მაკა ხარაზიშვილი 08.12.2015
წლის ბოლოსთვის ლარი კიდევ გამყარდება. ამ დროისთვის ეროვნულ ვალუტაზე საგარეო ფაქტორების ზეწოლა ამოწურულია. მისი ბედი მთლიანად მთავრობისა და ეროვნული ბანკის სწორი ფინანსური პოლიტიკის განხორციელებაზე იქნება დამოკიდებული.
|
სალომე სარიშვილი 08.12.2015
"ღორის გრიპის" გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ექიმები მოსახლეობას ჰიგიენური ნორმების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში მნიშვნელოვანია მასობრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან თავი შევიკავოთ, რადგანაც, მათი თქმით, ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.
|
მაკა ხარაზიშვილი 08.12.2015
საქართველოს რეგიონების სასმელი წყლით უზრუნველყოფა ვერ ხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა, პრობლემა ოდნავადაც კი ვერ მოგვარდა. პირიქით, სოფლებში ბუნებრივი წყაროებიც შრებაა და ხალხი უწყლოობით კიდევ უფრო მეტად იტანჯება.
|
მარი ჩიტაია 08.12.2015
რესტორნების მომსახურება საახალწლოდ, შარშანდელთან შედარებით, 20-30%-ით გაძვირდა. მომხმარებლის აქტიურობაზე ფასს გავლენა დიდად არ მოუხდენია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, სადღესასწაულოდ თბილისურ რესტორნებს მომხმარებლის მიზიდვა არ უჭირთ.
|
ელზა წიკლაური 08.12.2015
საქართველო, შესაძლოა, კიდევ ერთი რეგიონული მნიშვნელობის პროექტის მონაწილე გახდეს. საუბარია ირანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებაზე, რომელიც საქართველო-ბულგარეთის დერეფანს გაივლის. აღნიშნული ჯერ იდეაა, თუმცა მისი განხილვა უკვე მიმდინარეობს. მანამდე კი, აზერბაიჯანი და თურქეთი "ტანაპის" მშენებლობას აჩქარებენ. აღნიშნული მილსადენი "შაჰ-დენიზის" პროექტის მეორე ფაზას წარმოადგენს და მისი ამოქმედება, როგორც ანკარასა და ბაქოში ამბობენ, 2018 წლიდან სრულად შესაძლებელი იქნება.
|
სალომე სარიშვილი 07.12.2015
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, პარტნიორ სამინისტროებთან ერთად, შსს-მ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა დაამუშავა. შს მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა მიზნად მძღოლების, ქვეითებისა და მგზავრების უსაფრთხოების დონის ამაღლებას, გზებზე სიკვდილიანობისა და ტრავმატიზმის შემცირებას ისახავს.
|
ვახტანგ შამუგია 07.12.2015
30 ნოემბერს სოხუმში რუსეთის წარმომადგენლებსა და სეპარატისტულ ხელისუფლებას შორის ხელი მოეწერა "დოკუმენტს", რომლის თანახმადაც აფხაზეთში ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა იგეგმება. მის შემადგენლობაში აფხაზური "არმიისა" და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რუსეთის არმიის ნაწილები შევლენ.
|
თიკო ოსმანოვა 07.12.2015
საქართველოს ხელისუფლება და სამოქალაქო სექტორი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ, თუმცა განსხვავებული მეთოდებით. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს ბრძოლის ეფექტურ მექანიზმად რუსულენოვანი საინფორმაციო ტელევიზიის არსებობა მიაჩნია მიზანშეწონილად. საზოგადოება "ივერია" კი საქართველოში რუსული საინფორმაციო არხების აკრძალვას ითხოვს და ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი.
|
თაკო მათეშვილი 07.12.2015
ქართული პროკურატურის საშინელი მარცხი - ასე აფასებენ იურისტები დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის შემდეგ ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ერეკლე კოდუას ამოღებას და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს უტეხს სახელს, არამედ ზოგადად ქვეყანას.
|
ელზა პაპოშვილი 07.12.2015
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად გააქტიურდება და "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი იქნება. თუმცა, ეს მხარდაჭერა როგორი ფორმით იქნება, ამას თავად ივანიშვილი გადაწყვეტს.
|
ნინო ქეთელაური 07.12.2015
ბათუმის 22-ე სკოლის პედაგოგი მოსწავლის ცემის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა და საქმე მოსწავლის მშობლის განცხადების საფუძველზე აღიძრა, რომელიც ამტკიცებდა, რომ პედაგოგი მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.12.2015
თბილისის #29-ე საბავშვო ბაღში აღსაზრდელის გარდაცვალების გამო სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილია. ბაღის დირექტორის ლალი ნოზაძის თქმით, ბაღის აღსაზრდელს - სამი წლისა და შვიდი თვის გოგონას ჩუტყვავილას ინფექცია ჰქონდა. მდგომარეობის დამძიმების შედეგად კი იგი ტოქსიკური შოკის დიაგნოზით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
|