მარიამ აფციაური
02.12.2015

 "შეწყდეს ჭრა!", "სწორად შეირჩეს ნერგები", "მიხედეთ დაავადებულ ხეებს!" - ეს არის თბილისელებისა და ორგანიზაციების პროტესტის ძირითადი მიზეზი. მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ ამ დრომდე თბილისს არ გააჩნია გამწვანების ერთიანი კონცეფცია, ასევე არ არსებობს მონაცემები, თუ რამდენი ხეა დაავადებული და რამდენი უნდა მოიჭრას. "რეზონანსს" მერიაში პრობლემის არსებობას უდასტურებენ და აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

მაკა ხარაზიშვილი
02.12.2015

 პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტი 3 კვირაში უნდა დაამტკიცოს. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ბიუჯეტს ბოიკოტს უცხადებს, საკანონმდებლო ორგანოს მისი მიღება არ გაუჭირდება. 2016 წელს საქართველოს 10,145 მილიარდი ლარის ბიუჯეტი ექნება.

ელზა წიკლაური
02.12.2015

 რუსეთი თურქული ხილ-ბოსტნეულის იმპორტის ჩანაცვლებას ქართული, სომხური და ირანული პროდუქციით გეგმავს. ცნობილია, რომ თურქულ პროდუქტზე მოსკოვი ემბარგოს რამდენიმე კვირაში დააწესებს, მანამდე კი "როსსელხოლნადზორის" წარმომადგენელი საკუთარ მოქალაქეებს ამშვიდებს და აცხადებს, რომ რუსები თურქული ხილ-ბოსტნეულის სიმცირეს ვერ იგრძნობენ.

მარი ჩიტაია
02.12.2015

არაბთა გაერთიანებული საემიროები საქართველოს მიმართ არნახულ ინტერესს იჩენს. ამ ქვეყნიდან ტურისტები, უმეტესწილად, საქმიანი ვიზიტებით და გასართობად ჩამოდიან. ოფიციალური სტატისტიკით, ტურისტების რაოდენობა ბოლო 10 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 762%-ით გაიზარდა.

თაკო მათეშვილი
01.12.2015

 თუკი ნატოს დღევანდელ მინისტერიალზე საქართველომ სასურველი შეთავაზება ვერ მიიღო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედი ალიანსის წევრობის შესახებ დავკარგოთ - მიიჩნევენ პოლიტოლოგები და დასძენენ, რომ ნატოს გაფართოება არ შეუჩერებია.

თიკო ოსმანოვა
01.12.2015

 რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბული ვითარების ფონზე კონსტიტუციონალისტი ვახტან ძაბირაძე საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, შესაძლოა ამ ვითარებით საქართველომ მცირე ეკონომიკური სარგებელი ნახოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის ეს დაპირისპირება წამგებიანი იქნება.

ლიკა ამირაშვილი
01.12.2015

 საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს - ამის ერთ-ერთ ეფექტურ მექანიზმად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს რუსულენოვანი ტელევიზიის არსებობა მიაჩნია.

თიკო ოსმანოვა
01.12.2015

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" დროებითი მმართველები აღარ ეყოლება. სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება, რომელიც "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნას ეხებოდა, სრულიად გააუქმა. გადაწყვეტილება ვერ გასაჩივრდება. ამიტომ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი მოსალოდნელ რისკებზე ალაპარაკდა, თუმცა ქონების დავის საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერაფერს იზამს.

მარი მგალობლიშვილი
01.12.2015

 ოლივერ კანი ცნობილი იყო თავისი უკომპრომისო თამაშით. "ბაიერნის" მეკარე მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერი სამჯერ გახდა. 46 წლის ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შემდეგ ბიზნესს მიჰყო ხელი.

მაკა ხარაზიშვილი
01.12.2015

 რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ეკონომისტები ლარის კურსის გამყარებას პროგნოზირებენ. იქვე მიუთითებენ, რომ ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა გამოაქვეყნოს ფინასური სტაბილურობის ანგარიში და მასზე დაყრდნობით მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშაოს. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, 2016 წლის მეორე ნახევრიდან ლარი დოლართან მიმართებაში 2,1-2,15-ის ფარგლებში იქნება.

ელზა წიკლაური
01.12.2015

 შრომის კოდექსის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, რომ სტაჟიორს ხელფასი გადაუხადოს, თუმცა ეს წესი არ ვრცელდება საჯარო სექტორზე. სახელმწიფო უწყებებში სტაჟიორებს უფასოდ ამუშავებენ. იურისტების თქმით კი, სტაჟირების წესში ასეთი განსხვავება არ უნდა იყოს. თუკი კოდექსი ბიზნესს ავალდებულებს, რომ გამოსაცდელი ვადით პირის სამუშაოზე აყვანისას ხელფასი გადაიხადოს, მაშინ იგივე წესი უნდა ვრცელდებოდეს სახელმწიფო სექტორზეც.

მარი გოცირიძე
01.12.2015

 თხილის გაიაფებას დასავლეთ საქართველოში მმართველი ხელისუფლების კლანურ ინტერესს უკავშირებენ. თხილის იმპორტიორები არ მალავენ, რომ თხილის სიიაფით ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანია დაინტერესებული. თუკი წინა ხელისუფლების დროს მათ ჰქონდათ ეჭვი, რომ სარფიანი ბიზნესით ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ითბობდნენ ხელს, ამჯერად კლანურ გარიგებებში ქართული ოცნების მოხელეებს ან მათთან ახლოს მყოფ ადამიანებს ადანაშაულებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×