თიკო ოსმანოვა
11.01.2016

 საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დავით ზალკალიანის დანიშვნას მისი ყოფილი თანაგუნდელი, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე ეხმაურება და ყოფილ თანაგუნდელს გადაწყვეტილებას უწუნებს. ფანჯიკიძის თქმით, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრობისას ზალკალიანის უშუალო ხელმძღვანელი იყო, ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღო და პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ეკატერინე ბასილაია
11.01.2016

 2016 წლამდე მმართველი ძალისათვის ხელისუფლების შესანარჩუნებლად მაჟორიტარული სისტემა ისევ მთავარ საშუალებად დარჩა და ამდენად, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარების პოლიტიკური ფასიც ძალიან მაღალია. წინასწარ კეთდება პროგნოზები, რომ არჩევნებს მოიგებს ის ძალა, ვინც მაჟორიტარებში მეტ მანდატს მოაგროვებს.

სალომე სარიშვილი
11.01.2016

 თურქეთის ქალაქ სტამბულში ნაპოვნი ფლამანდიელი მხატვრის, ანტონი ვან დეიკის (1599-1642) ტილოს ნამდვილობის დასამტკიცებლად ექსპერტიზა კვლავ გრძელდება, თუმცა მანამდე თურქი სპეციალისტები კლევის პირველად მონაცემებზე დაყრდნობით ტილოს ორიგინალობაზე უკვე საუბრობენ. ამის შესახებ თურქული "ჰურიეთი" რამდენიმე დღის წინ წერდა. საბოლოო დასკვნას კი, გაზეთის ცნობით, თურქეთის ხელოვნების უნივერსიტეტის ექსპერტები დადებენ.

თაკო მათეშვილი
11.01.2016

 ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის მიზნობრივით შეცვლის ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ სახელმწიფო მდიდრისა და ღარიბისთვის ფულს თანაბრად არ უნდა ხარჯავდეს.

ნინო ქეთელაური
11.01.2016

 თუ სასკოლო კომპიუტერი გაგიფუჭდათ და საგარანტიო დოკუმენტით თქვენი კომპიუტერის შეკეთება კომპანია "იუ-ჯი-თის" ევალებოდა, უნდა იცოდეთ, რომ ის აღარ შეაკეთებს. როგორც "მთელმა კვირამ" გაარკვია, საგარანტიო კომპანია "იუ-ჯი-თის" განათლების სამინისტროსთან ხელშეკრულების ვადა გაუვიდა და ამჟამად სასკოლო კომპიუტერების შეკეთება აღარ ევალება.

გვანცა ღვედაშვილი
11.01.2016

 საქართველოში 2011-2012 წლებში უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის მასობრივმა შესყიდვამ ზოგიერთ რეგიონში კონფლიქტური სიტუაცია შექმნა. ქართლსა და კახეთში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის ინიციატივით, რის შემდეგაც პარლამენტმა 2012 წლის გაზაფხულზე უცხოელების მიერ მიწის შესყიდვაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის ივნისში ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

მარი მგალობლიშვილი
11.01.2016

 უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეფ ბლატერმა ფრანგულ გამოცემა "ლე მონდთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "კარგი სახელის" დასაბრუნებლად ბოლომდე იბრძოლებს.

ლიკა ამირაშვილი
11.01.2016

 აბორტების კუთხით რა მდგომარეობაა საქართველოში და ყველაზე ხშირად რა ასაკში მიმართავენ ექიმს ორსულობის ხელოვნურად შესაწყვეტად, ამის შესახებ "მთელ კვირასთან" ინტერვიუში "დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძე საუბრობს.

გვანცა ღვედაშვილი
09.01.2016

 რა განსხვავებაა ყოფილ და ახალ პრემიერ-მინისტრებს შორის? ექს-პრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ამოწურა თავისი შესაძლებლობა. გარდა ამისა ამბობს, რომ მას არ გააჩნდა საკუთარი პოლიტიკური ნება და პოლიტიკაში შემთხვევით იყო მოხვედრილი. რაც შეეხება ახლანდელ პრემიერ-მინიტრ გიორგი კვირიკაშვილს, იგი რადიკალურად განსხვავდება ყოფილი პრემიერისგან და მასთან შედარებით გაცილებით დამოუკიდებელიც იქნება.

ლიკა ამირაშვილი
09.01.2016

 გარდაბნის რიგგარეშე თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატად თავდაპირველად ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე განიხილებოდა, თუმცა "ოცნებამ" საბოლოო არჩევანი გოჩა ჯამარაულზე შეაჩერა. როგორც არეშიძემ "რეზონანსს" უთხრა გარდაბანში არჩევნების მონაწილეობის სანაცვლოდ "ოცნებას" თავისი პირობა შესთავაზა, რაც მომავალში მის მაჟორიტად წარდგენას გულისხმობდა.

თიკო ოსმანოვა
09.01.2016

 შეწყალების კორუფციულ სკანდალთან და ალეკო ელისაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის და "ქრონიკა პლუსის" რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. ამასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესელიამ ორი სარჩელი უკვე შეიტანა ანალოგიურ სარჩელს კი კობახიძე ელისაშვილის წინააღმდეგ საშობაო პერიოდის შემდეგ შეიტანს. საუბარია ე.წ. კოკაინის საქმეზე დეპუტატების მხრიდან საკრებულოს წევრის, ალეკო ელისაშვილზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე.

თაკო მათეშვილი
09.01.2016

 საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მოწოდებული კონსულტაციები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, როგორც ჩანს, არ შედგება. უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონსულტაციებისთვის მზად არიან, ოღონდ მთავარ საკითხზე - პროპორციული სისტემის შემოღების 2020 წლამდე გადავადებაზე აზრის შეცვლას არ აპირებენ. ოპოზიცია კი ამგვარი წინაპირობით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ "მეასეხარისხოვან" საკითხებზე ლაპარაკში დროს არ დახარჯავენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×