მარი ჩიტაია 12.01.2016
სადღესასწაულოდ რეგიონების მიმართულებით მგზავრთა ნაკლებობა თვალშისაცემი იყო. უდროობის, ფინანსური პრობლემის თუ მოუცლელობის გამო, მოსახლეობის უმეტესობამ ვერც წინასაახალწლოდ და ვერც საშობაოდაც შეძლო რეგიონებში მიტოვებული ოჯახის მონახულება. არაოფიციალური მონაცემებით, რომელიც დედაქალაქის ავტოსადგურებიდან მოგვაწოდეს, მგზავრთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40-45%-ით შემცირდა.
|
ელზა წიკლაური 12.01.2016
რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურმა პროცესებმა, შესაძლოა, ქართულ ექსპორტს დამატებითი ბარიერები შეუქმნის. ადგილობრივ ბაზარზე დემპინგური ფასით იმპორტირებული პროდუქტის შემოტანაც არ არის გამორიცხული, რაც ქართულ წარმოებას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ნეგატიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად ეკონომისტები მთავრობას საგანგებო საბჭოს შექმნისკენ მოუწოდებენ.
|
მარი ჩიტაია 12.01.2016
2015 წელი სარეკლამო ბაზრისთვის პრობლემური იყო. თითქმის მთელი წელიწადი დასჭირდა, რომ ბიზნესს საკანონმდებლო ცვლილებებთან ადაპტრება მოეხდინა და პრიორიტეტები ახლებურად განესაზღვრა. პიარტექნოლოგები მიიჩნევენ, რომ სირთულე დაძლეულია და 2016 წლიდან საქართველოში სარეკლამო ბაზარი გამოცოცხლებას დაიწყებს.
|
მაკა ხარაზიშვილი 12.01.2016
საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი ლარის 40%-ით გაუფასურების საფუძველს არ იძლევა. 2015 წლის მე-2 კვარტალში საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი 100 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა, ხოლო მე-3 კვარტალში მხოლოდ 8 მილიონი დოლარით გაუარესდა. ასეთ პირობებში ლარის გაუფასურება უნდა შეჩერებულიყო, თუმცა სწორედ იმ რომ ეროვნული ვალუტის ვარდნამ 15-წლიანი ანტირეკორდი გაიმეორა.
|
მარიამ ხიდაშელი 12.01.2016
საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს 3%-იან ეკონომიკურ ზრდას ერთხმად უწინასწარმეტყველებენ. ბუნებრივია, ეს საუკეთესო მაჩვენებელი არ არის, მაგრამ მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე არსებული ქაოსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასეთი ზრდა მანიშნებელია იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდება.
|
სალომე სარიშვილი 12.01.2016
"მაშინ, როდესაც ჩვენ რუსული რელსებიდან მთლიანად ევროპულზე გადავერთეთ, როდესაც რუსეთთან არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ დისტანცირებას ვცდილობთ და მაშინ, როდესაც ვხედავთ, როგორ ახერხებს რუსეთი ზოგიერთი ქვეყნის მისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევას, გაურკვეველია ჩვენი "გაზპრომთან" თანამშრომლობისკენ სწრაფვა", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია.
|
თიკო ოსმანოვა 12.01.2016
"გარწმუნებთ, რომ არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც საქართველოს "გაზპრომზე" დამოკიდებულს გახდის. პრინციპულად გამორიცხულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი და დასძენს, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებების გასაიდუმლოება კომერციული საკითხების გამო ხდება.
|
ნინო ქეთელაური 12.01.2016
"მოვითხოვოთ საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების ზომების პრობლემის მოგვარება", - ამის შესახებ საზოგადოებას პეტიცია მოუწოდებს, რომელსაც უკვე 1500-მდე ხელმომწერი ჰყავს.
|
თიკო ოსმანოვა 12.01.2016
ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა სამი პირი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და დამატებით დეტალებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ ისაუბრებენ.
|
მარი მგალობლიშვილი 12.01.2016
თბილისში ბოლო რამდენიმე კვირაა, სტადიონების თემა აქტუალური გახდა. ჯერ იყო და ჯიქიას ქუჩაზე მდებარე "ოლიმპის" სტადიონის დემონტაჟი განხორციელდა.
|
ელზა წიკლაური 12.01.2016
საქართველოში დაახლოებით 2500-მდე სსიპ-ი და აიპ-ია, თუმცა ბიუჯეტის ანგარიშგებაში მხოლოდ რამდენიმე ასეულია შეყვანილი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაც მხოლოდ მათზე ვრცელდება. ამ მონაცემებით, 2016 წელს სსიპ-ებისა და აიპ-ების ბიუჯეტი 1,5 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 45% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ივსება, დანარჩენი 55% კი "კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან". სხვა დეტალები, მაგალითად, ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებით არსად ჩანს, რაც ეჭვს აღძრავს.
|
ელზა წიკლაური 12.01.2016
სემეკის წევრობის კანდიდატურები მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კვლავ დავის საგნია. მარგველაშვილის მიერ შერჩეული 2 კანდიდატი მთავრობამ ისევ დაიწუნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს მთავრობასთან აუცილებლად გამართავს, მთავრობა კი ისევ დუმს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|