მამუკა ნაცვალაძე
09.12.2015

 მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ კარიმ ბენზემასთან დაკავშირებულმა სკანდალმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ბოლო პერიოდის ევროპის სპორტულ და პოლიტიკურ პრესაში. ფეხბურთელის დაკავება საკმაოდ რეზონანსული მოვლენა აღმოჩნდა, რასაც ბევრი სტატია მიეძღვნა. ბენზემას "ლიონის" ნახევარმცველ მატიე ვალბუენას შანტაჟში ედება ბრალი.

თიკო ოსმანოვა
09.12.2015

"დაჩეხილი საქართველო" - ოპოზიცია ხელისუფლების მიერ მომზადებულ საარჩევნო სისტემის პროექტს კიდევ ერთხელ იწუნებს. მოთხოვნა უცვლელია, მაჟორატირული სისტემის გაუქმება. კომპრომისზე წასვლასა და 50%-იან ბარიერზე დათანხმებას არ აპირებენ. ამბობენ, რომ ამით ხელისუფლება ხმების მოპარვას იკანონებს და რეალურად არაფერი შეიცვლება. "ახალი მემარჯვენების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით, საარჩევო ოლქების გათანაბრება არის ხელოვნური ჭრა-კერვა, რომლითაც კოალიციის გადარჩენას ცდილობენ.

ლიკა ამირაშვილი
09.12.2015

 თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი ნინო გოცაძე მერიის მაღალჩინოსნებს ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, თბილისის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ბოტანიკური ბაღის, დენდროლოგიური პარკისა და ვერეს ხეობის გაერთიანება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ბაღის განადგურებას გამოიწვევს. გოცაძის თქმით, მისი გათავისუფლება უკანონოდ მოხდა.

ვახტანგ შამუგია
09.12.2015

საქართველო მოუთმენლად ელის ნატო-ს სამიტს, რომელიც მომდევნო წლის 8-9 ივლისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართება. ამის მიზეზია საქართველოსთვის მაპ-ის (ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) მინიჭება-არმინიჭების საკითხი. პოლიტოლოგების განცხადებით, თუ ვარშავაში მაპ-ზე უარს გვეტყვიან, ეს ბოლო დროს გააქტიურებულ პრორუსულ ძალებს ხელში კიდევ ერთ კოზირს მისცემს.

ია აბულაშვილი
09.12.2015

"მიხაკო წერეთელმა "ქართლის ცხოვრების" ტექსტზე და "ვეფხისტყაოსანზე" ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის წინ დაიწყო მუშაობა, როდესაც იგი ბერლინის უნივერსიტეტში ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესორი იყო. 1942 წელს ბერლინიდან ქალაქ კვედლინბურგში გადასახლდა მეგობრებთან და თან წაიღო მთელი ნაწერები, რაც კი ბერლინის დაბომბვას გადაურჩა. აქ დაიღუპა მისი დიდი ნაწილი შუმერული ნაწერებისა, რაც გადარჩა ჩვენ გამოვაქვეყნეთ "ბედი ქართლისაში" გერმანულად," - ეს არის ნინო სალიას სიტყვები, 1977 წელს პარიზში გამოცემული "ვეფხისტყაოსნის" მიხაკო წერეთლის მიერ აღდგენილი ტექსტისთვის წამძღვარებული წინასიტყვაობიდან.

თაკო მათეშვილი
08.12.2015

 თურქეთში მომუშავე ქართველების სამშობლოში დაბრუნებას, იქ არსებული მდგომარეობის გამო, ჯერ არ ელიან, თუმცა, თუკი სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, მათ საქართველოში დაბრუნება, ან სამუშაოდ სხვა ქვეყანაში გადასვლა აუცილებლად მოუწევთ.

თიკო ოსმანოვა
08.12.2015

 ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას "ქართული ოცნების" მიერ დადგმულ პოლიტიკურ თამაშს უწოდებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლებას პრობლემები აქვს, ამიტომ ამაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჩათრევას ცდილობენ.

ნინო ქეთელაური
08.12.2015

 "უახლოეს პერიოდში რუსეთის პოლიტიკა გახდება უფრო მეტად აგრესიული და კიდევ უფრო გაიზრდება მისი სამხედრო ჩართულობა სირიის კონფლიქტში" - სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია თვლის, რომ მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, მეზობელ სახელმწიფოებთან დაძაბული ურთიერთობა და დაკისრებული სანქციები რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას ვერ შეცვლის.

მარი მგალობლიშვილი
08.12.2015

 სანდრო კობახიძის "ვოლინმა" ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო - "მეტალურგი" 9:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი მიითვალა.

ელზა წიკლაური
08.12.2015

 საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმია. იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 40%-ზე მეტი იღებს. მძიმე მდგომარეობაა სხვა რეგიონებშიც, რისი მიზეზიც ინვესტიციების სიმცირე, წარმოების დაბალი დონე, შობადობის დაბალი მაჩვენებელი და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიგრაციაა. სიღარიბის მაჩვენებელი ყველაზე მცირე კი სამცხე-ჯავახეთშია, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 5,1% იღებს, შემდეგია თბილისი - 5,8%, მესამე ადგილს კი ქვემო ქართლი იკავებს - 6%.

მარი ჩიტაია
08.12.2015

 მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვამ ფასზეც იმოქმედა. იმპორტიორების ინფორმაციით, ამ კატეგორიის მანქანები მოულოდნელად 10-15%-ით გაძვირდა, რადგან მოთხოვნამ ერთბაშად მოიმატა. მომხმარებელი ფიქრობს, მარტამდე მოასწროს ყიდვა. უკვე შეკვეთილი პარტიის ჩამოსვლას იმპორტიორები თებერვალში ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანებს ერთ-ორ თვეში მეტი მოგებით გაყიდიან.

ელზა წიკლაური
08.12.2015

 საქართველოს მოსახლეობა სოციალურ დეფოლტს უახლოვდება. ლარის დევალვაციისა და ინფლაციის შედეგად გაზრდილი ხარჯის გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი საბანკო კრედიტებს უკვე ვეღარ უმკლავდება. 2015 წლის 11 თვეში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 141,4 მლნ ლარით, ანუ 56,2%-ით გაიზარდა, წლიურმა ზრდამ კი დაახლოებით 50% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ შარშან იანვარ-ნოემბერში ასეთი სესხების მოცულობა მხოლოდ 14,1%-ით იყო გაზრდილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×