მარი მგალობლიშვილი
26.12.2015

 ინგლისის ნაკრებისა და "ლივერპულის" ლეგენდარული ფეხბურთელი სტივენ ჯერარდი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად დუბაიში ისვენებს. სწორედ იმ სასტუმროში, სადაც ჯერარდი იმყოფებოდა, ისვენებდა რუსული გამომცემლობის "გაზეტა.რუ"-ს კორესპონდენტი, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და ინგლისელ ფეხბურთელთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

თაკო მათეშვილი
26.12.2015

 ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი - ეს ის მთავრობის წევრები არიან, რომლებსაც ახალ მინსტრთა კაბინეტში, დიდი ალბათობით, ვეღარ ვიხილავთ. ოფიციალური განცხადება არც ერთ მათგანთან დაკავშირებით არ გაკეთებულა, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, ხადური თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა.

სალომე სარიშვილი
26.12.2015

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მისი პირადი გადაწყვეტილება და უფლება იყო, ამიტომ ამ გადაწყვეტილების მოტივაციაზე საუბარი მას არასწორად მიაჩნია. მაღრაძის თქმით, ღარიბაშვილმა მთავრობასთან ერთად, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და ამის ერთ-ერთი ნათელი დასტური ვიზალიბერალიზაციის მიღებაა.

ნინო ქეთელაური
26.12.2015

 მეტროს სადგურ "სამგორის" ტერიტორიაზე სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა. როგორც "რეზონანსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბანერი იქვე გაჩერებულ სამ ავტომობილს დაეცა და ყველა მათგანი დაზიანდა. ავტომობილების მეპატრონეეები ადგილზე არ იმყოფებოდნენ და დაშავებულიც არავინაა.

მარი ჩიტაია
26.12.2015

 იმერეთის რეგიონში წაბლის ტყეები მასობრივად ნადგურდება. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ჯანსაღი ტყეების მაჩვენებელი 40-დან 85%-მდეა შემცირებული. პრობლემა განსაკუთრებით ზესტაფონშია, სადაც ლიცენზიანტის დაუდევრობით 6000 ჰა ტერიტორიაზე გაშენებული ტყე ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა.

ლიკა ამირაშვილი
25.12.2015

 თურქმენეთი დინამიკურად განვითარებად ერად ითვლება. ქვეყანა რეგიონში სპორტის სახელმწიფოს სტატუსსაც იძენს, სადაც ჯანმრთელობა და ცხოვრების სწორი წესი სახელმწიფოს პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს.

თაკო მათეშვილი
25.12.2015

 პარტიის "რებრენდინგი", წინასაარჩევნოდ მზადება, დაპირისპირება, კოალიციის დაბალი რეიტინგის გამოსწორება, წარუმატებლობის გამო გაწირვა - ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას ზემოჩამოთვლილი ვარიანტები ყველაზე აქტუალური და პოპულარულია.

თიკო ოსმანოვა
25.12.2015

 ახალ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი, სავარაუდოდ, 29 დეკემბერს დააკომპლექტებს. ირაკლი ღარიბაშვილის შემცველად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, მათ შორის ყველაზე რეალური გიორგი კვირიკაშვილია.

სალომე სარიშვილი
25.12.2015

 გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზი კომპლექსურია, რაც ხელისუფლების საგრძნობლად შელახულ რეიტინგსაც უკავშირდება. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მმართველ ძალას ავტორიტეტის სტაბილიზაციის მიზნით ცვლილებები სჭირდებოდა და ამგვარი რებრენდინგით მთავრობა საზოგადოებაში ახალი მუხტის შექმნას შეეცდება.

ელზა პაპოშვილი
25.12.2015

 ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენება, დიდი ხანია გადაწყვეტილი იყო. მისი თქმით, ეს პროცესი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა კვლევებმაც დააჩქარა, სადაც "ქართული ოცნების" რეიტინგი მნიშვნელოვნად იყო დაკლებული.

ნინო ქეთელაური
25.12.2015

 საახალწლოდ მეტროთი და "რიყე-ნარიყალას" საბაგიროთი სარგებლობა უფასო იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, მოქალაქეებს უფასოდ მგზავრობა 31 დეკემბერს 23:00-დან და 1 იანვარის 04:00-მდე შეეძლებათ.

მაკა ხარაზიშვილი
25.12.2015

 ლარის მკვეთრი მერყეობა ეროვნული ბანკის ინტერვენციამ შეაჩერა. მთელი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში უფასურდებოდა. გუშინ, შუადღისას, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 დოლარი 2,435 ლარი ღირდა, ხოლო ბანკებში ამერიკული ვალუტის ღირებულებამ 2,46 ლარს მიაღწია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×