მარი ჩიტაია
25.12.2015

მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში ცვლილებას ექსპერტების ნაწილი არ იზიარებს. მათი აზრით, შეიძლება კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილების მომსწრე გავხდეთ, განსაკუთრებით, ფინანსთა მინისტრის მისამართით, რადგან მოსალოდნელი საკადრო ცვლილების ადრესატად სწორედ ნოდარ ხადური მოიაზრება.

ელზა წიკლაური
25.12.2015

 მანათის დევალვაციამ და ბაქოს მიერ სხვადასხვა პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვის დაწესებამ, გამორიცხული არ არის, რომ ქართულ ექსპორტს დამატებითი ბარიერი შეუქმნას. ავტომანქანების ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემა უკვე არსებობს და ის წლის განმავლობაში თითქმის 5-ჯერ შემცირდა.

ია აბულაშვილი
25.12.2015

 "რა ვუყოთ თუ ვერ გამართლდა ირაკლი წერეთლის პოლიტიკური იდეალები, რა ვუყოთ თუ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო მისმა რევოლუციურმა ბრძოლამ, - მაინც ირაკლი (კაკი) წერეთელი იმოდენა მოვლენაა ჩვენი და არა მარტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ მისი წარმომშობი ერი ასეთ შვილებს არ უნდა კარგავდეს"! - ასე აფასებდნენ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის ირაკლი წერეთლის მოღვაწეობას ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები.

მამუკა ნაცვალაძე
25.12.2015

 ქართველი კინოდოკუმენტალისტი გოგი თორაძე საერთაშორისო აღიარების შემდეგ საქართველოშიც დააფასეს - მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციამ, რომლის პრეზიდენტი გახლავთ ევა ბაბალაშვილი-ხუხაშვილისა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტები ნათელა პატარკაციშვილი და ნატო კვანტალიანი, პროექტ "გამარჯვებულის" პირველ ნომინანტად სპორტული ტრილოგიის ავტორი წარადგინა.

ეკატერინე ბასილაია
24.12.2015

 "თანამდებობები არის დროებითი, მარადიული არის უფალი და სამშობლო, ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობდა, ახლა, როდესაც გამყარებულია ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო მიმართულებები", - მთავრობის კანცელარიიდან საღამოს 8 საათზე განაცხადა უკვე ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მადლობა გადაუხადა ქვეყანას, ხალხს და განსაკუთრებით, მეუღლეს, ნუნუკას და ალბათ ერთადერთი ბრიფინგი იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ მადლობა რატომღაც დაავიწყდა.

ია აბულაშვილი
24.12.2015

 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა, თუმცა მიზეზი, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, არ დაუსახელებია. არადა, გადადგომამდე ორი დღით ადრე მან სამწლიანი ანგარიშიც წარადგინა და ქვეყნის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

სალომე სარიშვილი
24.12.2015

 საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთანაა დაკავშირებული.

ვახტანგ შამუგია
24.12.2015

 გუშინ, 23 დეკემბერს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ქართული, სომხური, რუსული და ირანული მხარეების მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმი ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას და რეგიონულ სადისპეჩერო ცენტრზე მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს ოთხივე ქვეყნის ელექტროსისტემის ეფექტურობის გაზრდას, სწრაფ რეაგირებას კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს, ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებას, სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიის სფეროში რეგიონული თანამშრომლობის სათანადო სასისტემო და სისტემათაშორისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამან კი, ხელმომწერთა აზრით, უნდა შექმნას ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობა, ხელი შეუწყოს ელექტროენერგიით ვაჭრობის განვითარებას და მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ვახტანგ შამუგია
24.12.2015

 რუსეთი სომხეთის ტერიტორიაზე არსებულ თავის სამხედრო ნაწილებს ახალი ტექნიკით აძლიერებს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ და სომხურ მედიაში გავრცელდა. დეკემბრის შუა რიცხვებში სამმა უზარმაზარმა სატრანსპორტო თვითმფრინავმა ილ-78-მა სამხრეთის სამხედრო ოლქიდან ერებუნის აეროდრომზე ღრმად მოდერნიზებული 6 ერთეული მი-24 "ნიანგის" და ამდენივე საბრძოლო-სატრანსპორტო მი-8 ტიპის შვეულმფრენი გადაისროლა. მსგავსი ავიარეისი დეკემბრის პირველ რიცხვებშიც შესრულდა, რა დროსაც ერებუნში 7 მი-24 და 8 მი-8 ჩაიტანეს.

ელზა პაპოშვილი
24.12.2015

ტაქსის მძღოლის ვინაობა, რომელსაც ქალებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დადგენილია და მის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

თაკო მათეშვილი
24.12.2015

 რა ხდება ადამიანის თავში მაშინ, როცა იგი ახლობელ ადამიანს, ოჯახის წევრს ზიანს აყენებს, კლავს? ამ კითხვამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ამ ორიოდე დღის წინ, როცა თბილისში, დიღმის მასივში ახალგაზრდა მამა და მისი 5 წლის შვილი მოკლეს. ამ დანაშაულში ახალგაზრდა მეუღლე და დედაა ბრალდებული (რომელიც დანაშაულს არ აღიარებს).

ლიკა ამირაშვილი
24.12.2015

 წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა. ამის მიზეზად წმინდა სინოდი ვაშაკიძის მხრიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებზე მუდმივად ცილისმწამებლურ განცხადებებს ასახლებს. მოგვიანებით როგორც ილია ვაშაკიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, სინოდის ამ გადაწყვეტილებს არ დაემორჩილება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×