ეკატერინე ბასილაია
21.11.2015

 აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთმა კიდევ ერთი პროვოკაციული მესიჯი შემოაგდო - ის, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ვიზების გაუქმებას ხსაქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური კავშირის არქონა აფერხებს.

ელზა პაპოშვილი
21.11.2015

 ცხინვალის მოსახლეობაში პანიკაა, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია. ადგილობრივი მცხოვრებლები წერენ, რომ მათ ქალაქის ტერიტორიაზე უცნობი პირები შენიშნეს და ეჭვობენ, რომ ისინი "ისლამური სახელმწიფოს" წევრები არიან და ტერაქტების მოწყობას გეგმავენ.

თაკო მათეშვილი
21.11.2015

 დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის ბედი ახლა იმ შენიშვნებზეა დამოკიდებული, რომელიც საკრებულოს დეპუტატებმა გუშინ მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტში შეიტანეს. უმრავლესობაც და უმცირესობაც მისთვის მხარის დაჭერას იმ შემთხვევაში აპირებს, თუკი მერია მათ გაითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამორიცხავენ, რომ ბიუჯეტის პროექტი მეორედაც დაიწუნონ.

ნინო ქეთელაური
21.11.2015

საქართველოში დირექტორთა 68%-ს სკოლის ადმინისტრირების კომპონენტი მას მერე აქვს შესწავლილი, რაც დირექტორის პოსტზე დაინიშნა. ამის შესახებ ეფდშთ-ის სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევებით გახდა ცნობილი. ამავე კვლევებით ირკვევა, რომ ასეთივე სურათია სასწავლო პროცესის მართვის კომპონენტთან დაკავშირებითაც და ქართველი დირექტორების მხოლოდ 19%-ს აქვს ნასწავლი სასწავლო პროცესის მართვა თანამდებობის დაკავებამდე.

მარი ჩიტაია
21.11.2015

 ხორცპროდუქტების ეტიკეტირების წესი მკაცრდება. მეწარმეების ვარაუდით, ეტიკეტზე შემადგენლობის ზუსტი მითითება რეალიზაციას გააუმჯობესებს, რადგან მომხმარებელს არჩევანის მეტი შესაძლებლობა ექნება. ახალი ვალდებულების შემოღებას მწარმოებელთა უმეტესობა ერთსულოვნად უჭერს მხარს.

მაკა ხარაზიშვილი
21.11.2015

ენერგეტიკის მინისტრი ელექტროენერგიის ტარიფების გაიაფებას ან გაძვირებას აღარ ელის. კახა კალაძე ამბობს, რომ მთავრობამ გადასახადი დაპირებისამებრ შეამცირა, თუმცა, ლარის დევალვაციის გამო, მისი ძველ ნიშნულზე დაბრუნება გარდაუვალი გახდა. სინამდვილეში, მოსახლეობა ელექტროენერგიაში უფრო მეტს იხდის, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს.

ნათია ლომიძე
21.11.2015

 მცირე ბიზნესის განვითარების აუცილებლობა ყველას კარგად ესმის. მისი უმთავრესი მიზანი ხალხის დასაქმება. ამ სფეროში საქმიანობენ ინდმეწარმეები, სხვადასხვა ფიზიკური პირები და ხალხსაც შემოსავლის წყარო უჩნდება. მიუხედავად ტოტალური უმუშევრობისა, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი ნელი ტემპით ვითარდება. მის ამგვარ განვითარებას საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობაც ემატება.

მაკა ხარაზიშვილი
21.11.2015

მთელი კვირის განმავლობაში მსოფლიოს სავალუტო ბირჟებზე ქაოსური მოძრაობა შეინიშნებოდა. ანალიტიკოსები ამ ფაქტს 2 მიზეზით ხსნიან. ერთია ბოლოდროინდელი მასშტაბური ტერორისტული აქტები და ტერორისტების მუქარა ცივილიზებული სამყაროს მიმართ, ხოლო მეორე ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემაში გაკეთებული განცხადებები, სადაც აღნიშნულია, რომ შეიძლება დეკემბერში საპროცენტო განაკვეთი გაიზარდოს. პარალელურად გაიაფებას განაგრძობს ნავთობი და მის მინიმალურ ფასად 2016 წელს 35 დოლარი სახელდება.

ლიკა გურაბანიძე
21.11.2015

 როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მიზეზი, რატომ სჭირდება ჩვენს ტვინს ძილი კარგი ფუნქციონირებისათვის. აღმოჩნდა, რომ როცა ჩვენ გვძინავს, ტვინს აქვს დრო, თავი დღის განმავლობაში დაგროვილი ზედმეტი ინფორმაციისაგან გაასუფთავოს.

მარი მგალობლიშვილი
21.11.2015

 პარიზში მომხდარი ტერაქტის მიუხედავად, 21 ნოემბერს ესპანეთში "ელ კლასიკო" არ გადაიდება. ეს გადაწყვეტილება ესპანეთის მთავრობამ მიიღო.

თაკო მათეშვილი
20.11.2015

 შესაძლებლობების გაზვიადება თუ რეალური საფრთხე - "ისლამური სახელმწიფოს" ახალი მუქარის შემცველ ვიდეორგოლებს ქართველი სპეციალისტები აფასებენ და ამბობენ, რომ უდიდესი და უმდიდრესი ტერორისტული ორგანიზაციის რესურსის ამოწურვამდე ჯერ შორია.

თიკო ოსმანოვა
20.11.2015

 პირველი მოადგილეობიდან მთავარ პროკურორობამდე - საპროკურორო საბჭომ გიორგი ბადაშვილის შემცვლელად ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეარჩია. ფარული კენჭისყრის შედეგად 14 წევრიდან შოთაძის კანდიდატურას 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ახლა მისი ბედი პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს და მერე უკვე ოფიციალურად შეუდგება საქმიანობას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×