ნათია ლომიძე 23.12.2015
თბილისის გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობა უამრავ პრობლემას უჩივის, მაგრამ განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებენ გადაადგილების სირთულეზე. ბოლო დროს გარეუბნებიდან ქალაქის ცენტრში მგზავრობა ძალიან გაძნელდა. საქალაქო ტრანსპორტს დიდი დრო სჭირდება დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. შესაბამისად, ხალხი სამსახურში, სასწავლებლებსა და სხვადასხვა დანიშნულების პუნქტამდე დროულად მისვლას ვერ ახერხებს.
|
მაკა ხარაზიშვილი 23.12.2015
რეგიონში ენერგეტიკული რესურსების განაწილებისთვის ბრძოლა ახალ ფაზაში შედის. ამერიკა ევროპაში თხევადი გაზის ექსპორტზე კონტრაქტებს აფორმებს, რუსეთი ცდილობს აზიიდან რაც შეიძლება დიდი მოცულობის გაზის ტრანსპორტირება დაიბევოს და ევროპის ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა შეინარჩუნოს. თურქეთის მთავრობა კი დივერსიფიკაციის მიმართულებით გააქტიურდა, ვინაიდან რუსეთი მისთვის არასაიმედო ქვეყანა გახდა. ამ დროს საქართველო, შეიძლება ითქვას, "ორ ცეცხლს" შუაა ჩავარდნილი.
|
მარი ჩიტაია 23.12.2015
არარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, შესაძლოა, სახელმწიფოს საკუთრება გახდეს. მათი განკარგვის ან სარგებლობაში გადაცემის კუთხით ერთწლიანი შეზღუდვა დაწესდება. ცვლილება არ შეეხება იმ მოქალეებს, რომლებიც მემკვიდრეობით მიღებულ მიწებს რეგისტრაციის გარეშე განკარგავენ და ფაქტობრივი მფლობელები არიან.
|
მარი მგალობლიშვილი 23.12.2015
იხსნება სატრანსფერო პერიოდი, სრულდება სეზონის ნახევრები და ტრანსფერებიც აქტუალური ხდება. უკვე ცნობილია, რომ მიუხენის "ბაიერნს" ესპანელი მწვრთნელი პეპე გვარდიოლა ტოვეს. ინფორმაცია პეპეს წასვლის შესახებ "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაადასტურა და შემდეგი კომენტარიც გააკეთა.
|
ელზა წიკლაური 23.12.2015
რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები ძალაში პირველი იანვრიდან შედის, თუმცა რუსი მებაჟეები საზღვრზე თურქულ პროდუქციას რამდენიმე დღეა აღარ უშვებენ. მოსკოვი სანქცირებული პროდუქციის სიის გაზრდასაც გეგმავს და ქვეყანაში თურქული საფეიქრო ნაწარმის აკრძალვასაც აპირებს. რუსი მებაჟეები თურქეთის მიერ "მესამე" ქვეყნის "გამოყენებაზე" საუბრობენ და აცხადებენ, რომ ასეთი ფაქტი მათ უკვე აღკვეთეს.
|
ელზა წიკლაური 22.12.2015
ევროკავშირისა და რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, საქართველო მორიგი მიგრაციული შოკის წინაშე აღმოჩნდება. თუ ამას ამერიკაც დაემატება, მაშინ, სპეციალისტების გავლით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება. ამ ეტაპზე სამშობლოს საზღვრებს მიღმა დაახლოებით 1,6 მლნ ქართველია. რუსეთთან და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში კი მათ კიდევ 320-400 ათასი თანამემამულე შეემატება.
|
სალომე სარიშვილი 22.12.2015
"არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, თუმცა საბოლოო ჯამში, ანალიზი რომ გავაკეთოთ, რასაკვირველია, თავისუფლად შესაძლებელია, ივანიშვილი წინასაარჩევნო პროცესში ჩაერთოს, ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული", - ამგვარია პოლიტოლოგთა ნაწილის შეფასება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო პროცესში შესაძლო ჩართვის შესახებ.
|
თიკო ოსმანოვა 22.12.2015
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ აბაშიძის თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული, თუ "ოცნების" ხელისუფლებამ რადიკალური შეცდომები არ დაუშვა. იგი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივასაც მიესალმება, თუმცა დასძენს, რომ მოსკოვთან უვიზო მიმოსვლა არ არის სტაბილური და საქართველოს ორიენტაცია მთლიანად ევროპისკენ უნდა იყოს მიმართული.
|
თაკო მათეშვილი 22.12.2015
რთული, მაგრამ შესაძლებელი - ასე აფასებენ სპეციალისტები ამერიკის შეერთებულ შტატებთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას და დასძენენ, რომ ეს უფრო ძნელი მოსაპოვებელი იქნება, ვიდრე ევროკავშირის შემთხვევაში, რადგან ამერიკელებს უფრო მეტი მოთხოვნა და სერიოზული კრიტერიუმები აქვთ.
|
თიკო ოსმანოვა 22.12.2015
შეთანხმება მიღწეულია - საქართველო საფრანგეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს ყიდულობს. თავდაცვის მინისტრის მრჩევლის გიორგი თავდგირიძის თქმით, საქართველო მიიღებს თანამედროვე სისტემებს, რომელიც ეფექტიანი იქნება როგორც საქართველოს ცის კონტროლის, ასევე საიმედო, გაუვალი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ქოლგის შესაქმნელად.
|
მამუკა ნაცვალაძე 22.12.2015
მომავალი წლიდან საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს ევრო 2017-ის შესარჩევ ეტაპზე მოუწევს ბრძოლა, სადაც "ჯვაროსნებს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებათ.
|
მარი ჩიტაია 22.12.2015
რა მოხდება 2016 წლის მარტიდან, თუკი მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელი საჭის გადატანას მოისურვებს? როგორც აღმოჩნდა, ასეთი ჩანაწერი ახალ კანონმდებლობაში არ მოიძებნება, რაც ხელოსნებსა და მძღოლებს თავგზას უბნევს. ასეთი პირობა მეწარმეებისა და კერძო ხელოსნებისთვის უცნობია. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტისთვის დაწესებული აკრძალვა უკვე რეგისტრირებულ მანქანებში საჭის გადატანას არ ზღუდავს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|