ნინო ქეთელაური
12.12.2015

 მომავალ წელს ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გაზშემკრები სისტემა გაკეთდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, მავნე აირებისა და გამონაბოლქვის შემცირების თვალსაზრისით, მომავალი წლიდან თბილისში ორი პროექტი განხორციელდება. ერთ-ერთი სწორედ ლილოს პოლიგონის ტერიტორიაზე გაზშემკრები სისტემის გაკეთებაა.

ნათია ლომიძე
12.12.2015

 ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება მოსახლეობაზე უარყოფითად აისახა. ეროვნული ვალუტის დაცემასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა დღესაც არ ცხრება, რაც უამრავი პრობლემის გამომწვევ მიზეზად იქცა. სექტებრიდან მოყოლებული დიდი გასაჭირი დაადგათ სტუდენტებსა და მისი ოჯახის წევრებს.

მაკა ხარაზიშვილი
12.12.2015

 შემოდგომის მიწურულს ღვინის ექსპორტი გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ეს ტენდენცია მთლიანი 2015 წლის დანაკლისს ვერ აღმოფხვრის. "რეზონანსის" გათვლით, წლის ბოლოსთვის ექსპორტი, შარშანდელთან შედარებით, 22-23 მილიონი ბოთლით ნაკლები იქნება.

მარი ჩიტაია
12.12.2015

 ადგილობრივი პროდუქტები ხშირად დარღვევით იწარმოება. ფაქტები სურსათის კონტროლისას ვლინდება, მაგრამ ზოგჯერ მომხმარებლიც პირდაპირ აწყდება პრობლემას. საწარმოო შეუსაბამობა ყველაზე ხშირად ტექნიკური აღჭურვილობის ხარვეზს უკავშირდება.

მარი ჩიტაია
12.12.2015

 ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის დამყარებით მთავრობა ექსპორტის გაზრდას და წარმოების სტიმულირებას ცდილობს. ჯერჯერობით ეკონომიკურ სარგებელზე საუბარი ნაადრევია. როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, ეს პროცესი სამომავლოდ გარკვეულ მოგებას მოგვცემს. შიშს, რომ ჩინური პროდუქცია წაგვლეკავს, როგორც მთავრობა, ასევე ეკონომისტების ნაწილი უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

ლიკა გურაბანიძე
12.12.2015

 ორსულობასთან დაკავშირებით მრავალი ცრურწმენაა გავრცელებული, რომელთა უმეტესობაც მომავალ დედებს გარკვეულ აკრძალვებს უწესებს. სპეციალისტთა შეფასებით, ამ ცრურწმენათა უმრავლესობა, უბრალოდ, მითია, თუმცა ზოგიერთი მათგანი სიმართლესთან ახლოსაა და მეცნიერული ახსნაც აქვს.

მარი მგალობლიშვილი
12.12.2015

 ლონდონის არსენალი საფრთხის ქვეშ იყო - "მეთოფეებს" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა ემუქრებოდათ. არსენ ვენგერის შეგირდებს გასვლაზე ორბურთიანი სხვაობით უნდა დაემარცხებინა "ოლიმპიაკოსი", რათა შემდეგ ეტაპზე გასულიყვნენ.

თაკო მათეშვილი
11.12.2015

 თავდაცვის მინისტრის მტკიცების მიუხედავად, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე კარგადაა დაცული, რუსულმა ვერტმფრენმა იგი ორი დღის განმავლობაში 2-ჯერ დაარღვია. სპეციალისტები ამ ყველაფერს საქართველოს ცის დაუცველობის დამადასტურებელ საბუთს უწოდებენ და ამბობენ, რომ აღშფოთების გარდა ვერაფერს გავხდებით, რადგან მისი ჩამოგდებით უფრო მეტ პრობლემას გავიჩენთ.

ვახტანგ შამუგია
11.12.2015

 უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, უკრაინის მოქალაქე, 32 წლის ირაკლი ქუთელია დაიღუპა - მის სამხედრო აქტივობაში იყო ალყიდან გარღვევა, ტყვეობა, მოწინააღმდეგისათვის წართმეული ტანკი, თანამებრძოლთა გადარჩენილი სიცოცხლე და გმირობისა და სიმამაცის არაერთი მაგალითი.

ნინო ქეთელაური
11.12.2015

 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 9 000-დან 11 000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3 000-მდე პასიური მოწევის მსხვერპლია.

თიკო ოსმანოვა
11.12.2015

 "რუსეთი საქართველოს მოიაზრებს თავის უკანა ეზოდ. მოსკოვის ხელისუფლებას აქვს ფიქრები და ნატვრა, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი.

სალომე სარიშვილი
11.12.2015

 ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ე.წ ასაფეთქებლების, ფოიერვერკების, შუშხუნების და სხვა საშუალებების მყიდველთა რაოდენობა გაიზარდა. არჩევანი ფასის მიხედვით მრავალფეროვანია, თუმცა პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა კვლავ პრობლემად რჩება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×