისუფლებას საზოგადოებრივი პროტესტი არ აწყობს და სავსებით შესაძლებელია, პარლამენტმაც ცვლილებების მოწინააღმდეგეთა აზრი გაითვალისწინოს.

თიკო ოსმანოვა
14.01.2016

 საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დავით ზალკალიანის დაბრუნების შემდეგ კულუარებში კოალიციისა და "თავისუფალი დემოკრატების" შერიგებაზე ალაპარაკდნენ. ამგვარი ხმების გავრცელებას ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძეც ადასტურებს, "თავისუფალი დემოკრატები" კი კატეგორიულად უარყოფენ, ირწმუნებიან, რომ საარჩევნო მარათონში დამოუკიდებლად, ყოველგვარი კოალიციის გარეშე ჩაერთვებიან.

ლიკა ამირაშვილი
14.01.2016

 როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ეს ზამთარი გრიპისა და მსგავსი ვირუსული დაავადებების დაბალი ინტენსივობით გამოირჩევა.

თაკო მათეშვილი
14.01.2016

 პოლიტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ თურქეთში ტერორისტული აქტები გაგრძელდება. ამბობს, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საკმარისზე მეტი მტერი ჰყავს, ამიტომ ამის გამკეთებელი ბევრია.

ლიკა ამირაშვილი
14.01.2016

 თბილისში 4-ჯერ ნაკლები გამწვანებული ტერიტორიაა, ვიდრე ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები ითვალისწინებს, - აცხადებს დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი. მისი თქმით, თბილისში ყველაზე ცოტა ბაღი და სკვერი ცენტრალურ, პრესტიჟულ უბნებშია - ვაკეში, საბურთალოსა და მთაწმინდაზე.

სალომე სარიშვილი
14.01.2016

 ტელეკომპანია "ტაბულას" ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ფიზიკურ შეურაცხყოფას, ცემას გულისხმობს. გუშინდელი მონაცემებით, თავდამსხმელები დაკავებული ჯერ არ იყვნენ. დაზარალებული ჟურნალისტები კი საქმის გადაკვალიფიცირებას ხულიგნობისა და მუქარის მუხლით ითხოვენ.

ელზა პაპოშვილი
14.01.2016

 ბორჯომის მე-6 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ქალაქის ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი ბიჭის ახლობლების თქმით, მან თავი სწორედ იმ ქუჩაზე ჩამოიხრჩო, სადაც თავად ცხოვრობდა.

მაკა ხარაზიშვილი
14.01.2016

 2015 წელი ქართული ღვინის ექსპორტისთვის 39%-იანი კლებით დასრულდა. ექსპორტი 50%-ზე მეტით შემცირდა ძირითად ბაზრებზე, თუმცა ზრდა შეინიშნებოდა ევროკავშირში და აზიაში. მთავარ საექსპორტო ქვეყნებში - რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და უკვე ჩინეთში ეკონომიკური კრიზისი წელსაც გრძელდება. მიუხედავად ამისა, მეღვინეები პერსპექტივას იმედიანად უყურებენ და მომდევნო თვეებში ექსპორტის ზრდას ელიან.

მარიამ აფციაური
14.01.2016

 ქართველების უმეტესობა 14 იანვარს უფრო გრანდიოზულად აღნიშნავს, ვიდრე პირველ იანვარს. ისინი ამის მიზეზად ეკლესიური ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს წესს - მარხვას - ასახელებენ. რესპონდენტების ნაწილმა ახალ წელთან მიმართებაში ხელისუფლებისა და მედიის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. მათი განმარტებით, ორივე რგოლი საზოგადოებაში ახალი წლის პოპულარიზაციას უფრო მეტად ეწევა, მაგალითად კი დედაქლაქსა და რეგიონებში გამართული კონცერტები და საახალწლო შინაარსის გადაცემები მოჰყავთ.

მაკა ხარაზიშვილი
14.01.2016

 საქართველოს მთავრობის "გაზპრომთან" კავშირით შეშფოთებული აზერბაიჯანული დელეგაცია გუშინ საქართველოს ესტუმრა. "სოკარი" ამბობს, რომ საქართველოსთვის გაზის დღიური კვოტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს, ასევე დაინტერესდება გაზსაცავის მშენებლობით. კომერციული გაზის საფასურის შემცირებაზე აზერბაიჯანულ მხარეს ამჯერად არაფერი უთქვამს. კახა კალაძე ირწმუნება, რომ აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი და მთავარი პარტნიორია, თუმცა ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდა ახალი კომპრესორების დამონტაჟებას და დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს. ამ ყველაფერს დრო უნდა, საქართველოს კი გაზი ახლა სჭირდება.

მარი მგალობლიშვილი
14.01.2016

 ფიფას 2015 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მფლობელ ლიონელ მესის საფეხბურთო სამყაროში ზოგი ულოცავს, ზოგიც თვლის, რომ ამ ჯილდოს კრიშტიანუ რონალდუ ანდაც სხვა ფეხბურთელი იმსახურებდა.

ელზა პაპოშვილი
13.01.2016

 მერიაში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულები, საბურთალოს რაიონის საცობებისგან განტვირთვის აუცილებელობაზე ისაუბრეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×