მარი ჩიტაია 29.12.2015
საახალწლოდ სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტის ფასი თითქმის არ შეცვლილა, მაგრამ რეალიზაცია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკმაოდ არის შემცირებული. ზოგიერთი პროდუქტი, მოსალოდნელი გაძვირების ნაცვლად, გაიაფდა კიდეც, მაგრამ გაყიდვაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია.
|
მაკა ხარაზიშვილი 29.12.2015
2015 წელი ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო. განსაკუთრებით მძიმე დაღი მთელ ქვეყანას ლარის 36%-იანმა გაუფასურებამ დაასვა. შესაბამისად, ეკონომისტები წლის ყველაზე ნეგატიურ მოვლენად ეროვნული ვალუტის დევალვაციას ასახელებენ, შედარებით პოზიტიურად კი სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ პროექტებს მიიჩნევენ.
|
ელზა წიკლაური 29.12.2015
რუსულმა რუბლმა 2014 წლის დეკემბრის რეკორდი მოხსნა. გუშინ მოსკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ერთმა დოლარმა 72, ევრომ კი 78 რუბლს გადააჭარბა. ეკონომისტების პროგნოზით, 2016 წელს რუსეთის ეკონომიკა დამოკიდებული იქნება როგორც ნავთობის ფასზე, ასევე მოსახლეობის ქცევაზე. გაიაფებული ნავთობი, გაზი და მაღალი ინფლაცია ქვეყანას არ მისცემს საშუალებას, რომ რეცესიას თავი დააღწიოს.
|
თიკო ოსმანოვა 29.12.2015
"დაჭერა, კორუფციული სქემები, სკნადალები, ცვლილებები და ახალი ძალა", - ასტროლოგ მიხელ ცაგარელის პროგნოზით, 2016 - მაიმუნის წელიწადი სწორედ ამ მოვლენებით იქნება დატვირთული. მისი თქმით, პოლიტიკურად ძალიან დაძაბული და მოულოდნელობით აღსავსე წელი იქნება. პოლიტიკურ ქარიშხალს ასტროლოგი წლის პირველ ნახევარში ვარაუდობს.
|
თაკო მათეშვილი 29.12.2015
რუსეთი აფხაზეთსა და სხვა მოკავშირეებს თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტას სთხოვს - პრეზიდენტ პუტინის მრჩეველი ვლადისლავ სურკოვი დღეს აფხაზეთში ხაჯიმბასთან შესახვედრად ჩადის.
|
მარი მგალობლიშვილი 29.12.2015
მადრიდის "რეალმა" სეზონის ნახევარი მესამე პოზიციაზე დაასრულა. ფეხბურთელები საშობაო არდადეგებზე იმყოფებიან. ფეხბურთელები დასვენებასთან ერთად, არასაფეხბურთო საქმიანობაშიც ჩაებნენ, მათ შორის არის ბრაზილიელი მცველი მარსელო, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი გახდა.
|
ეკატერინე ბასილაია 28.12.2015
2015 წლის იმ არაპოპულარული ფრაზებისა და საქმეების ჩამონათვალი, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" რეიტინგს მნიშვნელოვნად აზარალებს და რომელსაც, დიდი ალბათობით, ამომრჩეველი მმართველ ძალას არჩევნებზეც "გაუხსენებს", არცთუ მცირეა. მათ შორის ჯერჯერობით ყველა სხვა ნეგატივს გირგვლიანის საქმის განმხილველი ლევან მურუსიძის სამუდამო ვადით მოსამართლედ არჩევის გამო გაღიზიანება წონის და კოალიციის ისედაც შემცირებულ რეიტინგს ეს ფაქტი ალბათ ძალიან დააზარალებს.
|
ლიკა ამირაშვილი 28.12.2015
გარდაბანში 28 იანვარს თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებია დაგეგმილი. ადგილობრივი გამგებლის თანამდებობისათვის, სავარაუდოდ, მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძოლებს. "ქართული ოცნების" კანდიდატი ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე იქნება, რომელიც გარდაბნის ადგილობრივ არჩევნებში 2012 წელსაც მონაწილეობდა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" - კახი კახაბრიშვილი.
|
თიკო ოსმანოვა 28.12.2015
წინასწარ დაანონსებული სამთავრობო ცვლილებები აღარ განხორციელდება. პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი ხვალ პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის ძველ შემადგენლობას წარუდგენს. კულუარული ინფორმაციით, კოალიციის შიგნით მინისტრების სავარძლებისთვის დაწყებულმა ვაჭრობა-განხილვამ პროცესი ჩიხურ მდგომარეობამდე მიიყვანა, რის გამოც გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებები დროებით გადადო და ოფიციალურად ამის მიზეზად მინისტრების საქმიანობის უკეთ შესწავლა დაასახელა.
|
სალომე სარიშვილი 28.12.2015
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ საბჭოს მოქმედი მდივნისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის დანიშვნას პრეზიდენტის, სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებისთვის მიუღებელი უწოდა და თქვა, რომ სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს. ამ თემაზე კრიტიკული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაშიც.
|
გვანცა ღვედაშვილი 28.12.2015
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეობიდან გადადგომის შემდეგ მმართველი კოალიციიდან გასული "თავისუფალი დემოკრატები", შესაძლოა, კვლავ დაუახლოვდნენ "ოცნებას." ყოველ შემთხვევაში, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე ამას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ პრემიერობის კანდიდატად დასახელებულ გიორგი კვირიკაშვილთან მათ კარგი ურთიერთობა აქვთ.
|
თაკო მათეშვილი 28.12.2015
 გინება, ჩხუბი, გაწევ-გამოწევა, პიჯაკების შემოხევა, შეურაცხყოფა, კურიოზული განცხადებები - ამ ყველაფრით ქართული პარლამენტი 2015 წელსაც გამოირჩეოდა. არქივის თვალის გადავლების შედეგად აღმოჩნდა, რომ მთელი წლის განმავლობაში თითზე ჩამოსათვლელია საკომიტეტო სხდომები თუ საპარლამენტო სესიები, რომლებიც მშვიდ ვითარებაში ჩატარდა და ყველაფერმა ხმაურისა და აყალმაყალის გარეშე ჩაიარა. უკეთეს შემთხვევაში, ისინი "მსუბუქი" სიტყვიერი შეურაცხყოფით მთავრდებოდა, უარეს შემთხვევაში კი - ცემა-ტყეპითა და გინებით.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|