მაკა ხარაზიშვილი
05.12.2015

თურქეთული კურორტების ჩაკეტვის შემდეგ, რუსეთის ტურისტული კომპანიები ალტერნატიულ გზებს ეძებენ. ბოლო პერიოდში რუსი ტურისტების ზრდა შეინიშნება ისრაელში, არაბთა საემიროებში, საბერძნეთსა და ტაილანდში. ასე რომ, მომავალ ზაფხულს თურქეთზე "გულაცრუებული" რუსი ტურისტების ჩამოსაყვანად ქართველ ტუროპერატორებს დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევთ, ვინაიდან ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში დასვენება, გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში. მთავრობის სტრატეგიით კი, რამდენიმე წელიწადში, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 11 მილიონამდე უნდა გაიზარდოს.

ლიკა გურაბანიძე
05.12.2015

 შემოდგომა გავიდა და ზამთრის ცივი დღეები დაიწყო. როგორ უნდა ეცვას ბავშვს სიცივესა და ყინვაში? სპეციალისტები აცხადებენ, რომ რაც უნდა დაბალი იყოს ტემპერატურა, სუფთა ჰაერზე გაყვანა ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებისთვის აუცილებელია.

მარი მგალობლიშვილი
05.12.2015

 29 წლის ქართველმა მეკარემ გიორგი ლორიამ რუსულ გამომცემლობასთან "პროაგანდასამარასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მისით ლონდონის "ჩელსი" იყო დაინტერესებული, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ქართველმა გოლკიპერმა ინგლისში კარიერის გაგრძელება ვერ შეძლო.

თაკო მათეშვილი
04.12.2015

 უბრალოდ, ერთი ნაბიჯით წინ - სწორედ ამას ნიშნავს, პოლიტოლოგების აზრით, თავდაცვის მინისტრის ნათქვამი, რომ საქართველოს საკითხი ალიანსის "პარტნიორობის კალათიდან" ღია კარის, ანუ "გაფართოების კალათაში" გადავიდა.

თიკო ოსმანოვა
04.12.2015

 ნატოს მინისტერიალზე საქართველოს შესახებ მიღებულ კომუნიკეს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ეს არის ძველი განცხადებების განმეორება.

ელზა პაპოშვილი
04.12.2015

 საქართველოში დაბინძურებული ჰაერის შედეგად გენეტიკური, ონკოლოგიური დაავადებების, დაუნის სინდრომის, ლეიკოზის, კურდღლის ტუჩის, მგლის ხახის და ბავშვთა თანდაყოლილი სიმახინჯეების რიცხვმა მოიმატა. ჰაერის დაბინძურების მიზეზად კი სპეციალისტები ავტომობილების სიმრავლეს და უხარისხო საწვავს ასახელებენ.

სალომე სარიშვილი
04.12.2015

 იუსტიციის სამინისტრომ ექს-პრეზიდენტის და ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით პრეზიდენტს გუშინ მიმართა. გუშინვე ამ საკითხის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გააკეთეს და აღნიშნეს, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში, უახლოეს დღეებში მიიღებს.

სალომე სარიშვილი
04.12.2015

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ინიციატივით, შემოდგომაზე მირზაანში ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იგეგმება.

მაკა ხარაზიშვილი
04.12.2015

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ ინფლაცია ვერ შეაჩერა. სტატისტიკოსებმა ნოემბერში ფასების ზრდა 6,3%-ის ნიშნულზე დააფიქსირეს. ეკონომისტები პროცესის გაგრძელებასა და წლის ბოლომდე ინფლაციის 7%-მდე გაზრდას ვარაუდობენ. ამიტომ, არ არის გამორიცხული, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ისევ 0,5%-ით გაზარდოს.

მარი ჩიტაია
04.12.2015

 ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის პერსპექტივა თანდათან იკვეთება. მთავრობის დაპირება, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თაფლს თებერვლიდან გაიტანდნენ, შესაძლოა, ზედმიწევნით არ შესრულდეს. საქმე ისაა, რომ ევროპას ამ პროდუქტთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრი მოთხოვნა აქვს.

ელზა წიკლაური
04.12.2015

 მთავრობა საგზაო უსაფრთხოების წესებს ამკაცრებს. 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აღარ მოხდება, საგზაო წესების დარღვევაზე კი ჯარიმები გაიზრდება. პირველი იანვრიდან კი მართვის მოწმობის მოქმედების ვადა პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმებზე იქნება დამოკიდებული. ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება, მისი ერთ წელში ამოწურვის შემთხვევაში, მძღოლს მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდაზე გასვლა ხელახლა მოუწევს.

ია აბულაშვილი
04.12.2015

 "მსოფლიოს განვითარების ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ არის ეპოქები, როცა კაცობრიობისათვის ე.წ. გოდების ხანა დგება, სწორედ ახლა ვდგავართ ამ საშიშროების წინაშე - მთელი პლანეტა სისხლისღვრამ, ძალადობამ და ტერორიზმმა მოიცვა. ეს ცალსახად მესამე მსოფლიო ომის დაწყების ნიშანია" - ასე აფასებს მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს რომის პაპი ფრანცისკ მესამე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×