ელზა წიკლაური 01.12.2015
ეროვნულმა ბანკმა მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხი აღარ გასცა. 9 თვის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომერციულმა ბანკებმა სებ-ისგან "ლიკვიდურობის აღმოსაფხვრელად" მხოლოდ ჩვეულებრივი რეფინანსირების სესხი მიიღეს. სპეციალისტები ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას ინფლაციის მაჩვენებლით ხსნიან. მათი აზრით, სებ-ი ფასების "მოსათოკად" იძულებულია, ეკონომიკაში "ფულის გაშვებაზე" უარი თქვას.
|
მაკა ხარაზიშვილი 01.12.2015
წინასაახალწლოდ სავაჭრო ობიექტებში ფასადაკლების აქციები დაიწყო. თითქმის ყველგან წამახალიებელ აქციებს მომხმარებლის მოსაზიდად იყენებენ და რეალურად შემცირებულ ფასს ვერსად ნახავთ. ამიტომ ხშირად მომხმარებელს შეგულებული ნივთის ყიდვა უმნიშვნელო ფასდათმობით ან სულაც ძველი ფასით უწევთ. ესეც მაშინ, როცა საახალწლო აქცია 50-70%-ის ფარგლებში მიმდინარეობს.
|
მაკა ხარაზიშვილი 01.12.2015
წლის ბოლოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 3%-მდე გაიზრდება. ბოლო წლების განმავლობაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულზე უფრო მაღალი იქნება. ასევე 3%-იან მატებას ვარაუდობენ საერთაშორისო ორგანიზაციები 2016 წელსაც, თუმცა ისიც ნათელია, რომ მათი პროგნოზი ხშირად არ მართლდება. შესაბამისად, არც ის არის გამორიცხული, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით სრულიად განსხვავებული სურათი მივიღოთ.
|
რეზონანსი 30.11.2015
თურქეთში გამომავალ გაზეთ "ჯუმჰურიეთის" მთავარი რედაქტორი ჯან დუნდარი და ამავე გაზეთის ანკარის წარმომადგენელი ერდემ გიული ქალაქებში ადანაში და ჰატაიში თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ტრაილერებით იარაღის გადაზიდვასთან დაკავშირებით მომზადებული სტატიის გამო დააპატიმრეს.
|
რეზონანსი 30.11.2015
გასულ კვირას თურქეთში ხელისუფლებამ მისდამი ოპოზიციურად განწყობილი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსური სტრუქტურის მქონე დაწესებულების, ჰოლდინგ "კაინაკში" შემავალი კომპანიების მმართველობა ჩაიბარა.
|
სალომე სარიშვილი 30.11.2015
კინორეჟისორი გიორგი შენგელაია აცხადებს, რომ ორ დეპუტატს - სოსო ჯაჭვლიანსა და ირაკლი ტრიპოლსკის კინოსტუდია "ქართული ფილმის" ხელში ჩაგდება სურს. რეჟისორი ამბობს, რომ სწორედ ამ მიზნით, მათ ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში შეიყვანეს.
|
თიკო ოსმანოვა 30.11.2015
 რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბული ვითარების ფონზე, ზამთრის საკურორტო სეზონის განმავლობაში საქართველომ შესაძლოა, რუსი ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლოს. ცნობილი ონლაინ ტურისტული სააგენტო "ტრიპსტას" კვლევების მიხედვით, იმ ქვეყნების სიაში, სადაც რუსები ზამთრის შვებულების გატარებას აპირებენ, საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი - მესამე ადგილი უჭირავს.
|
ეკატერინე ბასილაია 30.11.2015
ხვალ, 1-ელ დეკემბერს ვარშავაში ნატო-ს მინისტერიალი იხსნება, საიდანაც ოფიციალური თბილისი "ძალიან ოპტიმისტურ" გზავნილს ელოდება. თუმცა ვიზა ლიბერალიზაციის პოზიტიური მოლოდინისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში პროგნოზი არცთუ დამაიმედებელია: ბლოკში გაწევრიანებას შესთავაზებენ მონტენეგროს, საქართველოს კი - სავარაუდოდ, არაფერს და დღესდღეობით არც მომავალი წლის ვარშავის სამიტისთვისაა დაგეგმილი არც მაპ-ის და მით უმეტეს, არც გაწევრიანების შემოთავაზება.
|
ნინო ქეთელაური 30.11.2015
თბილისში, მოსკოვის გამზირზე უსახლკაროთათვის გაშლილ კარვების ქალაქს უახლოეს პერიოდში აიღებენ. მათი გადაყვანა ლილოში მშენებარე თავშესაფარში მოხდება, რომელიც, როგორც მერიაში აცხადებენ, უახლოეს მომავალში იქნება მზად.
|
ლიკა ამირაშვილი 30.11.2015
საკრებულოს დეპუტატ რიმა ბერაძის თქმით, დღეში ერთი ადამიანისთვის საკვებად 1.18 ლარი საკმარისია - ეს განცხადება დეპუტატმა უფასო სასადილოების ბიუჯეტზე საუბრისას გააკეთა.
|
თაკო მათეშვილი 30.11.2015
საბავშვო ბაღების მშენებლობა, მეტროსადგურების რეაბილიტაცია, ავარიული შენობების გამაგრება, ხიდებისა და გვირაბების მოწყობა, საზოგადობრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება - ესაა დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტების არასრული ჩამონათვალი.
|
ელზა პაპოშვილი 30.11.2015
მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნაოში მკვლელობა მოხდა. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები "მთელ კვირასთან" საუბარში ყვებიან, ტრაგედიის მიზეზი უწყინარი გახუმრება გახდა.
|