ნინო ქეთელაური 28.12.2015
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობასთან ერთად პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობიდანაც გადადგა. პარტიის წევრებს თავმჯდომარის პოსტზე კონკრეტული კანდიდატის დასახელება უჭირთ და ამბობენ, რომ ეს საკითხი პირადი მოსაზრებებით არ წყდება, თუმცა, ზოგიერთი მათგანი სასურველ კანდიდატზე მაინც საუბრობს.
|
ლელა ოჩიაური 28.12.2015
ადამ მიხნიკი - ლეგენდარული პოლონელი დისიდენტი და სამართალდამცველი, მოძრაობა "სოლიდარობის" ერთ-ერთი ლიდერი 80-იან წლებში, ჟურნალისტი და პოლიტიკური ექსპერტი, ყოველდღიური გაზეთის "გაზეტა ვიბორჩას" მთავარი რედაქტორი. იგი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩამოვიდა ადამ მიცკევიჩის ფონდის მოწვევით, პროექტის "კინო და სოციალური ცვლილებები" ფარგლებში.
|
ია აბულაშვილი 28.12.2015
დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევთავაზოთ ქართული პრესის ბრწყინვალე წარმომადგენლის, გაზეთ "თემის" რედაქტორის, გრიგოლ დიასამიძის მოგონებები, რომელიც დაიწერა ემიგრაციაში და ეხება ჟურნალ "კვალის" დაარსებას და "სულიკოს" მუსიკის ავტორ ბარბარე წერეთელს.
|
მარი მგალობლიშვილი 28.12.2015
ადრიდის "რეალის" კოსტარიკელი მეკარე კეილორ ნავასი საშობაო არდადეგებს ესპანეთში ოჯახთან ერთად გაატარებს. თუმცა, ელოდება როდის განახლდება, სეზონი და ამას საკმაოდ მომზადებული ხვდება.
|
ლიკა გურაბანიძე 28.12.2015
ახალი წლის დადგომამდე 4 დღეა დარჩენილი. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად უკვე საკმაოდ ხალხმრავლობაა თბილისის სასურსათო ბაზრებში. გოჭი, ინდაური, ნიგოზი, ხილი, ტკბილეული, სასმელები თუ ჩურჩხელა საახალწლო სუფრის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. საახალწლო ფასების გასარკვევად "მთელმა კვირამ" თბილისის ბაზრებსა და სუპერმარკეტებს მიმართა.
|
ეკატერინე ბასილაია 26.12.2015
ვინ მოხვდება და ვინ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში - ამაზე მმართველი კოალიციის შიგნით ვაჭრობა-განხილვა უკვე დაიწყო და როგორც კოალიციის კულუარებში საუბრობენ, ამ მხრივ ყველაზე მეტად "რესპუბლიკელები" აქტიურობენ. კულუარული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათი მთავარი ამოცანაა სავარაუდო გასაშვებ მინისტრთა სიაში მოხვედრილი თანაპარტიელი მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი ისევ თანამდებობაზე დატოვონ და პარტიას ახალ კაბინეტშიც ისევ 3 მინისტრი ჰყავდეს. პლუს, საუბარია იმაზეც, რომ "რესპუბლიკელებს" სურთ, როგორც გამოკვეთილ პროდასავლურ ძალას, საგარეო ფლანგზეც მიეცეთ პირველი დიპლომატის სავარძელი.
|
თიკო ოსმანოვა 26.12.2015
სანდრო გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეების განმხილველი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს პალატის უვადო მოსამართლედ აირჩიეს. ამას უკვე მოყვა პირველი პროტესტი, შეხლა-შემოხლა და დაპატიმრებები. უფლებადამცველების ნაწილი იუსტიციის უმაფლესი სობჭოს დაშლას ითხოვს.
|
მაკა ხარაზიშვილი 26.12.2015
ნავთობის ფასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჯერ კიდევ არ არსებობს. ანალიტიკოსთა ნაწილი 2016 წელს კიდევ უფრო გაიაფებას ვარაუდობს, ნაწილის აზრით კი გაისად "შავი ოქროს" ღირებულება ცოტათი გაიზრდება. საბოლოოდ, ყველა ერთ რამეზე თანხმდება, კიდევ 5 წელი ნავთობზე დაბალი ფასი შენარჩუნდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 26.12.2015
ორხევში ახალი ფარმაცევტული საწარმო აშენდება. საპარტნიორო ფონდის თანადაფინანსებით საწარმოს ავსტრიული კომპანია "ჰუმანითი ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "ჰუმანითი ჯორჯია" ააშენებს. კომპანია მედიკამენტების მსხვილი იმპორტიორიც იქნება და იგი ბაზარზე თავის დამკვიდრებას დაბალი ფასებით გეგმავს. შეიძლება ითქვას, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მონოპოლიის დასანგრევად "ჰუმანითი ჯორჯია" მთავრობის მთავარი თულფია და ამ ფაქტზე მიუთითებს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადება, როდესაც მინიმუმ 200 მედიკამენტის გაიაფებაზე საუბრობდა.
|
ნათია ლომიძე 26.12.2015
ახალი წლის მოახლოება საქართველოს დედაქალაქში განათებული ქუჩებით იგრძნობა, ხალხში კი საახალწლო განწყობა არ ჩანს. ისინი წლევანდელ დღესასწაულს მხოლოდ ფორმალურად აღნიშნავენ, რადგან 2015 წელმა უამრავი თავსატეხი გაუჩინა.
|
ლიკა გურაბანიძე 26.12.2015
სტატისტიკურად დადგენილია, რომ ადამიანები ალერგიულ და გასტროენტეროლოგიურ (კუჭ-ნაწლავის) პრობლემაზე ახალი წლის დღეებში ექიმებს განსაკუთრებული სიხშირით მიმართავენ. ექიმების აზრით, ახალი წლის სადღესასწაულო სუფრაზე უხვად წარმოდგენილი საკვები ორგანიზმის გადატვირთვას იწვევს, ამიტომ ცხიმიანმა, ნიგვზიანმა, ცხარე და ტკბილმა საკვებმა ორგანიზმი რომ არ გადატვირთოს, საკვების მიღება დოზირებულად უნდა მოხდეს.
|
ელზა პაპოშვილი 26.12.2015
მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელმაც თავის დროზე სანდრო გირგვლიანის გახმაურებული საქმე განიხილა, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ დაინიშნა, რასაც საზოგადოების, უფლებადამცველებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილის მკვეთრად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მან სამართლიანობის იმედი დაკარგა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|