ნათია ლომიძე 28.11.2015
ლარის გაუფასურებამ დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა მათ, ვისაც კრედიტები უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული. ვალუტის დევალვაცია მათთვის ძალიან ძნელი გადასატანი შეიქნა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბანკებს სესხების 67%-ს სწორედ უცხოურ ვალუტაში გასცემენ. ხალხის რაოდენობა, რომელსაც კრედიტი დოლარში აქვს აღებული, 530 ათასს შეადგენს.
|
მარი ჩიტაია 28.11.2015
რუსეთსა და თურქეთს შორის პოლიტიკურმა დაძაბულობამ ქართული პროდუქტის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობა შექმნა. ეს დაკავშირებულია ეკონომიკურ სანქციებთან, რაც ბოლო პერიოდში რუსეთმა თურქეთს დაუწესა. ამ პროცესებიდან ყველაზე მეტ სარგებელს სპეციალისტები სატრანზიტო გადაზიდვების ზრდაში ხედავენ.
|
ლიკა გურაბანიძე 28.11.2015
ყინულიან წყალში ბანაობის ტრადიცია მრავალ საუკუნეს ითვლის. ჯერ კიდევ ძველი რომაელი ექიმი კორნელიუს ცელსიუსი ცივ წყალს უნივერსალურ თვისებებს მიაწერდა და სხვადასხვა დაავადებათა პროფილაქტიკისათვის საუკეთესო საშუალებად თვლიდა.
|
მარი მგალობლიშვილი 28.11.2015
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველმა მატეო დარმიანიმ ინტერვიუ მისცა "ინსაიდ იუნაიტედს", სადაც საკუთარ კარიერაზე ფართოდ ისაუბრა. იტალიელმა ახალგაზრდა მცველმა კარიერა "მილანში" დაიწყო.
|
თაკო მათეშვილი 27.11.2015
რეგიონში დაძაბული სიტუაციით საქართველომ შესაძლოა გარკვეული სარგებელი მიიღოს. სარგებელი კი იმაში მდგომარეობს, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციებისა და თურქეთთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გამო რუსეთს საქართველოსათვის, ე.წ. საზღვრებთან პროვოკაციების მოწყობისა და სიტუაციის გამწვავებისათვის უბრალოდ აღარ "სცხელა".
|
სალომე სარიშვილი 27.11.2015
მთავარი პროკურორობის მთავარი კანდიდატი ირაკლი შოთაძე პარლამენტის წინაშე საკუთარი ხედვით გუშინ წარდა და მისი არჩევის შემთხვევაში დეპუტატებს პროკურატურის რეფორმირების გეგმა გააცნო.
|
ლიკა ამირაშვილი 27.11.2015
მოსახლეობა ქუჩის ძაღლების გაზრდილ რაოდენობას უჩივის, მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ძაღლების შემოწმებასა და აღწერას ახორციელებს.
|
ელზა პაპოშვილი 27.11.2015
ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ თურქეთმა ახალ წლამდე სირიის პროვინცია ჩრდილოეთ ლატაკიაში ჯარი შეიყვანოს, რაც რუსეთთან მის ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს.
|
მარი ჩიტაია 27.11.2015
მოსალოდნელი გაიაფების ნაცვლად, მომხმარებელს წამლები გაუძვირდა. ეროვნული ვალუტა მეტ-ნაკლებად სტაბილურია და, წესით, ფასის ზრდა არ უნდა გამოეწვია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრი მუდმივად აცხადებს, რომ საქართველოში წამალი გაიაფდება, მაგრამ რეალურად პირიქით ხდება.
|
ელზა წიკლაური 27.11.2015
ელექტროენერგიის ტარიფი, შესაძლოა, ისევ გადაიხედოს. "ენერგო პრო ჯორჯიამ" ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით სემეკს ისევ მიმართა. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ დენი არ გაძვირდება და სემეკში განაცხადი, უბრალოდ, კანონის შესაბამისად შეიტანეს. "ენერგო პროს" აბონენტებისთვის დენის გაძვირებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს მარეგულირებელი კომისიის წევრი გოჩა შონიაც, თუმცა აცხადებს, რომ წინასწარ რაიმეზე საუბარი ნაადრევია.
|
მაკა ხარაზიშვილი 27.11.2015
2024 წლისთვის სიგარეტის აქციზი დაახლოებით 3 ლარამდე გაძვირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 კოლოფი "ვინსტონი" 5 ლარზე მეტი ეღირება. ფინანსთა სამინისტრო საბოლოო გეგმას წლის ბოლომდე დაამტკიცებს. მანამდე კი თამბაქოს იმპორტიორები ცდილობენ, მთავრობა გაცილებით გრძელვადიან გეგმასა და აქციზის შედარებით დაბალ განაკვეთზე დაითანხმონ.
|
ია აბულაშვილი 27.11.2015
მართალია, ბოლო რამდენიმე თვეა, სირია ომთან და ადამიანის მსხვერპლთან ასოცირდება, მაგრამ მკითხველს იქ განვითარებულ ბოლოდროინდელ ტრაგიკულ მოვლენებს არ შევახსენებთ და გვინდა, მსოფლიოს ამ უძველესი კულტურის ქვეყნის ისტორიიდან რამდენიმე ეპიზოდი შევთავაზოთ.
|