მამუკა ნაცვალაძე 19.11.2015
მიმდინარე სეზონი მართლაც გამორჩეულია ზაზა ფაჩულიასთვის. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ნბა-ში მეცამეტე სეზონს ატარებს, აბა რომელი კალათბურთელი არ ინატრებდა ათი მატჩის შემდეგ ჰქონოდა საშუალო მონაგარი ორმაგი დუბლი. ჩვენდა სასიხარულოდ, ზაზამ ეს მოახერხა, თანაც ისეთ გუნდში როგორიც "დალასია".
|
ზვიად მახარაძე (ბრიუსელი) 18.11.2015
ასოცირების საბჭოს შემდეგ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში ასოცირების ხელშეკრულება ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს და მისი შესრულების პროცესმა მნიშვნელოვნად დააჩქარა საქართველოს მოდერნიზაცია.
|
თიკო ოსმანოვა 18.11.2015
დაიწყება თუ არა ევროპასთან თავისუფალი უვიზო მიმოსვლა, ამ საკითხზე ევროკავშირი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას 2016 წელს მიიღებს. მანამდე კი შუა დეკემბერში ევროკომისის დასკვნითი ანგარიში გამოქვეყნდება, რომელიც დიდი ალბათობით, დადებითი იქნება. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის თქმით, ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით შეფასება დადებითი იქნება, თუმცა შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლა, შესაძლოა, რიგმა ფაქტორებმა შეაფერხოს.
|
ლიკა ამირაშვილი 18.11.2015
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად ხუთ წლამდე ასაკის 700-მდე ბავშვი იღუპება. ამასთანავე, არც მეტი, არც ნაკლები, ნახევარი მილიონი ქალი და ბავშვი კი არასრულფასოვნად იკვებება.
|
გვანცა ღვედაშვილი 18.11.2015
ქარმა, გადაუღებელმა წვიმებმა და თოვლმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა მოსახლეობას. მან ერთნაირად დააზარალა როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი საქართველო.
|
სალომე სარიშვილი 18.11.2015
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ქალაქ ბელაქანში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" (აისისი) რიგებში საბრძოლველად სირიაში გადასვლას ცდილობდა. სუს-ის ცნობით, იგი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას უკანონოდ ცდილობდა, თუმცა აზერბაიჯანულმა მხარემ მყისიერი რეაგირება მოახდინა.
|
ია აბულაშვილი 18.11.2015
"როგორც ჩანს, ევროპამ ვერ შეძლო იმ ოპტიმალური ზღვარის დადგენა, რომლის იქითაც იწყება უაღრესად საშიში მოვლენები" - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" საფრანგეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე ესაუბრა.
|
ელზა პაპოშვილი 18.11.2015
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ისევე ემუქრება ტერორიზმის საფრთხე, როგორც სხვა ქვეყნებს.
|
მარიამ აფციაური 18.11.2015
თბილისელების დიდი ნაწილი პროდუქციის ყიდვისას უპირატესობას ქართულს ანიჭებს. შემდეგ მოდის ევროპული და რუსული. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამაც დაადასტურა, რომ ეროვნული პროდუქტის მიმართ დიდი ინტერესი მისდამი მეტი სანდოობით არის გამოწვეული. როგორც აღმოჩნდა, მომხმარებლის აზრს იზიარებს კერძო სექტორის ნაწილიც და იმპორტირებულ ნაწარმს თანდათან ქართულით ანაცვლებს.
|
ელზა წიკლაური 18.11.2015
"მაგთიკომისა" და "კავკასუს ონლაინის" შერწყმასთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს. კომისიის წინასწარი დასკვნა კი უკვე ცნობილია - ამ ორი კომპანიის გაერთიანება კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს.
|
მაკა ხარაზიშვილი 18.11.2015
წინასწარი მონაცემებით, შემოდგომაზე ხორბალი 31,764 ათას ჰექტარზე დაითესა. ამ ნათესებს გაზაფხულზე დაახლოებით 30 ათასი ჰა-მდე დაემატება და საერთო ჯამში, ხორბლის ნათესების მოცულობა 60 ათას ჰექტარს გადააჭარბებს. ჯერჯერობით პრობლემაა ის, რომ საქართველოში მოყვანილი ხორბლის უდიდესი წილი საფურაჟეა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და ჯიშების გამოცდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.
|
მარი ჩიტაია 18.11.2015
პარლამენტმა ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე მუშაობა ისე დაასრულა, რომ კანონის აღსრულების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. მექანიზმი, რომელიც ფასების იდენტურობის დადგენას შეძლებს, შემუშავებული არ არის. ამის გამო ანტიდემპინგურ კანონმდებლობას პოლიტიკოსების, მწარმოებლებისა და იმპორტიორების მხრიდან მწვავე, არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.
|