ელზა პაპოშვილი 09.01.2016
ლაგოდეხის ტყეში დაკარგულ სამ მონადირეს უკვე რუსეთის ტერიტორიაზე, დაღესტანში ეძებენ. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 დეკემბერს დაკარგული მონადირეები რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ისინი დაღესტნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, რაც არ დადასტურდა.
|
ლიკა გურაბანიძე 09.01.2016
საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ყოველდღე იცვლება, რისი მიზეზიც მაღალმთიან რეგიონებში არსებული უამინდობაა. გუშინდელი საღამოს მონაცემებით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ზვავი ჩამოწვა მლეთა-გუდაურის გზაზე. ჩამოწოლილი ზვავის შედეგად არავინ დაშავებულა. გზებზე არსებული ვითარების გასარკვევად "რეზონანსი" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს დაუკავშირდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 09.01.2016
აზერბაიჯანში სავალუტო კრიზისია. ბანკები უცხოურ ვალუტას მხოლოდ იმ პირებს აძლევენ, რომელთაც მოთხოვნად ვალუტაში დეპოზიტი აქვთ განთავსებული. ასევე რთული მდგომარეობაა ყაზახეთში. შესაბამისად, არსებობს საშიშროება, რომ საქართველოდან დოლარის გადინება დაიწყოს, რაც რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს ლარსაც. სპეციალისტების განცხადებით, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა ქართულ ვალუტას მოსალოდნელი საფრთხე თავიდან ააცილონ.
|
მაკა ხარაზიშვილი 09.01.2016
აზერბაიჯანული და ირანული მედია საქართველოსა და ირანს შორის მოლაპარაკების გარკვეულ დეტალებზე საუბრობს. ენერგეტიკის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ ჯერ გარკვეული არაფერია. ექსპერტების განცხადებით, რომ ახლო პერსპექტივაში ირანიდან გაზის იმპორტის შესაძლებლობა არ არის და აღნიშნულ მოლაპარაკებას სხვა სხვა სარჩული აქვს. არადა, გავრცელებული ინფორმაციით, წელიწადში შეიძლება 3-5 მილიარდი კუბური მეტრი ირანული გაზი 220 დოლარად მივიღოთ.
|
ნათია ლომიძე 09.01.2016
ახალი წლიდან ზოგიერთი სახეობის სიგარეტის მკვეთრად გაძვირებამ მომხმარებლების გაღიზიანება გამოიწვია. არანაკლებ რთულ მდგომარეობაში არიან თამბაქოს რეალიზატორები. სიგარეტის ფასის ნახტომისებური მატება სწორედ მათ ბრალდებათ, რასაც ისინი კატეგორიულად უარყოფენ. ცალკე საკითხია ისიც, რომ იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთმა მოიმატა. საბოლოო ჯამში, ბაზარმა დიდ წნეხს ვერ გაუძლო.
|
ელზა წიკლაური 09.01.2016
სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების საკითხი კვლავ კრიტიკის საგანია. მიუხედავად კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებისა, დღემდე კომპანიები ნაკისრ ვალდებულებას დროულად ვერ ასრულებენ. ამაში დამნაშავე მხოლოდ შემსრულებელი არ არის და ხშირად პრობლემის მიზეზი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შედგენილი სატენდერო სქემა ხდება.
|
ლიკა გურაბანიძე 09.01.2016
ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერები გვირჩევენ, რომ სპირტიანი სასმელების დალევის შემდეგ, ნაბახუსევზე ნახშირწყლებით მდიდარი საკვებისგან, მაგალითად, პურ-ფუნთუშეულის მიღებისგან თავი შეიკავოთ. მეცნიერთა აზრით, ცილების აღსადგენად არაქისის კარაქი კარგი საშუალებაა.
|
მარი მგალობლიშვილი 09.01.2016
მადრიდის "რეალის" ახალი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მწვრთნელის რანგში ჟურნალისტების წინაშე პირველად წარდგა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სურს, რომ ის შანსი გამოიყენოს, რომელიც "სამეფო კლუბმა" მისცა.
|
თაკო მათეშვილი 08.01.2016
ირაკლი ღარიბაშვილის საიდუმლოებით მოცული გადადგომის შემდეგ აქტუალურია კითხვა თუ რა მისიით წავიდა ხელისუფლებიდან ყოფილი პრემიერი, რა დავალება მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან და მიიღო თუ არა იგი საერთოდ.
|
სალომე სარიშვილი 08.01.2016
"მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ თუკი ჩემი დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნება გადაწყდება, ეს არა რომელიმე პარტიისა თუ პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ჩემი პირადი არჩევანი იქნება", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკანიანი, რომელიც უახლოეს დღეებში კვლავ ამ თანამდებობას დაიკავებს.
|
ლიკა ამირაშვილი 08.01.2016
საქართველოში განქორწინების რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით კი ეს მაჩვენებელი დედაქალაქშია საგანგაშო. 2015 წლის პირველი 6 თვის მონაცემების მიხედვით თბილისში ქორწინების 50 პროცენტი განქორწინებით დასრულდა. სპეციალისტების ინფორმაციით, ქორწინება-განქორწინებას შორის ზღვარმა ბოლო წლებში დასაშვებ ნორმას საგრძნობლად გადააჭარბა.
|
პატრიარქი ილია II 08.01.2016
ნინი ქეთელაური
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია ||-ის 2016 წლის საშობაო ეპისტოლე ყოველდღიური ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს შეეხება და ძირითადი აქცენტი ადამიანთა ურთიერთობებსა და სიყვარულზე კეთდება.
|