მამუკა ნაცვალაძე
27.11.2015

 ცნობილმა რეჟისორმა გოგი თორაძემ საერთაშორისო კინოფესტივალზე მორიგი აღიარება მოიპოვა. ქართული რაგბის ისტორიაზე შექმნილი დოკუმენტურმა ნაწარმოებმა "ოვალურმა ბურთი" ტაშკენტში გამართულ სპორტული ფილმების საერთაშორისო კინოფორუმზე განსაკუთრებული მოწონება და ლაურეატის დიპლომი დაიმსახურა.

ნინო ქეთელაური
27.11.2015

საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა რიცხვი დაახლოებით 100 000-ია. როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სოციალური რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი ლალი წულეისკირი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ამის მიზეზი არასტაბილური სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური მდგომარეობა, ასევე, კატაკლიზმები, ომი, ძალადობა და სტრესული სამუშაო გარემოა.

თაკო მათეშვილი
26.11.2015

 თურქეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობის დაძაბვას ელოდებიან და რუსეთის მხრიდან თვითმფრინავის ჩამოგდებისათვის სამხედრო პასუხს გამორიცხავენ. პოლიტოლოგთა აზრით, სამაგიეროს გადასახდელად რუსეთს სხვა მრავალი ბერკეტი აქვს.

თიკო ოსმანოვა
26.11.2015

 "ლევან მიქელაძის სახელობის" ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკანიანი ფიქრობს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარების ესკალაცია არ მოხდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, შესაძლოა, რუსეთმა თურქეთთან მხოლოდ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობა გაწყვიტოს.

თიკო ოსმანოვა
26.11.2015

 კახეთიდან, ქვემო ქართლიდან და აჭარიდან, არაოფიციალური ინფორმაციით, 100-მდე მოქალაქეა წასული სირიაში საბრძოლველად. აქედან ძირითადი მასა, ექსპერტების თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის. ნაწილი კი სხვადასხვა ოპოზიციურ დაჯგუფებებშია გადანაწილებული, მაგალითად, როგორიც არის "თავისუფალი სირიის არმია", რომელიც ბაშარ ასადს და "ისლამურ ხალიფატსაც" ებრძვის.

თაკო მათეშვილი
26.11.2015

 ნავთობითა და ისტორიული ძეგლების ფრაგმენტებით ვაჭრობა, შემოწირულობები, მძევლებით მიღებული შემოსავალი, ძარცვა და გამოძალვა, სოფლის მეურნეობა - ეს ყველაფერი "ისლამური სახელმწიფოს" დაფინანსების წყაროა. შემოსავლის უპირველესი მომტანი კი, ნავთობის საბადოებია, რომლითაც ორგანიზაციის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები საკმაოდ მდიდარია.

ელზა პაპოშვილი
26.11.2015

 "ისლამურ სახელმწიფოსთან" თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებული 29 წლის პანკისელი დავით ბორჩაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ მისი კლიენტი სირიაში 8-თვის წინ ნამდვილად იბრძოდა, თუმცა არა აისისის რიგებში.

მამუკა ნაცვალაძე
26.11.2015

 ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე მხოლოდ ერთი ტური დარჩა. მეხუთე ტურის პირველი დღის შეხვედრებმა კიდევ უფრო დაძაბა ისედაც ურთულესი სატურნირო მდგომარეობა.

ინტერპრესნიუსი
26.11.2015

 ტერორიზმის საფრთხის დონე, ჩვენს ქვეყანაში მაღალი არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა განუცხადა. მისივე თქმით, ზოგადად, მსოფლიოში დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რისკები ყველგან მომატებულია. "აქედან გამომდინარე, გაზრდილია უსაფრთხოების დაცვის ზომები. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ტერორიზმის საფრთხის დონე, ჩვენს ქვეყანაში მაღალი არ არის. თუმცა მსოფლიო და რეგიონალურ კონტექსტში რისკების გამორიცხვა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.

მარი ჩიტაია
26.11.2015

ტერაქტებისა და პოლიტიკური დაძაბულობის გამო, ევროპისა და ეგვიპტის მიმართულებით ტურისტული საგზურების დაჯავშნის ოდენობა 50%-ით შემცირდა. კლება კიდევ გაგრძელდება და დამსვენებლების დიდი უმეტესობა მგზაურობისგან თავს შეიკავებს. ასეთ შემთხვევაში ტურისტული კომპანიებისთვის ერთ-ერთი გამოსავალი ძვირადღირებულ კურორტებზე აქცენტირებაა. საქართველოს კი შიდა ტურიზმზე გადართვა მოუწევს.

ელზა წიკლაური
26.11.2015

 რუსეთ-თურქეთს შორის სიტუაციის ესკალაცია საქართველოს ეკონომიკაზე საკმაოდ ნეგატიურ გავლენას მოახდენს. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიოსებმა სიტუაციის დარეგულირება ვერ შეძლეს, ეს საქართველოდან ექსპორტს კიდევ უფრო შეამცირებს, ასევე დაიკლებს იმპორტის მაჩვენებელიც. გარდა ამისა, მინიმუმამდე შემცირდება რუსეთიდან ფულადი ტრანზაქციების რაოდენობა, რაც ქართული ეკონომიკისა და ლარისთვის მძიმე შედეგს მოიტანს.

ია აბულაშვილი
26.11.2015

 დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ ტერორიზმი 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი პრობლემაა, თუმცა ამ პრობლემას გაცილებით დიდი ხნის ისტორია აქვს. დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევახსენოთ, რამდენიმე ფაქტი ტერორიზმის ისტორიიდან, რომელიც უკვე იქცა საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×