მარი მგალობლიშვილი 21.12.2015
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა მიხეილ მესხის სტადიონის მედიაცენტრში პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტებთან ზუგდიდში 16 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრეს.
|
თიკო ოსმანოვა 19.12.2015
ზვიად მახარაძე ბრიუსელიდან

ევროკავშირის 22 ქვეყანა, პლუს შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი - ამ 26 ევროპულ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეები, სავარაუდოდ, 2016 წლის ზაფხულიდან უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ. ევროკომისიამ საქართველოს მწვანე შუქი უკვე აუნთო. ახლა ტექნიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მმართველმა საბჭომ და წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. იურიდიული პროცედურების გავლას 3-დან 7 თვემდე დასჭირდება. მომავალი წლის შემოდგომამდე უვიზო რეჟიმი უკვე უნდა ამოქმედდეს.
|
ვახტანგ შამუგია 19.12.2015
აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის პარლამენტმა 18 დეკემბერს გამართულ სხდომაზე რუსულ-აფხაზურ სამხედრო გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის რატიფიცირება მოახდინა. დე ფაქტო პარლამენტარებმა გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
|
მამუკა ნაცვალაძე 19.12.2015
ჟოზე მოურინიო "ჩელსის" მწვრთნელი აღარაა. "არისტოკრატთა" მეპატრონემ რომან აბრამოვიჩმა "ლესტერთან" წაგებული მატჩის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მოურინიომ გუნდის მთავარი მესაჭის პოსტი უნდა დატოვოს. "ჩელსის" სეზონის ბოლომდე ჰოლანდიელი სპეციალისტი გუუს ჰიდინკი გაწვრთნის, რომელიც უკვე ლონდონში იმყოფება და აბრამოვიჩთან კონტრაქტის დეტალებს ათანხმებს.
|
თაკო მათეშვილი 19.12.2015

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პოლიტიკურ ასპარეზზე დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. პოლიტოლოგები და სოციოლოგები ამბობენ, რომ სამთავრობო კოალიციის დამარცხების შანსი ოპოზიციას მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში ექნება, რადგან ცალ-ცალკე თითოეული პარტიის რეიტინგი საკმაოდ დაბალია.
|
ელზა პაპოშვილი 19.12.2015
"დავით სანაკოევის განცახდება, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტები წვრთნებს გადიან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე თავდასხმაა მოსალოდნელი, სრული აბსურდია. ეს ინფორმაცია მისი ფანტაზიაა თუ ძაღლის თავია დამარხული, მე მგონი, გასარკვევი ახლა ეს გვაქვს. სხვა შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოებამ და ორგანიზაციებმა კარგად იციან, რომ პანკისში სიმშვიდეა," - აცხადებს უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სამხრეთ ოსეთის მხრიდან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლის განცხადების კომენტირებისას.
|
ია აბულაშვილი 19.12.2015
"იოსებ ელიგულაშვილს უნდა ვუმადლოდეთ, რომ საქართველოს მთავრობამ 1922 წელს შეიძინა პარიზთან ახლოს დაბა ლევილში მამული და ორსართულიანი სახლი (შატო), რომელიც დღესაც საქართველოს ეკუთვნის და მთელი ამ წლების მანძილზე დიდი სამსახური გაუწია ქართულ ემიგრაციას.
|
ლიკა ამირაშვილი 19.12.2015
ევროკავშირი ყოველწლიურად საქართველოში მილიონობით ევროს დებს, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა რეფორმების განხორციელებისთვის იხარჯება. აღნიშნული თანხები პრიორიტეტების მიხედვით ნაწილდება, რომელსაც სახელმწიფო თავად ადგენს. ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი მუშაობა 1992 წლიდან დაიწყო და დღემდე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
|
ნათია ლომიძე 19.12.2015
დღეს საქართველოში ტენდენციად იქცა უცხოეთის უნივერსიტეტებში განათლების მიღება. სამწუხაროდ, ქართველი სტუდენტების უმეტესობას არ გააჩნია იმის სახსრები, რომ გადაიხადოს საზღვარგარეთ სწავლის მაღალი გადასახადი. მით უფრო, საქართველოში სწავლის გადასახადის დაფარვაც უმრავლესობას უჭირს.
|
ელზა წიკლაური 19.12.2015
გლობალური ეკონომიკის ზრდის საგაისო პროგნოზი არასახარბიელოა. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი მომავალ წელს "იმედგაცრუების" წელს უწოდებს. ნეგატიურია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზიც, სსფ-შიც თვლიან, რომ 2016-ში მსოფლიო ეკონომიკა შემცირდება. მეტ-ნაკლებად ოპტიმისტურია "ფიჩი". სააგენტოში თვლიან, რომ გაისად გლობალური ეკონომიკა მართალია მცირედით, მაგრამ მაინც გაიზრდება.
|
ელზა წიკლაური 19.12.2015
მუნიციპალური ავტობუსები, შესაძლოა, კერძო კომპანიის მფლობელობაში გადავიდეს. აღნიშნული იდეა მერიაში უკვე არსებობს, თუმცა როგორც ნარმანიას უწყებაში ირწმუნებიან, ეს მომავლის პერსპექტივაა და ამ ეტაპზე ქალაქის მთავრობის მთავარ მიზანს თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანა წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუკი ე.წ. ყვითელი ავტობუსები კერძო კომპანიის მფლობელობაში გადავიდა, ეს ცალსახად მგზავრობის გაძვირებას გამოიწვევს, რასაც სპეციალისტთა თქმით, სერიოზული საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვება.
|
ლიკა გურაბანიძე 19.12.2015
ექიმების აზრით, სქოლიოზი, ანუ ხერხემლის გამრუდება, ადრეული ასაკიდან არასწორი საყოფაცხოვრებო და შრომითი პირობების გამო ვითარდება. ამავე დროს, ის არასწორად ჯდომის შედეგიცაა და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მოზარდებს შორის.
|