მამუკა ნაცვალაძე 25.11.2015
მადრიდის "რეალის" ირგვლივ ბოლო ხანს საკმაოდ დაიძაბა ვითარება. "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბარსელონასთან" წაგებულმა მატჩმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სამეფო კლუბის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ცალსახად განაცხადა - ან მე დავრჩები გუნდში, ან რაფა ბენიტესიო...
|
ლიკა ამირაშვილი 24.11.2015
"ისმალური ხალიფატი" და რუსეთის საფრთხე - თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დასავლეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს. ამბობს, რომ თუ ცივილური სამყარო უკრაინაშიც დამარცხდება, მაშინ შემდეგი გამოწვევა უფრო დიდი, მტკივნეული და დამანგრეველი იქნება.
|
თიკო ოსმანოვა 24.11.2015
ექსპრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი თავდაცვის მინისტრს რიტორიკას უწუნებს. მისი თქმით, დღეს არ არის იმის დრო, რომ რუსეთს ებრძოლო ხმალამოღებული. მისივე თქმით, ისეთი გეოპოლიტიკური მოცემულობა შეიქმნა, როდესაც დასავლეთს უნდა თუ არ უნდა, უხდება რუსეთთან თანამშრომლობა.
|
ვახტანგ შამუგია 24.11.2015
"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ახალი, ქართულენოვანი ვიდეომიმართვა გაავრცელეს, რომელიც თუტვმშვყსწქ-ზე აიტვირთა. ვიდეოში ოთხი შეიარაღებული ისლამისტია ნაჩვენები - მათგან მხოლოდ ორი საუბრობს. ერთ-ერთი აშკარა აქცენტით, მეორე კი შედარებით უაქცენტოდ. ისინი, სავარაუდოდ, აჭარის რეგიონიდან სირიაში, ე.წ. "ხალიფატის" რიგებში საბრძოლველად წასული ეთნიკურად ქართველი პირები არიან.
|
მარი მგალობლიშვილი 24.11.2015
"ელ კლასიკოს" შემდეგ, სადაც "რეალი" საკუთარ მოედანზე 0:4 დამარცხდა "ბარსელონასთან", "სამეფო კლუბში" განხეთქილებამ იჩინა თავი. ფეხბურთელებსა თუ გულშემატკივარს გუნდის მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის გადადგომა სურთ.
|
ელზა წიკლაური 24.11.2015
რუსებმა საქართველოში, შესაძლოა, კიდევ ერთი სტრატეგიული სეგმენტის - ინტერნეტ-სატელეკომუნიკაციო ბაზრის - მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაიგდონ ხელში. იმ შემთხვევაში, თუკი "კავკასუს ონლაინი" არჩევანს რუსულ "მობიტელზე" გააკეთებს და საკუთარ აქტივებს სწორედ ამ კომპანიას მიყიდის, ჩრდილოელი მეზობელი ქართული ინტერნეტის 39%-ს, ინტერნეტ-ტელევიზიის -17%-ს, ფიჭური და ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25%-ს გააკონტროლებს. ეს კი, სპეციალისტების აზრით, სამომავლოდ გარკვეული საფრთხის შემცვლელი შეიძლება აღმოჩნდეს, რამდენადაც ტელეკომუნიკაცია 21-ე საუკუნეში საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მძლავრ იარაღად ითვლება.
|
მაკა ხარაზიშვილი 24.11.2015
ეკონომიკის შემცირებამ და ინფლაციის ზრდამ ქვეყნის მოსახლეობის 60%-ის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 444 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, ანუ ღატაკია, რომლებიც 2015 წლის ფინანსურმა კრიზისმა კაფასტროფულ მდგომარეობაში ჩააყენა.
|
მარი ჩიტაია 24.11.2015
სამომხმარებლო ბაზრებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დეფიციტი შეიმჩნევა. ახალი წლის შემდეგ ადგილობრივ პროდუქტს იმპორტირებული მასობრივად ჩაანაცვლებს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ გარკვეული მარაგი საახალწლოდ შემოინახეს და იანვრის მეორე ნახევრიდან უცხორი ნაწარმის გაყიდვაზე გადავლენ.
|
მაკა ხარაზიშვილი 24.11.2015
საექსპორტო ათეული ისევ შეიცვალა. "ღვინის ქვეყანაში" ქართულმა ღვინომ მერვე ადგილზე გადაინაცვლა და ადგილი ნავთობის ექსპორტს დაუთმო. ასევე სრული კრიზისია ავტომობილების რეალიზაციასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ კარგი დღე არც სპილენძისა და ფეროშენადნობების ექსპორტს უდგას, საექსპორტო სურათი იმდენად მძიმეა, რომ ეს პროდუქტები ჯერ ისევ პირველ მეორე ადგილს ინაწილებენ.
|
მარიკა გოგოხია 24.11.2015
საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი "კავკასრეესტრი" ეროვნულ ბანკსა და საჯარო რეესტრს ბიზნესის ხელყოფაში ადანაშაულებს. როგორც კომპანიის აქციონერი განმარტავს, წინა ხელისფლების დროს დაწყებული სისტემური პრობლემები ბიზნესისთვის დღესაც დაბრკოლებაა და ამ მხრივ მდგომარეობა არც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეცვლილა.
|
ელზა წიკლაური 24.11.2015
თბილისის მერია ავტოპარკის განახლებას აპირებს. უკვე ცნობილია, რომ 2016 წლის ზაფხულიდან თბილისში გაზზე მომუშავე ახალი ავტობუსები გამოჩნდება. ასეთივე პროექტის განხორციელებას გეგმავენ ბათუმშიც. შავი ზღვისპირა ქალაქში ბელარუსში წარმოებული ავტობუსები იმოძრავებენ, რომლებიც ბუნებრივი აირის მოხმარებაზე იქნება გათვლილი.
|
სალომე სარიშვილი 24.11.2015
 ჰოლანდიის მთავრობა მოკავშირე ქვეყნებთან ერთად შენგენის ზონაში ლტოლვილთა და მიგრანტთა შეკავების მიზნით "მინი-შენგენის" შექმნის იდეას განიხილავს, რომლის თანახმადაც, 5 ქვეყანაში (ავსტრია, გერმანია, ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები) საპასპორტო კონტროლი დაწესდება.
|