თიკო ოსმანოვა
16.12.2015

 შეწყალების სკანდალური საქმე სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს და ახალ-ახალი დეტალებით მდიდრდება. საქმეზე მოწმის სახით რამდენიმე დღეში უკვე 30-მდე ადამიანია დაკითხული, ძირითადად ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები. ასევე ახლო მომავალში პროკურატურამ, შესაძლოა, პრეზიდენტიც დაკითხოს.

თაკო მათეშვილი
16.12.2015

 ე.წ. შეწყალების საქმეზე მალე შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტი დაიკითხოს. პროკურატურა ამას არ გამორიცხავს. პრობლემას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ თუკი ამის საჭიროება დადგება, გიორგი მარგველაშვილი დაკითხვაზე მივა, რომ იგი მზადაა გამოძიებას ნებისმიერი ფორმით დაეხმაროს და უკვე ეხმარება კიდეც.

სალომე სარიშვილი
16.12.2015

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანი მიროტაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ გუშინდელ უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც ურავლესობის წევრებთან ერთად, ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ, მსჯელობა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე - საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით იყო.

ია აბულაშვილი
16.12.2015

 "ეს არის ტექნიკური და არა არსობრივი შეფერხება. თუ ჩვენ გვინდა კოლექტიური სისტემის წევრი ვიყოთ, ანგარიში უნდა გავუწიოთ მათი მუშაობის პერიპეტიებს.

ელზა პაპოშვილი
16.12.2015

 უფლებადამცველი და ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება სხვა არფერია, თუ არა ახალი პოლიტიკური ძალის გამომზეურება. ხოლო ამ თამაშში, კაკაბაძის აზრით, საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობს.

მარიამ აფციაური
16.12.2015

 მოსმენიდან თვალთვალამდე - ასეთი შეფასება მოჰყვა მძღოლების უმეტესობის მხრიდან ფარული პატრულირების წესის შემოღებას. ძალიან ბევრმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში წესების დარღვევის გარეშე გადაადგილება საერთოდ შეუძლებელია. ფეხით მოსიარულეები ცვლილების მიმართ ნაკლებად კრიტიკულები აღმოჩნდნენ, ბევრი ფიქრობს, რომ საგზაო მოძრაობის კონტროლი უფრო ადრეც უნდა გაძლიერებულიყო.

მაკა ხარაზიშვილი
16.12.2015

ფულადი გზავნილების მაჩვენებელი ყოველთვე უმჯობესდება. თუკი ოქტომბერში გადმორიცხვები 27%-ით შემცირდა, ნოემბერში კლებამ 18% შეადგინა. ეკონომისტების გათვლით, 2016 წელს გზავნილების მოცულობა დაახლოებით ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, თუმცა გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.

ელზა წიკლაური
16.12.2015

 რუსული რუბლი, ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად, კვლავ ეცემა. მართალია, გუშინ მსოფლიო ბაზარზე "ბრენტის" ტიპის საწვავი მცირედით, 39 დოლარამდე გაძვირდა, მაგრამ რუბლმა ისტორიული რეკორდი მაინც მოხსნა, ერთმა დოლარმა - 70 რუბლს, ევრომ კი 78 რუბლს გადააჭარბა. პანიკა იყო რუსულ საფონდო ბირჟაზეც, როგორც ადგილობრივი მედია წერს, შეშინებული ბროკერები დახმარებისთვის ცენტრალურ ბანკს მიმართავდნენ. მალევე ბირჟაზე ვაჭრობაც შეწყდა.

მარი ჩიტაია
16.12.2015

 სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამსვენებელები ჯერჯერობით არ ჩანან. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, მთის კურორტებზე სიწყნარეა. გუდაურის წამყვან სასტუმროებში აცხადებენ, რომ საახალწლო სეზონის გარდა, ჩვეულებრივ პერიოდში შეკვეთების 1%-იც არ აქვთ.

მამუკა ნაცვალაძე
16.12.2015

 ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების მთავარი სენსაცია "ლესტერ სიტია", რომელიც მე-16 ტურის შემდეგ ისევ ინარჩუნებს პირველობას. კლაუდიო რანიერის გუნდმა უმნიშვნელოვანესი ტესტი ჩააბარა ამბიციური მოურინიოს "ჩელსისთან". "კონგ პაუერზე" ლესტერში მასპინძლებმა სძლიეს ლონდონელებს 2:1 და კიდევ ერთხელ აჩვენეს საფეხბურთო სამყაროს, რომ მათი პირველობისაკენ სწრაფვა სრულიადაც არაა შემთხვევითი.

სალომე სარიშვილი
16.12.2015

თბილისში საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ყოველწლიური კონგრესი გაიხსნა, რომელსაც წელს რამდენიმე ქვეყნის უცხოელი მეცნიერი და საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი უროლოგები სტუმრობენ. ორდღიანი ღონისძიება მიზნად უროლოგიურ-ონკოლოგიურ დაავადებათა მიმართულებით არსებული აქტუალური თემების განხილვას, აზრთა გაცვლასა და უცხოელი ექიმების გამოცდილების გაზიარებას ისახავს. ყოველწლიური კონგრესი ოფიციალურად 16 დეკემბერს დაიხურება.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
15.12.2015

 საქართველოსა და უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში დღეს აღარ გამოქვეყნდება. ამის შესახებ გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი. თუმცა რამდენადაა ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება საბჭოზე გამოხატული წევრი ქვეყნების პოზიციასთან, ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×