ელზა წიკლაური
08.01.2016

 2016 წელი ნავთობის მკვეთრი გაიაფებით დაიწყო. ერთი ბარელი შავი ოქროს ფასი უკვე 33 დოლარს ქვემოთ დაეცა და 11-წლიანი რეკორდიც მოხსნა. დასავლური მედიის ინფორმაციით, გაიაფებაზე გავლენა ამერიკული ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის გაუქმებამ და აშშ-ს მარაგის ზრდამ გამოიწვია. შავი ოქროს გაიაფების პარალელურად, გაუფასურდა რუსული რუბლი. გუშინ ერთმა დოლარმა - 74 რუბლს, ევრომ კი 80 რუბლს გადააჭარბა.

მარი ჩიტაია
08.01.2016

რეგიონებში ხალხს სადღესასწაულო სუფრა გაუღარიბდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ თითქმის ყველას ფინანსური პრობლემა აქვს და საახალწლო განწყობის შენარჩუნება უჭირთ. არავინ უარყოფს, რომ გაჭირვებამ იმატა და ამიტომაც ჩვეული საახალწლო განწყობა გაქრა.

თიკო ოსმანოვა
08.01.2016

 "კონფლიქტები, ტერორისტული აქტები და კატასტროფები", - 2016 მაიმუნის წელიწადი მთელ მსოფლიოს ისეთივე დაძაბულ ვითარებას უქადის, როგორც ეს გასული, მაიმუნის 1992 და 2004 წლებში იყო. ასტროლოგ მიხელ ცაგარელის თქმით, მაიმუნის და მამლის წლები ყოველთვის იყო დაძაბული კონფრონტაციის, ტყუილების გამოაშკარავების და სერიოზული შეხლა-შემოხლის წლები და ახლაც მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდება.

მაკა ხარაზიშვილი
08.01.2016

 დეკემბერში სხვადასხვა სახის მომსახურებასა და პროდუქტზე ფასები შემცირდა. ასეთ უცნაურ დასკვნას აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ტრადიციულად, წინასაახალწლოდ პროდუქტი ძვირდება, ამიტომ ეს ინფორმაცია არა მარტო ეკონომისტებისთვის, არამედ ეროვნული ბანკისთვისაც კი სიურპრიზი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ სებ-ი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე დაწევას 2016 წლის მეორე კვარტალში ელოდებოდა.

ია აბულაშვილი
08.01.2016

 ახალი წელი ყველაზე დიდი დღესასწაულია და მისი მთავარი ხიბლი არის, რომ ის უკლებლივ ყველა ოჯახში აღინიშნება. ტრადიციულად ამ დღესასწაულის შინაარსი რამდენიმე სუფრის შემოვლასა და ახლობელი ოჯახების მილოცვა-დალოცვაში მდგომარეობს.

მარი მგალობლიშვილი
08.01.2016

 მადრიდის "რეალი" მეორე წრეს ახალი მწვრთნელით ხვდება - "სამეფო კლუბს" ზინედინ ზიდანი გაწვრთნის. ფრანგი ფეხბურთელი წლების მანძილზე იცავდა დედაქალაქური კლუბის ღირსებას, კარიერის დასრულების შემდეგ კი მუშაობა იქვე გააგრძელა.

თაკო მათეშვილი
31.12.2015

 "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის შეცვლით ქვეყანაში ბევრი არაფერი იცვლება, რადგან არაფორმალური მმართველობა გრძელდება და ძირეული და სისტემური ცვლილებები არ განხორციელებულა.

თიკო ოსმანოვა
31.12.2015

 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტ ხმას მმართველი პარტია მოიპოვებს, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. პარლამენტში უფრო მეტი პარტია შევა და მმართველ პარტიას მათთან თანამშრომლობა, ბლოკების შექმნა მოუწევს, ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელსაც "რეზონანსი" 2015 წლის შედეგებსა და 2016 წლის პერსპექტივებზე ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
31.12.2015

 თელავში პოლიციელებზე თავდასხმა მოხდა. 19 წლის ახლაგაზრდამ სანადირო თოფიდან გასროლით ორი პოლიციელი დაჭრა. ორივე მოგვიანებით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ თავდასხმა პოლიციის ეზოში მოხდა.

ეკატერინე ბასილაია
31.12.2015

2015 წელს ქვეყნის მთავარ წარმატებად ევროპაში უვიზო მიმოსვლაზე თანხმობა დასახელდა, ხოლო წლის წარუმატებლობად გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლის უვადოდ არჩევა, თანამდებობის არაადეკვატური პრემია/დანამატები და ლარის დევალვაცია.

ია აბულაშვილი
31.12.2015

 რა რჩევები მისცეს მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ქალაქის მერს და რას დაჰპირდა დავით ნარმანია მათ 28 დეკემბერს მერიაში გამართულ სხდომაზე, ამის შესახებ "რეზონანსი" მერიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, მწერალ რევაზ მიშველაძეს ესაუბრა.

მაკა ხარაზიშვილი
31.12.2015

 საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი არ გამართლდა. ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ მაჩვენებელს უკვე 1%-ით აჭარბებს. ნოემბერში ამ მიმართულებით ნახტომისებური ზრდა აღინიშნა. თუკი დეკემბერიც წარმატებული აღმოჩნდა, არ არის გამორიცხული, წელს ეკონომიკის ზრდამ 3%-საც გადააჭარბოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×