მარი მგალობლიშვილი 04.12.2015
მადირდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ კარიმ ბენზემას ნაკრებში თანაგუნდელის, ვალბუენას შანტაჟში დასდეს ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, ბოროტმოქმედები ფეხბურთელს ინტიმური ხასიათის პირადი ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ და თანხას სძალავდნენ, მოთხოვნებს კი ბენზემას პირით უყენებდნენ.
|
ლიკა ამირაშვილი 04.12.2015
დედაქალაქს სადღეისოდ 500-მდე უსახელო ქუჩა აქვს, რაც მათ მოსახლეობას პირადობის აღებისას, ბაღში ან სკოლაში რეგისტრაციისას და კომუნალური სისტემით სარგებლობის პრობლემას უქმნის.
|
გვანცა ღვედაშვილი 03.12.2015

დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად წარადგინა საკანონდებლო ინიციატივა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულ სანქციებს ეხება. ამ ცვლილებით ტროტუარზე გაჩერებული ავტომობილი, რომელიც მთლიანად კეტავს ან აფერხებს ფეხით მოსიარულეთა სავალ გზას, აღარ დაექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას. ამ უკანასკნელს დაექვემდებარება მხოლოდ ის მანქანები, რომლებიც საავტომობილო მოძრაობას აფერხებენ.
|
ზურაბ მაჭარაძე, (ბრიუსელი) 03.12.2015
მონტენეგროს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მიწვევა და ღია კარის პრინციპის კიდევ ერთხელ დადასტურება გუშინ ბრიუსელში დასრულებული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მთავარი შედეგებია.
|
თიკო ოსმანოვა 03.12.2015
ნატოს მინისტერიალზე საქართველოს შესახებ მიღებულ კომუნიკეს "ევროპული კვლევების ცენტრის" დირექტორი კახა გოგოლაშვილი საერთო ჯამში დადებითად აფასებს. თუმცა, მისი თქმით, ეს არ იძლევა იმის იმედს, რომ საქართველოს მაპის გარეშე მიიღებენ. სამოქმედო გეგმას კი, გოგოლაშვილის აზრით, სავარაუდოდ საქართველოს მომავალი წლის ვარშავის სამიტზე მისცემენ.
|
თაკო მათეშვილი 03.12.2015
მონტენეგროს წევრობის შეთავაზება, საქართველოს კი დაპირება, რომ კარი კვლავ ღიაა და მიღწეული პროგრესისათვის შექება - ასე დასრულდა ბრიუსელში ნატო-ს 2-დღიანი მინისტერიალი.
|
ელზა პაპოშვილი 03.12.2015
სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ არის იმის საფრთხე, რუსეთმა თურქეთთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სცადოს. მისი აზრით, რუსეთი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზენიტო დანადგარებს განათავსებს, რომლის მეშვეობითაც, თურქეთის საჰაერო სივრცის საკმაოდ დიდი ტერიტორიის გაკონტროლებას შეძლებს.
|
ლიკა ამირაშვილი 03.12.2015
უკრაინული ვებ-გვერდი გფკუმწ.შტ.გფ კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ამჯერად, სავარაუდოდ, ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავასა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაუთარიღებელი სატელეფონო საუბარია ჩაწერილი.
|
ია აბულაშვილი 03.12.2015
როგორც "რეზონანსთან" საუბრისას მერიის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა იგორ კვესელავამ განაცხადა, უახლოეს დღეებში მრჩეველთა საბჭოს წევრები აპირებენ შეხვდნენ ქალაქის მერს და განიხილონ ყველა ის პრობლემა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს. კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება მსჯელობა, ამის შესახებ "რეზონანსი" იგორ კვესელავას ესაუბრა.
|
მაკა ხარაზიშვილი 03.12.2015
ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანიის ვინაობა 10 დეკემბრისთვის უნდა გახდეს ცნობილი. ყოველი შემთხვევისთვის ეკონომიკის მინისტრს ამის იმედი აქვს. რამდენად ახდება მინისტრის სურვილი ეს მეორე საკითხია, ვინაიდან აღნიშნული პროცესი რამდენჯერმე გადაიდო და შეიძლება ქუმსიშვილის წადილი ამჯერადაც განზე დარჩეს.
|
მაკა ხარაზიშვილი 03.12.2015
მსოფლიოში ძვირი დოლარის პერიოდი მთავრდება. გუშინ ამერიკულმა ვალუტამ მსოფლიოს წამყვან ვალუტებთან პოზიციები კიდევ ერთხელ დათმო. სპეციალისტები 2016 წელს დოლარის კიდევ უფრო დასუსტებას ელოდებიან, ვინაიდან კატასტროფულად გამყარებული "მწვანე ვალუტა" უკვე ამერიკასაც არ აძლევს ხელს.
|
მარიამ აფციაური 03.12.2015
სასტუმროების ერთ ნაწილში დასვენება სახიფათოა. ვიზიტორები თავს დაცულად ვერ გრძნობენ და ამბობენ, რომ ამ კუთხით რაიმე რეგულაცია უნდა ამოქმედდეს. ეს ეხება მშენებარე კორპუსებსაც, რადგან, როგორც რესპონდენტები აცხადებენ, დიდია მოთხოვნა სასტუმროს ტიპის სახლებზეა.
|