ლიკა ამირაშვილი 11.12.2015
ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციის პროცესის საბოლოო შეფასებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პარლამენტი ევროპულ სტრუქტურებს მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ გაზაფხულზე საქართველოს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა ექნება.
|
ელზა წიკლაური 11.12.2015
2016 წლის მარტიდან საქართველოში ავტომანქანები, საშუალოდ, 30%-ით გაძვირდება, ამასთან, შემცირდება მანქანების რაოდენობა და კიდევ უფრო დაიკლებს რეექსპორტი. მარჯვენასაჭიანების რეგისტრაციის შეწყვეტის შემდეგ კი იაპონური ბიზნესი, პრაქტიკულად, მთლიანად "მოკვდება". სპეციალისტთა ნაწილი თვლის, რომ ახალ ავტომანქანებზე შეღავათების დაწესება სიტუაციას მეტ-ნაკლებად დააბალანსებს და ის არც ექსპორტსა და მით უფრო, არც ფასსზე უარყოფითად არ აისახება.
|
მარი ჩიტაია 11.12.2015
რუსეთში თურქეთის მიმართ დაწესებულმა ემბარგომ ქართული პროდუქტის ექსპორტზე საგრძნობლად იმოქმედა. გადამზიდავების ინფორმაციით, ბოლო 1 კვირაში რუსეთის მიმართულებით ექსპორტი 25-30%-ით გაიზარდა. ცვლილება, ძირითადად, აგრარულ პროდუქციას შეეხო. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ რუსი იმპორტიორები უკვე თავად ჩამოდიან საქართველოში და ადგილზე ცდილობენ გასატანი საქონლის მოძიებას.
|
მაკა ხარაზიშვილი 11.12.2015
"ყაზტრანსოილი" ბათუმის ნავთობტერმინალს ისევ ყიდის. "რეზონანსს" ტერმინალში განუცხადეს, რომ ყაზახ ინვესტორებს არსად ეჩქარებათ და აქტივებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდიან, თუკი გარიგება სარფიანი იქნება. გარდა იმისა, რომ ბათუმის ნავთობტერმინალს ტვირთბრუნვა შეუმცირდა, მისთვის ეს წელი გადამზიდავებთან დაპირისპირებითაც იყო გამორჩეული.
|
ია აბულაშვილი 11.12.2015
"დედექალაქში, სადაც ჩვენი ერის მაჯა სცემს, სადაც სძგერს მისი გული, სადაც წარსულის ჩვენი დიდების ნეშთი სხვაც ბევრი გვაქვს - არ გაგვაჩნია ჩვენდა შესაფერისი პანთეონი ან მამა - დავითისა და ან დიდუბის ეკლესიის ზღუდეთა შორის. ნუთუ სასარგებლო არ იქნება მშვენიერი ქანდაკებებით მორთული სამშობლო მოღვაწეთა სასაფლაო ყოველთვის თვალწინ გვქონდეს სამაგალითოდ ჩვენ და ჩვენს შემდეგ თაობას" - წერდა მე-19 საუკუნის 80-იან წლებში გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტი კოტე მესხი.
|
მამუკა ნაცვალაძე 11.12.2015
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. გამოვლინდა 16 გუნდი, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშების მერვედფინალიდან გააგრძელებს ასპარეზობას.
|
ეკატერინე ბასილაია 10.12.2015
"ქართულ პასპორტს ყოველწლიურად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 400-მდე მოქალაქე იღებს, უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან ერთად კი ქართული პასპორტების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება," - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
|
სალომე სარიშვილი 10.12.2015
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მის მიერ პატიმრების შეწყალების თაობაზე გაკეთებული განცხადებების გამო გუშინ მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. დაკითხვის შემდეგ ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი პირველი რიგის ამოცანაა, "დაისაჯონ ის ბინძური პოლიტიკოსები, რომლებიც პატიმრების გათავისუფლებით ცდილობდნენ ფული ეშოვათ."
|
ლიკა ამირაშვილი 10.12.2015
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპული სტრუქტურების სახელზე მომზადებული დოკუმენტი გუშინ პარლამენტში განხილვის თემად იქცა. "ნაციონალური მოძრაობა" დოკუმენტში აბზაცის ჩამატებას ითხოვს, რაც მთავრობის მხრიდან კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვას გულისხმობს. ამას უმრავლესობა და პროექტის ავტორები არ ეთანხმებიან.
|
ელზა პაპოშვილი 10.12.2015
 თბილისის მერმა განაცხადა, რომ დედაქალაქში უკვე ნახევარ მილიონამდე ხე დაირგო, რაშიც ოპოზიციას ეჭვი ეპარება. როგორც პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, ასეთ შემთხვევაში მერიას დღეში 1000 ხე უნდა დაერგო.
|
ია აბულაშვილი 10.12.2015
"ყოველ განათლებულ ეროვნებისთვის, რომელსაც თვითშემეცნება მოეპოვება, აუცილებლად საჭიროა იცოდეს თავისი წარსული საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორია, უნდა იცოდეს, რასაკვირველია უტყუარი, ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული, ყალბი...
|
ლიკა ამირაშვილი 10.12.2015
ყოველწლიურად უმაღლესი სასწავლებლების პირველ საფეხურზე, ბაკალავრიატში, საშუალოდ 20-27 ათასი აბიტურიენტი აბარებს. თუმცა წლის ბოლოს ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტების რიცხვი 10-16 ათასს შეადგენს-ხოლმე.
|