სალომე სარიშვილი 20.11.2015
"საქართველო ისლამისტებისთვის მხოლოდ მაშინ გახდება მნიშვნელოვანი, როცა ჩრდილოეთ კავკასიაში მათი მოქმედება აქტიურ ფაზაში გადავა და მეტ-ნაკლებად მასობრივი გახდება, დღეს ამის ნიშნები არ არის", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი თავდგირიძე და დასძენს, რომ სწორედ ამის გამო, შესაძლოა საქართველო ისლამისტების "დაინტერესების ნუსხაში" საკმაოდ უმნიშვნელო ადგილს იკავებდეს.
|
ელზა პაპოშვილი 20.11.2015
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ალეკო ელისაშვილი აცხდებს, რომ თბილისის მერის დავით ნარმანიას მიერ წარდგენილ 7 სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატებს მხარს მანამდე არ დაუჭერს, სანამ მათგან დედაქალაქში შექმნილი პრობლემების მოგვარების გეგმას არ მოისმენს.
|
ნინო ქეთელაური 20.11.2015
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამირეჯიბის ქუჩაზე გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას ხშირად აწყდებიან შემთხვევას, როდესაც კალაპოტიდან ამოღებულ მიწის მასას გვირაბთან ყრიან, რაც გვირაბიდან წყლის გამოდევნას უშლის ხელს და ავიწროვებს მას. გარდა ამისა, მიწას მდინარის წყალი რეცხავს, ეს კი მათი თქმით, მომავალში პრობლემებს კვლავ შექმნის.
|
ლიკა ამირაშვილი 20.11.2015
საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შობადობამ მოიმატა, თუმცა მოსახლეობის საერთო რაოდეონობაში ცვლილება მაინც არ შეინიშნება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 1989 წლის შემდეგ ქვეყანაში მოსახლეობა მილიონ 700 ათასით შემცირდა. სპეციალისტების თქმით, მოსახლეობის შემცირება მიგრაციის ხარჯზე მიმდინარეობს.
|
ელზა წიკლაური 20.11.2015
როგორც მოსალოდნელი იყო, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას "კავკასუსის" შეძენის თხოვნით რუსულმა "ვიმპელკომმა", იგივე "მობიტელმა" მიმართა. ამასობაში მარეგულირებელმა "მაგთიკომს" "კავკასუს ონლაინის" საცალო ბიზნესის შეძენის უფლება მისცა, "მობიტელთან" დაკავშირებით კი კომისია გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. "კავკასუს ონლაინისთვის" დიდი ბრძოლა გაიმართება. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკების დაწყებას ორივე კომპანიასთან შეძლებენ.
|
მარი ჩიტაია 20.11.2015
მომავალ წელს მთავრობა მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციისთვის ფულს არ გამოყოფს. შესაბამისი გრაფა 2016 წლის ბიუჯეტში ცარიელია. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებული პრობლემა წელსაც ვერ მოგვარდა, სიტუაციის გაუმჯობესებას არც გაისად უნდა ველოდოთ.
|
მაკა ხარაზიშვილი 20.11.2015
მთავრობასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის პრემიებსა და სახელფასო დანამატებზე ლამის ყოველდღიური დუელი იმართება. სახელფასო დანამატების მოცულობის ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია კიდევ უფრო გაამყარა აუდიტის სამსახურმა. მაკონტროლებელთა საქციელით კიდევ უფრო მეტად "შეშფოთებულმა" პრემიერმა ფინანსთა მინისტრს პასუხის გაცემისკენ მოუწოდა, ნოდარ ხადურმაც არ დააყოვნა და აუდიტის სამსახურს "ცოდვები" გადმოულაგა.
|
მაკა ხარაზიშვილი 20.11.2015
პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ქართველი მამაკაცები პენსიაზე ყველაზე გვიან - 65 წლის ასაკში გადიან. ამასთან, ქართველი პენსიონერები პენსიის სიდიდითაც დაჩაგრულები არიან. სპეციალისტების განცხადებით, 160 ლარს პენსია მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწდოთ, ვინაიდან თავისი არსით იგი უფრო სოციალური დახმარებაა, რომელიც ასაკოვანი ადამიანის ფიზიკურ გადარჩენასაც ვერ უზრუნველყოფს.
|
მარი ჩიტაია 20.11.2015
ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ კვების პროდუქტებში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობა, ფაქტობრივად, არ დასტურდება. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების უმეტესობას, არასამათავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს, პარლამენტარებს გმო-ს შემცველი პროდუქტების სიჭარბეში ეჭვი არ ეპარებათ, ლაბორატორიული ნიმუშების პასუხი საპირისპიროზე მეტყველებს.
|
ია აბულაშვილი 20.11.2015
დღეს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება საფრანგეთისკენ არის მიმართული ტრაგიკული ფაქტის გამო, მაინც გადავწყვიტეთ მკითხველს შევახსენოთ რამდენიმე ისტორიული ფაქტი ამ ქვეყნის დიდებული წარსულიდან. ეგვიპტეში ნაპოლეონის ლაშქრობის შესახებ, რომელიც, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ლაშქრობა იყო საფრანგეთის ისტორიაში.
|
მარი მგალობლიშვილი 20.11.2015
საფეხბურთო სამყარო 21 ნოემბრის მოლოდინშია - ამ დღეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ელ კლასიკო" გაიმართება. პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტეროტისტული შეტევის შემდეგ განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი საფეხბურთო მატჩები.
|
თაკო მათეშვილი 19.11.2015
"ისლამური სახელმწიფოს" პოზიციიდან, ჩვენ დღეს მათ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ" - ასე პასუხობს კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კითხვას იმის შესახებ თუ რამდენად ემუქრება "აისისი" საქართველოს და ამბობს, რომ ამით ყველაფერი ნათქვამია.
|