რეზონანსი 07.12.2015
სულ რამდენიმე დღის წინ 91 წლის მხცოვანი მხატვრისა და მოქანდაკის ირაკლი ოჩიაურის ნამუშევრების დიდი გამოფენა მოეწყო. აღმოჩნდა, რომ ეს ქართველი ხელოვანის სიცოცხლეში მოწყობილი მისი უკანასკნელი გამოფენა იყო.
|
ია აბულაშვილი 07.12.2015
"თბილისში მოღვაწე უცხოელ მისიონრებს თავიანთი ქვეყნებიდან გაზეთები მოსდიოდათ და მათით ქართველებიც ინტერესდებოდნენ. მაშინდელი ბატონიშვილებიც ხშირად მოგზაურობდნენ რუსეთში და რუსულ გაზეთებს ეცნობოდნენ. განსაკუთრებით იმათ, რომელშიც საქართველოზე მასალები იბეჭდებოდა. ასე რომ, გასაკვირი არ არის თბილისშიც ყოფილიყო ნაბეჭდი გამოცემა (და არა გაზეთი). თითქოს დაიწყეს კიდეც 1787 წელს გაზეთის მსგავსი ფურცლების ბეჭდვა, რომელსაც "ლეპორტი" ერქვა.
|
მამუკა ნაცვალაძე 07.12.2015
პრემიერლიგის ამჟამინდელ სატურნირო ცხრილში ისეთი მდგომარეობაა, სამიოდე თვის წინ ნებისმიერ გულშემატკივარს რომ გაუჭირდებოდა წარმოდგენა - გასული სეზონის მაჩანჩალა "ლესტერი" მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია, თანაც ისე, რომ 15 ტურის შემდეგ მხოლოდ ერთადერთხელ იწვნია მარცხი საკუთარ მოედანზე, ისიც არსენ ვენგერის "არსენალისგან".
|
ეკატერინე ბასილაია 05.12.2015
უკვე გადაწყვეტილია, რომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება. მან თავად განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში უფრო აქტიურად იქნება ჩართული, ვიდრე 2012 წელს იყო. თუმცა რაში გამოიხატება "უფრო აქტიური ჩართვა", ეს ჯერ არ გაცხადებულა. გაცხადდა ის, რომ მისი სიის სათავეში ჩაწერა ან ისევ პრემიერად მოსვლა არ იგეგემება.
|
ლიკა ამირაშვილი 05.12.2015
ყოველწლიურად ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევათა რაოდნობა იზრდება და მომავალ წელს კიდევ უფრო გაზრდას მოელიან. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალოდ ყოფელ 100 000 მოსახლეზე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2015 წელს კი, სპეციალისტთა ვარაუდით, ეს მაჩვენებელი უკვე 283-ს შეადგენს.
|
ელზა პაპოშვილი 05.12.2015
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. ქვეყნის პირველი პირის ბრძანებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
|
სალომე სარიშვილი 05.12.2015
თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, არჩევნებში ჯარის მონაწილეობასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო საარჩევნო რეფორმის საკუთარ ვარიანტზე მუშაობს. მინისტრის აზრით, 2016 წელს საარჩევნო პროცესი სპეცუბნებისგან თავისუფალი უნდა იყოს.
|
თიკო ოსმანოვა 05.12.2015
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მიკერძოებულობაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და მართლმსაჯულებაში რეფორმების გატარებას აანონსებს. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე მერაბ ტურავა, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს შეირჩა, ზოგადად რეფორმას მიესალმება, ბრალდებებთან დაკავშირებით კი მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ვერ საუბრობს.
|
თაკო მათეშვილი 05.12.2015
ხელისუფლებაშიც და პოლიტოლოგთა წრეებშიც დარწმუნებულები არიან, რომ სულ რაღაც ათიოდ დღეში საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს. შეფასება, რომელიც ევროკომისიამ 15 დეკემბერს უნდა დადოს, მათი აზრით, დადებითი იქნება, ვინაიდან ქვეყანამ ყველა ის ვალდებულება შეასრულა, რასაც სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 05.12.2015
საქართველოს მთავრობას "ტანაპის" პროექტის დაჩქარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. აზერბაიჯანისა და თურქეთის ოფიციალურ პირებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა განცხადებები, რომ პროექტი 2018 წლამდე დაიწყება. რუსულ გაზზე მიბმულ თურქეთს ალტერნატიული წყაროები სასწრაფოდ სჭირდება. ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ თუკი "ტანაპი" ექსპლოატაციაში სამ წელიწადში გაეშვება, რუსული გაზის დამატებითი მოცულობა აღარც საქართველოსთვის იქნება საჭირო.
|
ნათია ლომიძე 05.12.2015
ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ჯანსაღი კვება ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია. ნატურალური პროდუქტი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. ადამიანთა უმეტესობა, როგორც წესი, არ იკვებება ჯანსაღად. მათი უმრავლესობა დროის უქონლობას იმზეზებს და ამტკიცებენ, რომ სწრაფი კვების ობიექტები მათთვის ყველაზე ხელმისაწვდომია. კაფეებსა და ბარებში კვება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ამიტომაც ხალხის დიდი ნაწილი თავს არიდებს იქ სტუმრობას.
|
მარი ჩიტაია 05.12.2015
ბიზნესი რეგიონებში, სოფლის მეურნეობის მიმართულების გარდა, აბსოლუტურად უმოქმედოა. იმის გამო, რომ ხალხს დასაქმების მინიმალური შესაძლებლობაც არ აქვს, დროებით საცხოვრებლად დედაქალაქში გადმოდის. პრობლემა განსაკუთრებით მთიან რეგიონებშია, საიდანაც ხალხი გამორბის.
|