ეკატერინე ბასილაია
19.11.2015

 "შემცირებულია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის წევრობას უჭერენ მხარს. ასევე ვხედავთ იმას, რომ პრორუსული პროპაგანდა გაძლიერდა," - კვლევის შედეგებს ამჯერად ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრობის სურვილი მოსახლეობის 61%-ს აქვს და ეს მონაცემი ზუსტად იმდენია, რამდენიც ერთი თვის წინ ენ-დი-აის კვლევაში დაფიქსირდა.

ია აბულაშვილი
19.11.2015

 "ოპოზიციაში დღეს არ არსებობს არც პოლიტიკური დაჯგუფებები და არც ქარიზმატული ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ, სერიოზული კონკურენცია გაუწიონ "ოცნების" ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსს" - განაცხადა პეტრე მამრაძემ, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ესაუბრა.

ლიკა ამირაშვილი
19.11.2015

რეგიონებიდან მოსახლეობის შიდა მიგრაცია ძირითადად თბილისის, ბათუმის, რუსთავის და ქუთაისის მიმართულებით ხდება. ამის პარალელურად გვრჩება დაცლილი და მოხუცების ამარა დარჩენილი სოფლები. შიდა მიგრაციის მხრივ კვლევები ნაკლებად ტარდება, თუმცა ახლახან ჩატარდა დიდი კვლევა, რომელიც ამ კუთხით მნიშვნელოვან ტენდენციებს გამოამჟღავნებს, თუმცა სპეციალისტებში არის მოლოდინი, რომ კვლევის შედეგი, რომელიც გაზაფხულზე უნდა გამოქვეყნდეს, არც თუ სახარბიელო იქნება, აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას მიგრაციის ცენტრის დირექტორი გიორგი გოგიშვილი.

გვანცა ღვედაშვილი
19.11.2015

პარიზში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ უსაფრთხოების ზომებს ბევრი ქვეყანა ამკაცრებს, მათ შორის საქართველოც. ძირითადი აქცენტი სასაზღვრო და საპოლიციო კონტროლის გაძლიერებაზე კეთდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მხოლოდ გუშინ ათეულობით ადამიანი უკან გააბრუნეს. გამკაცრებული ზომები განსაკუთრებით იმ ქვეყნის მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც აზიიდან და აფრიკიდან საქართველოში შემოდიან.

ეკატერინე ბასილაია
19.11.2015

 "მსოფლიოს არ ეგონა, რომ "ისლამური ხალიფატი" ასეთი საშიში იქნებოდა. ქართულ საზოგადოებას კი საერთოდ წარმოდგენაც არ გვაქვს, რამდენად საშიში ძალაა და რა შეიძლება გვემუქრებოდეს... თან მძლავრი იდეოლოგიური ბაზა აქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეა. სანამ ამ იდეოლოგიურ ბაზას არ დაამარცხებენ, მანამდე არაფერი არ გამოვა," - აცხადებს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

გვანცა ღვედაშვილი
19.11.2015

 თბილისის საკრებულოს ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატების" თავმჯდომარე ზაზა ვეკუა დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას მიერ გატარებული საკადრო ცვლილებებით უკმაყოფილოა. იგი მერიის მიერ მოყვანილ მიზეზებს, რომ პროექტების განხორციელება კერძო კომპანიების კეთილსინდისიერებაზე ყოფილა დამოკიდებული, არასერიოზულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მერიაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა.

ვახტანგ შამუგია
19.11.2015

გარდატეხის ასაკში მოზარდების ხასიათი იცვლება, მათი ნაწილი ხდება აგრესიული და დისკრიმინაციისადმი მიდრეკილი, რაც შეიძლება ირგვლივ მყოფებისადმი ნეგატიური დამოკიდებულებით გამოიხატოს. ყველაზე ნათლად ეს სკოლებში, კერძოდ კი მაღალ კლასებში იკვეთება, სადაც ათობით მოზარდი დღის მნიშვნელოვან ნაწილს ერთად ატარებს. ყველა მათგანი ინდივიდუალურია და განსხვავებული, რაც ხდება ეთნიკური, რელიგიური, ურბანული, კუთხური, სოციალური, ფიზიკური მონაცემებისა თუ სხვა მიზეზებით თანატოლთა მხრიდან რომელიმე მათგანის ჩაგვრის მაპროვოცირებელი.

მარიამ აფციაური
19.11.2015

 საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, მძღოლის, ფეხით მოსიარულეების დაუდევრობა, პატრულის თანამშრომლების არაპროფესიონალიზმი და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება - ის მიზეზებია, რაც, რესპონდენტების აზრით, ავტოსაგზაო შემთხვევებს იწვევს. ბოლო დროს ასეთმა ფაქტებმა იმატა. ამაზე მეტყველებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიც.

სალომე სარიშვილი
19.11.2015

გენერალური აუდიტის განცხადებით, პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულმა დადგენილებამ საკითხის დარეგულირება ვერ უზრუნველყო. ამის შესახებ განცხადება გადაცემა "არჩევანში" გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ გააკეთა. მისივე თქმით, თანხობრივ გამოხატულებაში პრემიის სახით გაცემული ხელფასი 31 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო სახელფასო დანამატი 45 მილიონით გაიზარდა. იურისტთა ნაწილი კვლავ სახელფასო დანამატისა და პრემიების მანკიერ სისტემაზე საუბრობს და ამბობს, რომ გასულ წელს მიღებულ დადგენილებას ამ სისტემაში არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

მაკა ხარაზიშვილი
19.11.2015

წლის ბოლომდე საქართველოს ფინანსურ ბაზარს ფულადი გზავნილებიდან 400 მილიონ დოლარზე მეტი დააკლდება. მომავალ წელს შემცირების ტენდენცია შეჩერდება, თუმცა, სპეციალისტების აზრით, გზავნილების მოცულობა არ მოიმატებს. ამის მიზეზი რუსეთში, უკრაინაში და საბერძნეთში არსებული რთული ეკონომიკური ვითარებაა, სადაც ყველაზე მეტი ქართველია ფულის საშოვნელად ჩასული.

მარი ჩიტაია
19.11.2015

 რეგიონებში მდებარე საჯარო სკოლები შეშით ტყეკაფების გვერდის ავლით მარაგდება. არასამთავრობო ორგანიზაციების ვარაუდით, სკოლებისთვის ხეები, შესაძლოა, საკარმიდამო ნაკვეთებზე იჭრებოდეს, რაზეც ნებართვას საკრებულო გასცემს. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ სასწავლო დაწესებულებებში გაურკვეველი წარმომავლობის შეშა შედის.

მარი ჩიტაია
19.11.2015

 2016 წლიდან თამბაქოს ფასი დაახლოებით 20-30 თეთრით მოიმატებს. ზოგიერთი ბიზნესმენი უფრო დაბალ ციფრს ასახელებს და ირწმუნება, რომ სხვაობა ფასში 15 თეთრს არ გადააჭარბებს. ყველა შემთხვევაში თვენახევარში სიგარეტი გაძვირდება. აქციზის გადასახადის ზრდას საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები აკისრებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×